🌿 ზაფხულის მიწურულს გეპატიჟებით ბალდაში — იქ, სადაც სიჩუმეც სუნთქვს.
სამეგრელოს გული, მარტვილთან ახლოს სოფელ ბალდაში ფეთქავს. ამ ადგილს იქ მცხოვრებნი ოდაბადეს(მეგრულად “დაბადების ადგილი”) ეძახიან, რადგან მათთვის ბალდა არა მხოლოდ ულამაზესი ბუნება, არამედ ის ადგილია, სადაც პირველად დაიწყეს სუნთქვა.
თუმცა, 600 დღეზე მეტია, რაც ბალდას ჩვენი დაცვა დასჭირდა, რადგან უნიკალურ ბუნებას საფრთხე ემუქრება.
შეგრძნებებს, რომელთაც ეს ადგილი გჩუქნის რთულია სიტყვებად აქციო, აბზაცებში ჩაატიო და ისე მიიტანო სხვა ადამიანების გულთან. ამიტომაც გეპატიჟებით ბალდაში, რათა თავად გამოსცადოთ მისი მრავალშრიანობა და ამავდროულად წარმოუდგენელი სიმსუბუქე — იქ, სადაც დრო ჩერდება და შენი შინაგანი მე პოვებს ნანატრ თავისუფლებას. ტყის მასივებში, კანიონთან ახლოს გატარებული დრო შეგახსენებთ, რომ სინამდვილეში ყველაზე მეტად ბუნებას შეუძლია დაგიცვას, მიგიღოს და თავის წიაღში ახლიდან გშვას.
🌞 3-დღიანი გასვლა ბალდაში
ამ პატარა მოგზაურობის მიზანია შეგვამზადოს სეზონის ცვლილებისთვის, შევიგრძნოთ საკუთარი თავი “აქ და ახლა”, მოვუსმინოთ სხეულს, ფიქრებს, დავუკავშირდეთ ბუნებას და ახალი ძალებით ავივსოთ.
რითი გავავსებთ ამ დღეებს?
✨ ბგერითი მოგზაურობით
🌬 ციგუნით
🧘♀️ იოგათი და მედიტაციით
🎨 არტ თერაპიით
🪻 სამკურნალო მცენარეების შესწავლით
💃 ცეკვით და სპონტანური გამოხატვით
და სხვა სიურპრიზებით…
ჩვენ შეხვედრებს უმსაპინძლებს მთებში ჩაფლული კოტეჯი ჯადოსნური ნაჰეის კანიონთან, რომელიც ერთდროულადა თავშესაფარიცაა და ენერგიის წყაროც.
📵 აქ შენ ნამდვილად გათიშავ სამყაროს ხმაურს – ტელეფონი მხოლოდ რამდენიმე წერტილში იჭერს. სრულად გათავისუფლდები ინფორმაციული გადატვირთვისგან.
🏡 განთავსება: კომფორტულ კოტეჯებში, 2-3 ადამიანთან ერთად.
🚿 სველი წერტილები – საზიარო და მოწესრიგებული.
🥗 კვება – ვეგანური და ვეგეტარიანული.
🚌 ტრანსპორტი – ფასში არ შედის. მონაწილეების რაოდენობიდან გამომდინარე დავგეგმავთ საუკეთესო ვარიანტს.
🏁 ღირებულება 375 ლარი (თანხაში შედის განთავსება, კვება, აქტივობები, ტრანსპორტირება ბალდადან ნაჰეიმდე)