📣ტურისტული კომპანია "დი ჯი ელი" Dgl Tours 19-20 ივლისს გთავაზობთ ყველაზე შთამბეჭდავ და განსხვავებულ ორდღიან ტურს კოლხეთის დაბლობზე პალიასტომზე, მარტვილის კანიონზე და ჩანჩქერებზე!
ორდღიანი ტურის თანხა: 175 ლარი სასტუმროთი.
⭕️გზად გავივლით და მოვინახულებთ:
I დღე:
✔️მარტვილის კანიონი, ნავებით გასეირნება და დადიანების ბილიკი
✔️ოღუეშში აბჰესის ჩანჩქერი, იქვე მეგრული რესტორანია ფაცხებით, სადაც შეგიძლიათ ისადილოთ და მიირთვით საუკეთესო ელარჯი
✔️ბალდა, კაღუს ჩანჩქერი
✔️ სოფ. ბეთლემი "თოკების პარკი" 130 მეტრიანი ზიპლაინი
✔️"დედამოკა" (ორსულ დედას ნიშნავს და არსებობს ლეგენდა ქვად ქცეულ ორსულ ქალზე) სამკურნალო ცხელი გოგირდოვანი წყლები
✔️მდ. ტეხური, სადაც შეგიძლიათ იჭყუმპალაოთ
✔️განთავსება გაჭედილის საოჯახო სასტუმრო "ჩემპიონში" (3-4-5 ადგილიანი ნომრები)
II დღე:
✔️ 09:00 გასვლა ფოთის მიმართულებით
✔️კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი
✔️პალიასტომის ტბა
✔️საქართველოს ამაზონი მდ. ფიჩორი და პალიასტომის ტბა! 3 საათიანი გასეირნება პონტონით (20₾ ერთი პერსონა)
✔️მალთაყვა, დიდების მემორიალი
✔️ფოთის საკათედრო ტაძარი
✔️ფოთის შუქურა
➡️მარტვილის კანიონი:
•ბილეთი 6 წლამდე ბავშვებისთვის - უფასო
•ბილეთი არასწრულწლოვანებისთვის (6 წლიდან 18 წლამდე) - 5.50 ლარი;
•ბილეთი, საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტი პირებისთვის გარდა არასრულწლოვანებისა - 12.35 ლარი.
•სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, გარდა არასწრულწლოვანებისთვის 20 ლარი;
•მოსწავლეთა და სტუდენტთა ჯგუფის ვიზიტის დროს, ერთი სკოლის, კოლეჯის ან სასწავლო უნივერსიტეტის პედაგოგი - უფასო
•სანაოსნო ბილეთის ღირებულება - 20 ლარი (სანაოსნო მარშრუტით სარგებლობისათვის ვიზიტორის სიმაღლე უნდა აღემატებოდეს 1 მ-ს) სულ გიწევთ ზრდასრულ საქ. მოქალაქეს 33 ლარის გადახდა
⭕აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი პირობა:
➡️არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს ტრანსპორტში!(საღამოს მწვადაობისას დასაშვებია ალკოჰოლი ნორმის ფარგლებში და შეგიძლიათ წამოიღოთ)
➡️აუცილებელია სპორტული ან კომფორტული ფეხსაცმელი+გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, საწვიმარი და მოსაცმელი. მზისგან დამცავი საშუალებები.
➡️მდინარეზე ბანაობის მსურველებმა წამოიღეთ საცურაო კოსტიუმები!
➡️ვემორჩილებით გიდ-გამყოლს! მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე!
⭕️მგზავრობაში შედის:
➡️ მგზავრობა კომფორტული 20 ადგილიანი მიკროავტობუსით კონდიცირებით
➡️გამყოლი!
➡️განთავსება საოჯახო სასტუმროში ერთი ღამით (დილით ჩაი და ყავა უფასოდ)
⭕️ღირებულებაში არ შედის:
➡️კვება. ყველას მოგვაქვს გზისთვის სამყოფი საკვები ან ადგილზე ვაგვარებთ.
👉გასვლის დრო: - დილის 07:00 სთ.
დაბრუნება: 23:00 სთ
➡️გასვლის ადგილია: თბილისი. სასტუმრო რედისონი, ველოსიპედის ძეგლი!
ადგილების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით და მოგწერთ საბანკო ანგარიშის ნომრებს, რათა ჩარიცხოთ ტურის საფასური, აუცილებლად მიუთითეთ სახელი, გვარი, ტურის დასახელება და თარიღი . თუ ტურზე ვერ შეძლებთ წამოსვლას ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება! (თანხა ბრუნდება მხოლოდ, ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როცა იძულებულნი ვიქნებით ტური გავაუქმოთ. )
👉დაგვიკავშირდით ამ ნომრებზე:
📞597537979-თამარი WhatsApp
📞598181972-თამარი Viber
You may also like the following events from Dgl Tours:
- This Sunday, 29th June, 07:00 am, მარტვილის კანიონი, მონასტერი, სალხინო, აბჰესის ჩანჩქერი, უბისის მონასტერი, ერთდღიანი ტური in Poti
- Next Saturday, 5th July, 07:00 am, გომის მთა, შემოქმედი, ნაბეღლავი, ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი ორდღიანი ტური in Poti
- Next month, 18th July, 06:00 am, სომხეთის სრულიად განსხვავებული სამდღიანი ტური in Tabriz