კურსი შეასწავლის მსმენელს ტრავმა პაციენტის გადაუდებელი მართვის უსაფრთხო მეთოდს, რომელიც უზრუნველყოფს:
• კრიტიკული ტრავმა პაციენტის მიღებისთვის მზადყოფნას და რესურსების მობილიზაციას,
• პაციენტის მდგომარეობის სწრაფ და ზუსტ შეფასებას,
• პაციენტის რეანიმაციას და სტაბილიზაციას პრიორიტეტების მიხედვით,
• პაციენტის საჭიროებებისა და სამედიცინო დაწესებულების რესურსების/სამედიცინო პერსონალის შესაძლებლობების შესაბამისობის განსაზღვრას
• განსაზღვრას, პაციენტისთვის სათანადო ინტერჰოსპიტალური ან ინტრაჰოსპიტალური ტრანსპორტირების ორგანიზებას.
ტრენინგი შედგება როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული ნაწილისგან, რომელიც ტარდება ჩვენს ტრენინგ ცენტრში რეალობაზე დაფუძნებულ სიმულირებულ გარემოში.
🎓 ტრენინგი მოიცავს - 18 კრედიტ ქულა
⏰ ხანგრძლივობა: 3 დღე / 18 საათი
👩⚕️👨⚕️ ტრენინგი განკუთვნილია შემდეგი საექიმო სპეციალობებისთვის : გადაუდებელი მედიცინის, ზოგადი ქირურგიის, ორთოპედია-ტრავმატოლოგიის, ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის სპეციალისტები
ტრენინგს უძღვება - პროგრამის ხელმძღვანელი, ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის (PER) სამსახურის უფროსი - ირინა წირქვაძე;
საექთნო სწავლების დაგეგმვის და განვითარების კოორდინატორი - თამარ დაუსი;
ტრენინგზე დასარეგისტრირებლად მიჰყევით ბმულს:
https://forms.office.com/e/uMy4Zw21Xy
საკონტაქტო ინფორმაცია
ლიზი წიკლაური - 593 16 36 97
⚠️ მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია
You may also like the following events from ვიანის სასწავლო ცენტრი • Vian Education: