„ასფიქსიაში დაბადებული ახალშობილის რეანიმაცია"
ტრენინგზე რეგისტრაცია დაიწყო!
ტრენინგი ჩატარდება ქუთაისში, ვიანის სასწავლო ცენტრში.
🎓კრედიტ ქულა: 12
📚პროგრამა განკუთვნილია სპეციალობებისთვის : "ანესთეზიოლოგია - რეანიმატოლოგია"; "მეანობა-გინეკოლოგია" და "ნეონატოლოგია"
📩 სარეგისტრაციო ფორმა 👉
https://forms.office.com/e/BdrHtD2CdF
👩🏻⚕️ ტრენინგს უძღვებიან:
ირინა წირქვაძე – ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის (PER) სამსახურის უფროსი - ამერიკის გულის ასოციაციის (AHA), ამერიკის ქირურგთა კოლეჯის (ACS), ევროპის რეანიმაციული საბჭოს (ERC) და PFCCS სერთიფიცირებული ტრენერი.
თამარ დაუსი - ვიანის საექთნო სწავლების დაგეგმვის და განვითარების კოორდინატორი, BLS, ACLS სერთიფიცირებული ტრენერი.
👉 „ასფიქსიაში დაბადებული ახალშობილის რეანიმაცია“ კურსის მიზანია მსმენელს შეასწავლოს ახალშობილის რეანიმაციის უსაფრთხო ალგორითმი, რომელიც ითვალისწინებს:
რეანიმაციის საჭიროების და/ან რისკების ამოცნობას და აუცილებელი ადამიანური და ტექნიკური რესურსების მობილიზაციას;
ასფიქსიაში დაბადებული ახალშობილის შეფასებას და საწყის რეანიმაციულ ღონისძიებებს;
გულ-ფილტვის რეანიმაციას პრიორიტეტების მიხედვით
მაღალი ხარისხის რეანიმაციისთვის საჭირო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს; გუნდურ მუშაობას; პოსტრეანიმაციულ მართვას და სტაბილიზაციას; დღენაკლი ახალშობილის რეანიმაციის თავისებურებებს და ზოგიერთი თანდაყოლილი პათოლოგიის საწყის მართვას.
ტრენინგის ფასია 270 ლარი.
მოქმედებს კორპორატიული ფასდაკლება, ფასდაკლების პირობების შესახებ ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.
ტელ: 593 163 697
You may also like the following events from ვიანის სასწავლო ცენტრი • Vian Education: