ოშოს ნადაბრაჰმა მედიტაცია & ახალმთვარეობა ლუნასთან ერთად, 21 October

ოშოს ნადაბრაჰმა მედიტაცია & ახალმთვარეობა ლუნასთან ერთად

Lumos • ლუმოს

Highlights

Tue, 21 Oct, 2025 at 08:00 pm

Lumos • ლუმოს (Sairme St. 71/ Inside Godziashvili Park /Tbilisi)

Advertisement

Date & Location

Tue, 21 Oct, 2025 at 08:00 pm (GET)

Lumos • ლუმოს (Sairme St. 71/ Inside Godziashvili Park /Tbilisi)

საირმის ქუჩა 71, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Save location for easier access

Only get lost while having fun, not on the road!

About the event

ოშოს ნადაბრაჰმა მედიტაცია & ახალმთვარეობა ლუნასთან ერთად
🌙 21 ოქტომბერს, სამშაბათს, 20:00 საათზე, ლუმოსში გეპატიჟებით ახალმთვარეობის საღამოზე, რომელსაც დავიწყებთ ოშოს ნადაბრაჰმა მედიტაციით და დავასრულებთ ახალმთვარეობის მანიფესტაციის რუტუალით. საღამოს გაუძღვება ანი ანთაძე, იგივე ლუნა - სისტემური განლაგების, ოშოს დინამიური მედიტაციებისა და მანიფესტაციის პროცესების ფასილიტატორი.

შეხვედრის ხანგრძლივობაა: 2-2.5 საათი

შეხვედრაზე დასწრების ღირებულებაა: 88 ლარი.
რეგისტრაცია დასრულებულად ჩაითვლება ღირებულების სრულად ჩარიცხვის შემდეგ.

რა გველის საღამოზე?

ახალმთვარეობა ახალი ციკლის დაწყების სიმბოლოა - დრო, როცა იქმნება სივრცე ძველისგან გათავისუფლებისა და ახალი განზრახვების ჩასათესად.

რა არის ოშოს ნადაბრაჰმა მედიტაცია?

ნადაბრაჰმა მედიტაცია არის პრაქტიკა, რომელიც გულისხმობს ხმის ვიბრაციას, ხელების მოძრაობასა და სიჩუმეში ყოფნას, რაც აერთიანებს სხეულს, გონებასა და სულს.
ნადაბრაჰმა მედიტაცია განსაკუთრებით ეფექტური პრაქტიკაა სტრესის მოსახსნელად, ემოციური ბალანსის აღსადგენად და შინაგანი სიმშვიდის მდგომარეობასთან დასაბრუნებლად.

პროცესი სამი ეტაპისგან შედგება:
პირველი ეტაპი: ზმუილი (Humming)
სხეული და გონება სინქრონულად იწყებს ვიბრაციას, პროცესის მონაწილე კი ხდება დამკვირვებელი. ამ დროს ვთავისუფლდებით ჩახშული ემოციებისა და ენერგიებისგან.

მეორე ეტაპი: ხელების წრიული მოძრაობა
იწყება ენერგიის მიმოცვლა - მიღებისა და გაცემის დაბალანსება, ენერგიებისა და წონასწორობის აღდგენა, ჰარმონიული კავშირის დამყარება საკუთარ თავსა და გარესამყაროსთან.

მესამე ეტაპი: სიჩუმის ფაზა
ამ დროს შეგვიძლია, შევეხოთ შინაგან სიღრმეს, ვიპოვოთ სიმშვიდე საკუთარ თავში და დავიწყოთ რეალური გარდაქმნა.

რაში დაგვეხმარება ნადაბრაჰმა მედიტაცია?
მოდუნებასა და სიმშვიდის მოპოვებაში;
ახალი ენერგიის ნაკადების გახსნაში;
ემოციებისგან გათავისუფლებაში;
საკუთარ თავთან და სამყაროსთან ჰარმონიული კავშირის აღდგენაში.

ახალმთვარეობის მანიფესტაციის რიტუალის დროს ჩავთესავთ ახალ განზრახვებს, გამოვხატავთ მზაობას, მოვიზიდოთ სასურველი და სასარგებლო ენერგიები და გავხსნით გზებს ჩვენი მიზნების მისაღწევად.

გელით, ერთად შევხვდეთ ახალმთვარეობას - შესაძლებლობას, დავტოვოთ უკან ის, რაც აღარ გვჭირდება და შევქმნათ სივრცე ახალი, ძლიერი და ნათელი ენერგიებისთვის. 🌿🌑


You may also like the following events from Lumos • ლუმოს:

interested
Stay in the loop for updates and never miss a thing. Are you interested?
Yes
No

Ticket Info

To stay informed about ticket information or to know if tickets are not required, click the 'Notify me' button below.

Advertisement

Nearby Hotels

Lumos • ლუმოს (Sairme St. 71/ Inside Godziashvili Park /Tbilisi), საირმის ქუჩა 71, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Get updates and reminders
Ask AI if this event suits you

Host Details

Lumos • ლუმოს

Lumos • ლუმოს

Are you the host? Claim Event

Advertisement
ოშოს ნადაბრაჰმა მედიტაცია & ახალმთვარეობა ლუნასთან ერთად, 21 October
ოშოს ნადაბრაჰმა მედიტაცია & ახალმთვარეობა ლუნასთან ერთად
Tue, 21 Oct, 2025 at 08:00 pm