ხუთდღიანი მოგზაურობა სვანეთის მთებში, სადაც ადამიანები ერთ სივრცეში ვიკრიბებით– იმისთვის, რომ დავუახლოვდეთ ბუნებას, ერთმანეთს, საკუთარ თავს, შინაგან სიჩუმეს და აღმოვაჩინოთ სვანეთში ჯერ კიდევ შემონახული მისტერიები.
დილით - მზესთან შეგებება, იოგა და მედიტაცია სუფთა ჰაერზე.
დღისით - სეირნობა ტყეში, მესტიისა და უშგულის დათვალიერება.
საღამოობით - კოცონი, ღრმა საუბრები, სიცილი და უბრალოდ ყოფნა – წარსულის გარეშე, დაძაბულობის გარეშე, ღიად და გულით.
რითრითი მიესადაგება ყველას, ვისაც იზიდავს სულიერი გზები, ღრმა კავშირები, ცნობიერი ცხოვრება და უბრალოდ ჯანსაღი გართობა.
📍 ლოკაცია: ჰეშკილის ქოხები, სვანეთი
📅 თარიღები: 5-9 სექტემბერი
💰 ღირებულება: 1080 ლარი
(ფასი მოიცავს ტრანსპორტს თბილისიდან და უკან, საცხოვრებელს ჰეშკილის ჯადოსნურ ქოხებში, დღეში 2-ჯერად ვეგეტარიანულ კვებას, შიდა ტურებს მესტიასა და უშგულში)
✨ რითრითს წარუძღვებიან:
– შივო რამადატა – მედიტაციისა და იოგას მასწავლებელი
– მათე მაყაშვილი – გადაცემა „სასწაულების ძიებაში“ წამყვანი
🧘 დილის პრაქტიკები – იოგა და მედიტაცია
🌄 დღის განმავლობაში – ექსკურსიები, ლაშქრობა, მუზეუმი
🔥 საღამოობით – კოცონი, ღრმა საუბრები, კითხვა-პასუხი, სატსანგი, ცეკვა-სიმღერა.
ეს დღეები არ იქნება უბრალოდ დასვენება – ეს იქნება სიახლოვის, გულწრფელობისა და სიღრმის საერთო სივრცე. რის შემდეგაც ახალი ძალებით, შთაგონებით და მოტივაციით დავუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრებას.
გელით გულით, აღმოაჩინე სასწაულები შინ და გარეთ!
📌 ადგილები შეზღუდულია, ამიტომ რეგისტრაციისთვის საჭიროა, რომ შეავსოთ ფორმა და წინასწარ ჩარიცხოთ თანხის ნაწილი 300 ლარის ოდენობით, ადგილის დასაჯავშნად, მეორე ნახევარი კი რითრითის უშუალო დაწყებამდე.
🍃 რეგისტრაციის ფორმის ლინკი:
https://forms.gle/9gigBxiCNEFk4if19
🏔️ საქ. ბანკის ანგარიში: GE61BG0000000584502991
🔥 TBC: GE30TB7045945064300018
🧘♂️ მიმღები: მათე მაყაშვილი
ტელ: 591707350
დიდი მადლობა!
გავერთოთ და განვვითარდეთ!