💦 25 და 26 ოქტომბერს ლუმოსში გეპატიჟებით სისტემური განლაგების კიდევ ერთ ორდღიან ინტენსივზე, რომელსაც გაუძღვება თამუნა ჟიჟილაშვილი
რა არის სისტემური განლაგება? ⭐
🌊 სისტემური განლაგება გვაჩვენებს საოჯახო სისტემაში არსებული ურთიერთობების დინამიკას და გვეხმარება, საოჯახო სისტემებში არსებული არაჯანსაღი კავშირების აღმოჩენასა და კურნებაში, რომლებიც ხშირად რამდენიმე თაობაში მეორდება.
🌿 სისტემური განლაგება შესაძლებლობას გვაძლევს, დავამუშაოთ ისეთი საკითხები, როგორებიცაა:
• მშობლებთან ურთიერთობის სირთულეები;
• კონფლიქტები ან განმეორებადი დაშორებები პარტნიორთან;
• საკუთარი საზღვრის დაცვის სირთულეები;
• შიშები, რომ „ისევ განმეორდება იგივე“;
• ბავშვობის ტრავმები და მოუშუშებელი ტკივილები;
• საკუთარი ადგილის პოვნის სირთულე ოჯახსა ან კარიერაში;
• დამაბრკოლებელი ლოიალურობა ოჯახის წევრების მიმართ;
• დაბნეულობა არჩევანსა და ცხოვრებისეულ მიმართულებაში;
• სევდა, დანაკარგი, განშორება;
• მოულოდნელი ან განმეორებადი ჯანმრთელობის პრობლემები;
• გაუცნობიერებელი დანაშაულის ან „ვალის“ განცდა;
• ქონებრივი, მატერიალური ან მემკვიდრეობითი საკითხები;
• შვილებთან ურთიერთობის სირთულე და მშობლად ყოფნის შინაგანი დაბნეულობა;
• სურვილი, დავუკავშირდეთ შინაგან ძალასა და წყაროს;
🌱 სისტემური განლაგების ორდღიანი ინტენსივის განმავლობაში ყველა მონაწილეს ექნება შესაძლებლობა, გამოიტანოს თავისი პირადი თემა და იმუშაოს მისთვის აქტუალურ საკითხზე.
🌱 გადაწყვეტილებაზე ორიენტირებულ განლაგებებს სისტემაში შემოაქვს სიცხადე და გვეხმარება მშობლებთან, შვილებთან, პარტნიორებთან, ოჯახის წევრებთან და სამსახურეობრივ ურთიერთობებში კავშირების გაჯანსაღებაში.
წარსული მოვლენების მიღება ცნობიერად და სიყვარულით გვაძლევს ძალას, ღრმად დავუკავშირდეთ საკუთარ თავს და გავხდეთ რესურსულები ყველა მოცემულობაში.
💧 დამსწრეების მაქსიმალური რაოდენობაა: 12 ადამიანი.
💧 ღირებულება: 350 ლარი
🌱 რეგისტრაცია გულისხმობს პრაქტიკაზე დასწრების ღირებულების სრულად გადახდას.
18 ოქტომბრამდე გაუქმების შემთხვევაში დაგიბრუნდებათ სრული გადახდილი თანხა მინუს 50 ლარი ადმინისტრაციის ხარჯი.
18 ოქტომბრის შემდეგ თანხის დაბრუნება ვერ მოხერხდება.
🔸 რეგისტრაციისთვის
მოგვწერეთ ჩათში.
🔸ან დაგვირეკეთ:
📞 595 620 001
ჩვენი სტუდიის მისამართია: 👇
▪ საირმის 71 🌿 გოძიაშვილის პარკში🐿
You may also like the following events from Lumos • ლუმოს: