პირველი სკიმო რბოლა ბაკურიანში, 21 December | AllEvents

პირველი სკიმო რბოლა ბაკურიანში

საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია

Highlights

Sun, 21 Dec, 2025 at 09:00 am

ბაკურიანი

Advertisement

Date & Location

Sun, 21 Dec, 2025 at 09:00 am (GET)

ბაკურიანი

Mtskheta, Georgia

Save location for easier access

Only get lost while having fun, not on the road!

About the event

პირველი სკიმო რბოლა ბაკურიანში

სპორტსმენებსა და მოყვარულებს გეპატიჟებით საქართველოში მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის მიერ გამართულ პირველ სკიმო რბოლაზე

21 დეკემბერს, კოხტა-მიტარბის საბაგიროების მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდება ბაკურიანის თასი სკიმოს 2 ოლიმპიურ სახეობაში - ვერტიკალური და ინდივიდუალური რბოლა.

რბოლაში მონაწილეობის მიღება უფასოა და შეუძლია ყველა ასაკის მონაწილეს(18 წლამდე მონაწილეობის შემთხვევაში აუცილებელია მშობლის თანხმობა). იჩქარე - ადგილები შეზღუდულია.

დარეგისტრირდი - https://forms.gle/pDRT3jDogcwPuS7RA

⛷️ ვერტიკალური რბოლა - დისტანცია 2.7კმ ამაღლება 350 მეტრი!

▪️ სკიმო ვერტიკალური რბოლა არის მხოლოდ აღმართზე გასავლელი დისტანცია, სადაც მონაწილეები ადიან თხილამურებითა და ქამუსებით.

რბოლა სტარტს აიღებს კოხტას საბაგიროს ქვედა სადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან, გზა გადის ძირითად საბაგირო ტრასებზე. ფინიში მდებარეობს კოხტას საბაგიროს ზედა სადგურთან. მონაწილეებს შეზღუდული დრო (დაახლოებით 1,5 საათი) აქვთ დისტანციის დასასრულებლად.

⛷️ ინდივიდუალური რბოლა - დისტანცია 6.3 კმ, ამაღლება 650მ, დაშვება 650მ.

▪️ სკიმო ინდივიდუალური რბოლა წარმოადგენს კლასიკურ ფორმატს, სადაც მონაწილეებს უწევთ როგორც აღმართების, ისე დაღმართების გავლა მთის რელიეფზე. მარშრუტი მოიცავს რამდენიმე ასვლას, გარდამავალ მონაკვეთებსა და ჩამოსვლებს - რბოლა სტარტს აიღებს კოხტას საბაგიროს ქვედა სადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან, გზა გადის ძირითად საბაგირო ტრასებზე პირველი აღმართის შემდეგ არის პირველი ტრანზიციის ზონა, საიდანაც მონაწილეები დაეშვებიან მიტარბის ქვედა სადგურამდე. იქ ტრანზიციის შემდეგ ავლენ მიტარბის პირველი საბაგიროს სადგურამდე და დაბრუნდებიან ისევ კოხტას ტრასაზე, სადაც ტრანზიციის შემდეგ დაეშვებიან ფინიშისკენ, რომელიც მდებარეობს კოხტას საბაგიროს ქვედა სადგურთან.

ღონისძიების მიზანია ქვეყანაში სკიმოს პოპულარიზაციისა და ხელმისაწვდომობის გაზრდა, ასევე კლიმატური პირობებისა და არსებული ინფრასტრუქტურის ეფექტურად გამოყენება აღნიშნული სპორტით დაკავებული ადამიანებისთვის.


You may also like the following events from საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია:

interested
Stay in the loop for updates and never miss a thing. Are you interested?
Yes
No

Ticket Info

To stay informed about ticket information or to know if tickets are not required, click the 'Notify me' button below.

Advertisement

Nearby Hotels

ბაკურიანი, Mtskheta, Georgia
Get updates and reminders
Ask AI if this event suits you
Advertisement
პირველი სკიმო რბოლა ბაკურიანში, 21 December | AllEvents
პირველი სკიმო რბოლა ბაკურიანში
Sun, 21 Dec, 2025 at 09:00 am