📣 აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის, „მენტალური ჯანმრთელობა" ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები ექიმ-ფსიქიატრ ქეთევან სილაგაძესთან
🌟 თემა: „დეპრესია და შფოთვა"
👉 მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში, განსაკუთრებით კი პოსტპანდემიურ პერიოდში, დეპრესიასა და შფოთვითი აშლილობების შესახებ ცნობიერება მნიშვნელოვნად ამაღლდა, რამაც განაპირობა დროული გამოვლენისა და მათი სწორი მართვის შემთხვევების ზრდა, ორივე მდგომარეობა კვლავ რჩება დიდ გამოწვევად როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის, ისე ზოგადად ჯანდაცვის სფეროსთვის.
🔹 არავალიდური და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება, სტიგმა როგორც სამედიცინო, ასევე არასამედიცინო საზოგადოებაში, სპეციალისტთან დაგვიანებული მიმართვა და სხვა მრავალი ფაქტორი არის იმ ხელისშემშლელ გარემოებათა ნაწილი, რომლებიც აფერხებენ აღნიშნული მდგომარეობების დროულ ამოცნობას და ართულებენ მკურნალობისა და მხარდაჭერის პროცესს.
🔹 მოცემული შეხვედრის მიზანია, მენტალური ჯანმრთელობის ლექციათა ციკლის ფარგლებში, კიდევ ერთხელ მიაქციოს აუდიტორიის ყურადღება შფოთვითა და დეპრესიულ აშლილობებზე.
🤝 შეხვედრის პარტნიორი - ინტეგრა - აზროვნების აკადემიის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი
📅 შეხვედრის თარიღი: 17 ივნისი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🔖დასწრების საფასური - 50₾
🔖 სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ „საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
🔗 რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:
https://cutt.ly/prbcku8R
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
You may also like the following events from აზროვნების აკადემია / The Thinking Academy: