რომი - ფლორენცია, 4 დღიანი ჯგუფური ტური!, 6 July

რომი - ფლორენცია, 4 დღიანი ჯგუფური ტური!

GTG TOUR

Highlights

Sun, 06 Jul, 2025 at 03:45 am

Italy, Rome.

Advertisement

Date & Location

Sun, 06 Jul, 2025 at 03:45 am - Wed, 09 Jul, 2025 at 10:05 pm (CEST)

Rome.

Via Del Bufalo, 139, 00187 Roma Rm, Italia, Rome, Italy

Save location for easier access

Only get lost while having fun, not on the road!

About the event

რომი - ფლორენცია, 4 დღიანი ჯგუფური ტური!
ᲠᲝᲛᲘ - ᲤᲚᲝᲠᲔᲜᲪᲘᲐ !😊🇮🇹🇮🇹🇮🇹
საოცარი ისტორიის, არქიტექტურის, ხელოვნების, კულინარიის ქალაქები ერთ ტურში!

მოგზაურობის თარიღი:
6-7-8-9 ივლისი (4 სრული დღე / 3 ღამე)


ტურის დეტალური აღწერა:
დღე 1 ( 6 ივლისი)
🔰05:45 საათი, ფრენა ქუთაისიდან რომის მიმართულებით
🔰07:45 საათი (ადგილობრივი დროით)- ჩაფრენა რომის აეროპორტში
🔰ვენეციის მოედანი
🔰ვენეციის სასახლე, რომლის ნაწილიცაა ბაზილიკა სან-მარკო (IV საუკუნის ფრესკებით)
🔰კაპიტოლიუმის ბორცვი- ის ერთ-ერთია იმ შვიდ ბორცვთაგან, რომლებზეც ძველი რომი შეიქმნა.
🔰კაპიტოლიუმის ბორცვზე მდებარეობს აგრეთვე ბაზილიკა სანტა-მარია-ინ-არაჩელი, რომელშიც იხილავთ ღვთისმშობლის X საუკუნის ხატს, წმინდა ელენეს წმინდა ნაწილებსა და ყრმა იესოს ქანდაკებას (ამბობენ, რომ მას სამკურნალო თვისებები გააჩნია). ბაზილიკაში შესვლა უფასოა.
🔰რომის ფორუმი- ოდესღაც რომისა და რომის იმპერიის ცხოვრების ცენტრი , მოგვიანებით - ქალაქის მივარდნილი და გავერანებული ადგილი, დღეს კი მას უამრავი ტურისტი თუ არქეოლოგი სტუმრობს
🔰კოლოსეუმი- ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა აპენინის ნახევარკუნძულზე. ანტიკური ეპოქის მონუმენტური ნაგებობა რომის ისტორიულ ცენტრში, "მარადიული ქალაქის" შუაგულში.
🔰დაბინავება რომის სასტუმროში

დღე 2 (7 ივლისი)
🔰საუზმე სასტუმროში
🔰დღეს via Sistina- იგივე ესპანეთის მოედნიდან ვიწყებთ. სადაც ყოველთვის ხალხმრავლობაა, იქვე კი ცნობილი შადრევანი "ბარკაჩაა". კიბის მიმდებარედ XVI საუკუნის წმინდა სამების ეკლესიას ვნახავთ (Santa Trinita dei Monti). აქ არის დანიელე და ვოლტერას ცნობილი ფრესკა "ჯვრიდან გარდამოხსნა"
🔰უძველესი პანთეონი, რომელიც ჯერ კიდევ 126 წელს არის აგებული იმპერატორ ადრიანეს დროს, პანთეონის წინ აღმართულია ფარაონ რამზეს II-ის ობელისკი და შადრევანი.
🔰 წმინდა ანგელოზის ციხეკოშკი (Castel Sant’Angelo), რომელსაც ადრიანეს მავზოლეუმსაც უწოდებენ (Mausoleum of Hadrian). ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია რომში. მას საფუძველი ჯერ კიდევ 135 წელს ჩაეყარა იმპერატორ პუბლიუს ადრიანეს დროს.
🔰ვატიკანი : წმინდა პეტრეს მოედნიდან დავიწყებთ კათოლიკური სამყაროს ცენტრის მონახულებას, შევალთ წმინდა პეტრეს ტაძარში, რომელიც იმ ადგილას არის აღმართული, სადაც პეტრე მოციქული აწამეს. ტაძარში შესვლა უფასოა.
შეიძლება ითქვას, რომ ვატიკანი მთლიანად ერთი დიდი მუზეუმია, რომელიც აუცილებლად უნდა დაათვალიეროს ყველამ, ვინც კი რომს ეწვევა.
🔰გამგზავრება რომიდან ფლორენციაში და განთავსება ფლორენციის სასტუმროში.

