📣 ტურისტული კომპანია Dgl Tours დი ჯი ელი 30-31 ივლისს, 1-2-3 აგვისტოს გთავაზობთ პირველად, სრულიად განსხვავებულ ხუთდღიან ტურს სვანეთში — მხეერის მთიდან დაწყებული უშგულამდე!
ფასი: 330 ლარი
👉 გაატარეთ დაუვიწყარი 5 დღე ჩვენთან ერთად!
ენდეთ ჩვენს მრავალწლიან გამოცდილებას — ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე!
2023 წელს კი ჩვენი რეკორდი იყო 39 წარმატებული სვანეთის ტური!
⭕ ტურის დეტალური პროგრამა:
I დღე:
✔️ გამგზავრება თბილისიდან დილის 06:30-ზე
✔️ გზად ვნახავთ მჩქეფარე ენგურის ხეობას და ენგურის კაშხალს
კაშხალში შესვლა – 6 ლარი
ინფორმაციული ტური – 20 ლარიდან
✔️ ჩანჩქერი
✔️ ჩასვლა მესტიაში, სასტუმროში დაბინავება
✔️ ჰეშკილის ქოხები, ულამაზესი პანორამა და ცნობილი საქანელა
✔️ გასეირნება ბეთქილის მჟავე წყალზე
II დღე:
✔️საბაგიროთი ასვლა ჰაწვალზე და ზურულდზე
✔️ უძველესი ლაღამის ეკლესია
✔️ გავუყვებით დოლრას ხეობას და მოვინახულებთ ბეჩო-მაზერის თემს
✔️მაზერის ტბა (შეგიძლიათ იჭყუმპალაოთ)
✔️სურვილისამებრ შეგიძლიათ ითევზაოთ, (თევზაობა ფასიანია)
✔️ პიკნიკი უშბის ძირას — ბუნებაში სვანური განტვირთვა
✔️საღამოს დაბრუნება მესტიის სასტუმროში
III დღე:
✔️ სოფ. ლატალი
✔️ ჯიპტური (დელიკებით) ლატალიდან მხეერის მთაზე ზ.დ. 2500მ-ზე ამ მთაზე მდებარეობს ევროპაში ყველაზე მაღალი მართლმადიდებლური ტაძარი - მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია. მას ფრესკა - „ამაღლება“ ამშვენებს, რომელიც XIV საუკუნით თარიღდება.
✔️ დაშვება ფეხით ჭალაის ხეობაში, ლაჰლას მყინვარისკენ
✔️ ულამაზესი ხედები, ალპური მდინარე და ხეობაში პიკნიკი
✔️ დაბრუნება მესტიის სასტუმროში
IV დღე:
✔️ პილიგრიმულ-შემეცნებითი ტური: ლენჯერი და ლატალი სადაც მოვინახულებთ და მოვილოცავთ ტაძრებს.
✔️ საღამოს ენგურის ხეობა, კოცონი,
✔️ შეხვედრა ადგილობრივ კოლორიტთან — ლეგენდები, ადათ-წესები და სვანური იდენტობა
V დღე:
✔️სოფ. კალა, სიყვარულის კოშკი
✔️სოფელი უშგული
✔️ჩაჟაშის თემი
✔️თამარის ზამთრის კოშკი
✔️ ჩაჟაშის თემში, კაფე XII საუკუნეში (სადაც თამარ მეფე ტრაპეზობდა) დავაგემოვნებთ სვანურ კერძებს
✔️უშგულის ლამარია - ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია - IX-X სს.
✔️ ზაგაროს უღელტეხილი
✔️ დაბრუნება თბილისში ქვემო სვანეთის ულამაზესი გზით.
⭕აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი პირობა:
• არ ვაბინძურებთ გარემოს ( არ ვყრით ნაგავს)!
• არ ვბილწვსიტყვაობთ! არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე!
• არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს ლაშქრობის დროს და ტრანსპორტში! (საღამოს ნებადართულია მცირე რაოდენობით მწვადაობისას და წამოიღეთ სასმელი სურვილისამებრ)
• ვემორჩილებით გიდ-გამყოლს! მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე!
• აუცილებელია სპორტული ფეხსაცმელი, გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, საწვიმარი და თბილი მოსაცმელი, ასევე სურვილისამებრ სალაშქრო ჯოხი!
⭕მგზავრობაში შედის:
➡️მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
➡️გიდი-გამყოლი
➡️განთავსება სასტუმროში მესტიის ცენტრში ოთხი ღამით 2 ადგილიან ნომრებში ინდივიდუალური სველი წერტილებით-ფენი, Wi-Fi
⭕ღირებულებაში არ შედის:
• კვება! ყველას
მოგვაქვს თუნდაც ერთი დღის არაფუჭებადი საკვები, დანარჩენ კვებას ადგილზე ვაგვარებთ .
• კურორტი ჰაწვალი და ზურულდის საბაგიროს თანხა: 25 ლარი. ჯგუფზე ფასდაკლებით 20 ლარი .
• ჯიპ ტური მხეერის მთაზე 50 ლარი
⭕️გასვლის დრო: - 06:30 წთ
👉გასვლის ადგილია: თბილისი. სასტუმრო რედისონი, ველოსიპედის ძეგლი!
➡️ადგილების დასაჯავშნად რამდენიმე დღით ადრე დაგვიკავშირდით და მოგწერთ საბანკო ანგარიშის ნომრებს, რათა ჩარიცხოთ პირველ ეტაპზე ტურის საფასური ბეს სახით მინიმუმ 50 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა ტურის დაწყებამდე 5 დღით ადრე. აუცილებლად მიუთითეთ სახელი, გვარი, ტურის დასახელება და თარიღი . თუ ტურზე ვერ შეძლებთ წამოსვლას ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება. (თანხა ბრუნდება მხოლოდ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ან როცა იძულებულნი ვიქნებით ტური გავაუქმოთ. )
👉დაგვიკავშირდით ამ ნომრებზე:
📞597537979-თამარი WhatsApp
📞598181972-თამარი Viber
#dgltours #discovergeorgialand #სვანეთი #ლატალი #უშგული #ხუთდღიანიტური #სვანურიამბები
You may also like the following events from Dgl Tours:
- Next Tuesday, 29th July, 08:00 am, შვიდი ტაძრის მომლოცველობითი ერთდღიანი ტური in Mtskheta
- Next Sunday, 3rd August, 06:30 am, მარტვილის კანიონი, მარტვილის მონასტერი, სალხინო, კაღუს და აბჰესის ჩანჩქერი, ერთდღიანი ტური in Poti
- Next month, 6th August, 05:00 am, სტამბოლი და პრინცის კუნძულები, ოთხდღიანი ტური in Tbilisi