ესპანეთი + პორტუგალია , ორი საოცარი ქვეყანა ერთ ტურში! 🇪🇸🇵🇹
პორტო-ლისაბონი-სინტრა-ბარსელონა! 🇪🇸🇵🇹
🔸მოგზაურობის პერიოდი: 22-29 ოქტომბერი! (8 დღე/7ღამე)
🔸ყველა ღამე სასტუმროში, არცერთი აეროპორტში, ფრენა ქუთაისიდან! 😌
მდიდარი კულტურა, ზღაპრული საკვები და ხმაურიანი ღამის ცხოვრება!
სამხრეთ ევროპაში, პირინეის ნახევარკუნძულზე მდებარე პორტუგალია და ესპანეთი კონტინენტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქვეყნებია თავისი იდეალური კლიმატის, ხელმისაწვდომი ფასებისა და განსაკუთრებული ღირსშესანიშნაობების გამო.
ტურის დეტალური აღწერა:
🔸დღე 1 / 22 ოქტომბერი :
🔰14:25 საათი, ფრენა ქუთაისიდან ბარსელონას მიმართულებით.
🔰17:30 საათი, (ადგილობრივი დროით) ჩაფრენა ბარსელონაში.
🔰ტრანსფერი და დაბინავება სასტუმროში.
🔰გასეირნება ღამის ბარსელონაში
🔸დღე 2 / 23 ოქტომბერი :
🔰საუზმე სასტუმროში.
🔰საგრადა ფამილია – წმინდა ოჯახი (La Sagrada Família)- ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობა, კათოლიკური ბაზილიკა დაპროექტებული კატალონიის არქიტექტორის, ანტონიო გაუდის მიერ.
🔰Placa de Catalunya - შეიძლება ეწოდოს მტრედების მოედანიც, რადგან აქ უამრავი მტრედი იყრის თავს.
🔰20:40 საათი, ფრენა ბარსელონადან ლისაბონის მიმართულებით.
🔰21:50 საათი, ჩაფრენა და დაბინავება ლისაბონში.
🔸დღე 3 / 24 ოქტომბერი
🔰საუზმე სასტუმროში.
🔰კომერსიოს მოედანი/Praça do Comércio- აქ მე-18 საუკუნის სვეტებს, ტრიუმფალურ თაღს და მეფის ქანდაკებას იხილავთ.
🔰რუა ავგუსტას თაღი- ტრიუმფალური თაღის მსგავსი ქვის ისტორიული ნაგებობა და ლისაბონის სავაჭრო მოედნის ღირსშესანიშნაობა, რომელიც 1755 წლის ლისაბონის მიწისძვრის შემდეგ ქალაქის აღდგენის საზეიმოდ აშენდა. მას ექვსი სვეტი აქვს (დაახლოებით 11 მ სიმაღლის), რომელთაგან თითოეული, სხვადასხვა ისტორიული პირის ქანდაკებებით არის დამშვენებული.
🔰სე კათედრალი/Sé Cathedral / ვინტაჟური ტრამვაი ნომერი 28E, ლისაბონის გამორჩეულ კათედრალთან მიგიყვანთ. ის პორტუგალიის პირველმა მეფემ, ალფონსო პირველმა ააგო. აქ ბევრი არქეოლოგიური ნეშტი ინახება. 🔰ტრამვაი ნომერი 28 აუცილებელი გამოცდილებაა ლისაბონის სტუმრებისთვის. ეს ყვითელი ვინტაჟური ტრანსპორტი წინა საუკუნეში გადაგაგდებთ და ქალაქის ვიწრო ქუჩებში გაგიძღვებათ.
🔰კარმო კონვენტი/Carmo Convent- ჩიადოს გამზირზე აუცილებლად მოგჭრით თვალს ღია ცის ქვეშ არსებული მაღალი სვეტები. შენობის ნანგრევებად ქცევა მიწისძვრამ გამოიწვია.
🔰საო ჟარჟის ციხესიმაგრე/São Jorge Castle- მავრიტანული მმართველობის ქვეშ აშენებული მე-11 საუკუნის ციხესიმაგრე, რომლიდანაც შესანიშნავი ხედი იშლება ქალაქზე.
🔰სანტა ჯუსტას ლიფტი-ეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ლიფტია. მისი არქიტექტორი გუსტავ ეიფელის მოსწავლე იყო და ლიფტის სტილს ფრანგული გავლენა მართლაც ეტყობა.
🔰Pink Street -საკულტო ვარდისფერი ქუჩა
🔰დაბინავება ისევ ლისაბონის სასტუმროში
🔸დღე 4 / 25 ოქტომბერი
🔰საუზმე სასტუმროში.
🔰დილით ადრე გამგზავრება სინტრაში.
🔰სინტრას სასახლე: შუა საუკუნეების ქალაქ სინტრაში, სადაც XV-XIX საუკუნეებში ცხოვრობდნენ პორტუგალიის მონარქები!
