ზრუნვა, სიყვარული და გაზიარება… შემოქმედებითი პროცესის ამ სამ განუყოფელ კომპონენტს დაეყრდნო „ჩემი ბანაკის“ შექმნის იდეა, რომლის სრულყოფისთვის, მშობლებო, თქვენი ნდობა და ბავშვების სურვილიღა გვრჩება!..
🌲19-25 აგვისტოს, ერთად, სულ-სულ სიმწვანეში ჩაფლულ, ეკომეგობრულ „კურორტ ნუნისში“ ღიღინ-ღიღინით ჩავქროლდეთ და ერთად მოვყვეთ იქ განცდილ ამბებს: ცეკვა-თამაშით, წერით, არტთერაპიით, სპორტული აქტივობებით, კადრების აღბეჭდვით, ნუნისის ტყეში ხეტიალითა თუ უბრალოდ, სიჩუმითაც კი…🌲
☀️მაშ ასე:
სახელი: „ჩემი ბანაკი“
ასაკობრივი კატეგორია: 7-დან 14 წლამდე
თარიღი: 19-25 აგვისტო
ღირებულება: 900₾
ფასში შედის:
🚌უსაფრთხო ტრანსპორტირება
🛏️კომფორტული განთავსება;
🍽️3-ჯერადი კვება;
🎲მრავალფეროვანი პროგრამა.
🥾პროგრამა სპეციალურად მორგებულია ბანაკის მონაწილეთა ასაკობრივ კატეგორიაზე, თითოეული მათგანისთვის რომ ნაყოფიერ გამოცდილებად იქცეს.
🧘🏼♂️ 🎨დაგეგმილი აქტივობები გულისხმობს როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას, ემოციური ინტელექტის ამაღლებას, შემოქმედებითი უნარების გაღვიძებას, თვითგამოხატვას ვერბალურად, არავერბალურად, მოძრაობით, მღერით, ხატვით და სხვ. ეკოლოგიური ურთიერთობების წარმოებას, გუნდურობის შენებას, ერთიანობის განცდას.
🪬🪷ჩემი ბანაკი ნუნისში მიეძღვნება მოზარდებისთვის უსაფრთხო, ზრუნვითა და სიყვარულით სავსე გარემოში არაფორმალური განათლების მიცემას, რაც მათ საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენასა და პიროვნულ ზრდაში დაეხმარება.
🎁საჩუქარი „ჩემი ალბომისგან“ - ბანაკის მონაწილის ფოტოალბომი ინდივიდუალური და ჯგუფური ფოტოებითა და ინტერვიუთი. 🎁
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 10 აგვისტო. რეგისტრაცია დასრულებულად მიიჩნევა თანხის გადახდის შემდეგ 🙏
🏕️ სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ ფორმა 🏕️
https://forms.gle/bmMiMfNJpp2sa9xo7
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: 558915456