დღე 3 ( 8 ივლისი)
🔰საუზმე სასტუმროში
🔰ფლორენცია- ცნობილია, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კულტურული და ისტორიული ქალაქი, რომელიც სავსეა საოცარი არქიტექტურითა და ღირსშესანიშნავი ადგილებით. ეს საოცარი ქალაქი ისეთი ცნობილი ადამიანების სახლს წარმოადგენდა, როგორებიც იყვნენ ლორენცო მედიჩი, დანტე, მიქელანჯელო, დონატელო და გალილეო.
🔰სანტა მარია დელ ფიორეს კათედრალი-თუ 463 საფეხურს აივლით, მოხვდებით ფლორენციის უმაღლეს წერტილში, საიდანაც შესანიშნავი ხედი იშლება ქალაქზე.
🔰პალაცო ვეკიო(Palazzo Vecchio)-ეს ნაგებობა ფლორენციის რესპუბლიკის სასახლეს წარმოადგენდა, შემდგომ წლებში კი ის ქალაქის მერიად გადაკეთდა.
🔰პონტე ვეკიო -ფლორენცია სავსეა ცნობილი შენობებით, პონტე ვეკიო კი ძალიან ცნობილი და ძველი ხიდია ქალაქში. ისტორიულ ჩანაწერებში ის ჯერ კიდევ 996 წლით თარიღდება, მაგრამ მისი ნამდვილი წარმომავლობა უცნობია.
🔰უფიზის სასახლე და გალერეა-მუზეუმში წარმოდგენილია რენესანსის ხელოვნების უზარმაზარი კოლექცია ისეთი ხელოვანებისგან, როგორებიც იყვნენ ბოტიჩელი, და ვინჩი, ტიციანი და რაფაელი.
🔰პიაცა დელა სინორია-პიაცას მთავარი სტრუქტურა ბრწყინვალე პალაზო ვეკიოა, თავისი უზარმაზარი საათის კოშკითა და დავითის და ჰერკულესის ფანტასტიკური ქანდაკებებით.
🔰პალაცო პიტი-მიუხედავად იმისა, რომ ოდესღაც აქ ცხოვრობდნენ იტალიის სამეფო ოჯახის წევრები და ისეთი ძლიერი ოჯახები, როგორიცაა მედიჩები, სასახლე ახლა ფლორენციის უდიდესი სამუზეუმო კომპლექსია.
🔰გამგზავრება ფლორენციიდან რომში და განთავსება ისევ რომის სასტუმროში

დღე 4 ( 9 ივლისი)
🔰საუზმე სასტუმროში
🔰ტრევის შადრევანი- შეგიძლიათ ზურგშექცევით დადგეთ, თვალები დახუჭოთ და მონეტა მარჯვენა ხელით წყალში გადააგდოთ. ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში რომში აუცილებლად დაბრუნდებით. 😊
🔰თავისუფალი დრო საყიდლებისთვის
🔰18:20 საათი, ფრენა რომიდან ქუთაისის მიმართულებით.
🔰00:05 საათზე (უკვე 10 ივლისის), ჩამოფრენა ქუთაისში.


ტურის ღირებულება-1550 ლარი!☺️
ღირებულებაში შედის:
ორმხრივი ავიაბილეთები (ქუთაისი- რომი - ქუთაისი)
✅10კგ ხელბარგი(ზურგჩანთა!)
✅სასტუმრო რომში (2 ღამე)
✅სასტუმრო ფლორენციაში (1 ღამე)
✅საუზმე
✅სამოგზაურო დაზღვევა
✅ქართულენოვანი გამყოლი/გიდი
✅ქალაქის მოსაკრებელი(City Tax)

ღირებულებაში არ შედის:
❌მუზეუმების მოსაკრებელი - 90-100 €
❌ქალაქებს შორის და ქალაქში გადაადგილება (100-110€)
❌ტრანსფერი რომის აეროპორტიდან სასტუმრომდე და მილანის სასტუმროდან აეროპორტამდე. ( ორივე გზა 50 €)
❌დანარჩენი კვება

❗️გაითვალისწინეთ, რომ ავიაბილეთის ფასები ცვალებადია, იზრდება ტურის თარიღის მოახლოებასთან ერთად, ამიტომ სასურველია, ტური დაიჯავშნოს დროულად
❗️დასაჯავშნად პირველ ეტაპზე ირიცხება 700 ლარი
❗️ავიაკომპანიის მხრიდან ხარვეზზე ან ცვლილებაზე ტურისტული კომპანია პასუხს არ აგებს
❗️საზღვრის კვეთისთვის საჭიროა საზღვარგარეთის პასპორტი 6 თვეზე მეტი ვადით.

დასაჯავშნად ან დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ პირადში, ან დაგვიკავშირდით:
595-41-22-35, მარიამი
599-41-08-35, ბაკური


You may also like the following events from GTG TOUR:

interested
Stay in the loop for updates and never miss a thing. Are you interested?
Yes
No

Ticket Info

To stay informed about ticket information or to know if tickets are not required, click the 'Notify me' button below.

Advertisement

Nearby Hotels

Italy, Rome., Via del Bufalo, 139, 00187 Roma RM, Italia,Rome, Italy

Just a heads up!

We have gathered all the information for you in one convenient spot, but please keep in mind that these are subject to change.We do our best to keep everything updated, but something might be out of sync. For the latest updates, always check the official event details by clicking the "Find Tickets" button.

Get updates and reminders

Host Details

GTG TOUR

GTG TOUR

Are you the host? Claim Event

Advertisement
რომი - ფლორენცია, 4 დღიანი ჯგუფური ტური!, 6 July
რომი - ფლორენცია, 4 დღიანი ჯგუფური ტური!
Sun, 06 Jul, 2025 at 03:45 am