სინათლე არ უნდა ჩაქრეს - ფარნების მარში და ფოტოგამოფენა, 21 August

სინათლე არ უნდა ჩაქრეს - ფარნების მარში და ფოტოგამოფენა

პუბლიკა • Publika

Highlights

Thu, 21 Aug, 2025 at 08:00 pm

პირველი რესპუბლიკის მოედანი

Advertisement

Date & Location

Thu, 21 Aug, 2025 at 08:00 pm (GET)

პირველი რესპუბლიკის მოედანი

პირველი რესპუბლიკის მოედანი, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Save location for easier access

Only get lost while having fun, not on the road!

About the event

სინათლე არ უნდა ჩაქრეს - ფარნების მარში და ფოტოგამოფენა
მოდი მედიის მხარდასაჭერად მარშზე ფარნით და გაანათე გზა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე.

პარლამენტთან დაგხვდება ფოტოგამოფენა, სადაც დამოუკიდებელი ონლაინმედიების ჟურნალისტების მიერ გაშუქებულ მნიშვნელოვან მასალებს ნახავ.

სინათლე არ უნდა ჩაქრეს. https://sinatle.media/

რეპრესიულმა კანონმდებლობამ დამოუკიდებელი ონლაინმედია გაქრობის საფრთხის წინაშე დააყენა. ჟურნალისტები მუდმივი ზეწოლის ფონზე - თავისუფლების, ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების ფასად აგრძელებენ პროფესიულ საქმიანობას.

რეჟიმი მზია ამაღლობელს სამაგალითოდ სჯის.

ჩვენ ამას ერთობით და წინააღმდეგობით ვპასუხობთ.

„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ ონლაინმედიების საერთო კამპანიაა, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა.

სიბნელე დიქტატურისა და ინფორმაციული ვაკუუმის სიმბოლოა, რომელშიც სისტემა მოქალაქეებზე განუკითხავად ძალადობს. სინათლე კი სიმართლე, ერთობა და თავისუფლებაა. ეს არის გზა, რომელსაც ქართველი ხალხი საუკუნეებია ჯიუტად და დაუღალავად ირჩევს.

კამპანია 13 აგვისტოს, ონლაინმედიების ვებგვერდების სიმბოლური გათიშვით დაიწყო. ამ აქტმა საზოგადოებას შეახსენა, თუ რამდენად რეალურია სიბნელის დადგომის საფრთხე.

შენი მხარდაჭერა ამ ბრძოლაში გადამწყვეტია. მოდი მარშზე, მოიტანე ფარანი და გაანათე გზა. თითოეული ნათება მოქალაქის ხმაა, რომელიც ამბობს: ქვეყანა ცოცხალია, ხალხი, ფხიზლადაა, სინათლე არ ჩაქრება!

პარლამენტთან დაგხვდება ფოტოგამოფენა, სადაც ონლაინმედიების ჟურნალისტების მიერ გაშუქებულ მნიშვნელოვან მოვლენებს ნახავ.

კამპანიის პლატფორმა: https://sinatle.media/

ანგარიშის ნომერი:
თიბისი ბანკი
#GE76TB7548536080100013
საქართველოს ბანკი
#GE06BG0000000609779465
მიმღები: "ხალხის წყარო"

ემიგრაციიდან:
https://www.gofundme.com/f/help-media-in-the-fight-for-democracy-in-georgia

interested
Stay in the loop for updates and never miss a thing. Are you interested?
Yes
No

Ticket Info

To stay informed about ticket information or to know if tickets are not required, click the 'Notify me' button below.

Advertisement

Nearby Hotels

პირველი რესპუბლიკის მოედანი, პირველი რესპუბლიკის მოედანი, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Get updates and reminders

Host Details

პუბლიკა • Publika

პუბლიკა • Publika

Are you the host? Claim Event

Advertisement
სინათლე არ უნდა ჩაქრეს - ფარნების მარში და ფოტოგამოფენა, 21 August
სინათლე არ უნდა ჩაქრეს - ფარნების მარში და ფოტოგამოფენა
Thu, 21 Aug, 2025 at 08:00 pm