ტერაბანკისა და პლატფორმა SaaSargeblo.ge-ს ორგანიზებით, 31 ოქტომბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო Swissotel Tbilisi-ში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი გაიმართება ბიზნესის გაციფრულების თემაზე.
შეხვედრაზე მოწვეული სპიკერები ისაუბრებენ ციფრულ ტრანსფორმაციასა და გადახდებზე, ხელოვნური ინტელექტის როლზე ტექნოლოგიებში, ელექტრონულ კომერციასა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში ინოვაციური გადაწყვეტების მნიშვნელობაზე.
ტრენინგის მიზანია მონაწილეებს გააცნოს ის შესაძლებლობები და პრაქტიკული ინსტრუმენტები, რომლებიც დაეხმარება მათ პროცესების გამარტივებასა და საკუთარი ბიზნესის გაციფრულებაში.