გიწვევთ ერთიან მეგობრულ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება 2 ნოემბერს 13:00 დან ჭილის ტბისკენ მიმავალ გზაზე, ე.წ. მაგიდებთან.
🫵ღონისძიებაზე მოწვეულნი ხართ საქართველოს ყველა ოფროუდერი — თბილისიდან და რეგიონებიდან,
ყველა კლუბის, ფედერაციისა თუ ასოციაციის წევრი, ასევე ნებისმიერ ბრენდის 4x4 ავტომობილის მფლობელი.
🤝შეხვედრის მიზანია ოფროუდერების საზოგადოებაში მეგობრობის, ერთიანობისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა.
მოვისმინოთ ერთმანეთის საინტერესო ისტორიები გასვლებიდან, გავიზიაროთ ცოდნა და შთაბეჭდილებები,
დავათვალიეროთ ერთმანეთის ავტომობილები და გავიცნოთ ახალი მეგობრები.
🍖🍻🍺🥩თბილ, მეგობრულ ატმოსფეროში ერთად შევწვათ მწვადი, დავაგემოვნოთ ლუდი და ცეცხლის გარშემო მოვყვეთ სადაა კაი ტალახი და დაუძლეველი აღმართები, ან ვინ სად ვერ გაიარა ოპელით😁
შეკრების ადგილის ლოკაცია📍
https://maps.app.goo.gl/z42iwLLWY7tLCE6p9?g_st=ipc