🔰პენის სასახლე:1840 წლიდან მეფეთა საზაფხულო რეზიდენციაა, მდებარეობს მაღალ კლდეზე, 270 ჰექტარზეა გაშლილი, საიდანაც თვალწარმტაცი ხედები იშლება.
🔰მუოროსის სასახლე/Castelo dos Mouros- იუნესკოს დაცულ ტერიტორიათა სიაში შესული ეს შუასაუკუნოვანი მავრიტანული სასახლე ქალაქზე ულამაზეს ხედს გვთავაზობს. კარგ ამინდში კი ატლანტის ოკეანესაც კი მოკრავთ თვალს.
🔰Ursa beach- სინტრასთან ახლოს მდებარე სანაპირო ატლანტის ოკეანეზე.
🔰ღამით დაბრუნება და დაბინავება ისევ ლისაბონში.
🔸დღე 5 / 26 ოქტომბერი
🔰საუზმე სასტუმროში,
🔰ბელემის კოშკი/Belém Tower- იუნესკოს დაცული ძეგლია იმ დამსახურების გამო, რომ ის პორტუგალიის ნაპირს აღმოჩენების ეპოქაში და მის შემდგომაც იცავდა. კოშკი ვიზიტორებს მისი არქიტექტურის და ისტორიული როლის გამო ხიბლავს.
🔰ჯერონიმოს მონასტერი/Jerónimos Monastery- როდესაც 1501 წელს, მეფე მანუელ პირველს პორტუგალიური ტრიუმფის აღნიშვნა სურდა, მან ამ მონასტრის აგება გადაწყვიტა. დღეს ის იუნესკოს დაცული ძეგლის სტატუსს ატარებს.
🔰25 აპრილის ხიდი/Ponte 25 de Abril- ლისაბონის ყველაზე საკულტო ხიდთან სელფის გადაღებით, ნებისმიერს დაარწმუნებთ, რომ სან ფრანცისკოში ხართ. 2.27 კილომეტრი სიგრძის ხიდი სწორედ ამერიკულმა კომპანიამ ააგო.
🔰ქრისტეს ქანდაკება- მართალია ის ლისაბონს არ ეკუთვნის, თუმცა ქალაქიდან მონუმენტამდე მოკლე მანძილი გაშორებთ. ის რიო დე ჟანეიროს ცნობილი ქრისტეს ქანდაკების შთაგონებით აშენდა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან რელიგიურ დატვირთვას ატარებს.
🔰ლისაბონის ოკეანარიუმი- ევროპის უდიდესი ოკეანარიუმი ლისაბონში დაგხვდებათ. (მოვინახულებთ მხოლოდ დროის ქონის შემთხვევაში)
🔰გამგზავრება ლისაბონიდან პორტოში და დაბინავება პორტოს სასტუმროში.
🔸დღე 6 / 27 ოქტომბერი , დღე 7, 28 ოქტომბერი:
🔰საუზმე სასტუმროში
🔰დომ ლუის I-ის ხიდი- გუსტავ ეიფელის მოწაფის მიერ აგებული ხიდი კონსტრუქციულად ძალიან ჰგავს ეიფელის კოშკს. ხიდის გადაკვეთა ორ სიმაღლეზეა შესაძლებელი. ქვედა ნაწილით იმ მხარეს მოხვდებით სადაც პორტოს ყველაზე ცნობილი ფერადი სანაპირო ხედი იშლება (Cais da Ribeira). ხოლო, ზედა ნაწილით ფუნიკულიორზე ახვალთ, საიდანაც ალბათ საუკეთესო რაკურსიდან დაინახავთ ქალაქს.
🔰რიბეირას კვარტალი- პორტოს ეს მიმზიდველი კვარტალი შედგება უძველესი ვიწრო ქუჩებისგან და თვალწარმტაცი ფერადი სახლებისგან. რიბეირას მოედნის გარშემო უამრავი ბარი, კაფე და რესტორანია მყუდრო ტერასებით.
🔰წიგნის მაღაზია: (Livraria Lello)- უძველესი წიგნის მაღაზია პორტუგალიაში, რომელიც მრავალი წელია შედის მსოფლიოს ულამაზესი წიგნის მაღაზიების ტოპ 5-ში. ფასადი და ინტერიერი შესრულებულია ნეო-გოთიკურ სტილში, დიდი რაოდენობით მცირე დეტალებით, რთული ჩუქურთმებითა და აყვავებულ დეკორაციით.
🔰Jardim do Morro - თუ მზის ჩასვლით დატკბობისთვის რომანტიკულ ადგილს ეძებთ, ვილა ნოვა დე გაიას მთაზე მდებარე პარკს მიაკითხეთ. აქ ტბა და ბევრი მცენარეა, რაც განსაკუთრებულ სიმყუდროვეს შეგიქმნით.
🔰ეკლესია: Igreja do Carmo - პორტოში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი არქიტექტურით მაინც ეს ეკლესია გამოირჩევა. მე-18 საუკუნეში აგებულ კათოლიკურ კათედრალს, ცისფერი და თეთრი აგურებით შექმნილი ულამაზესი კედელი ამშვენებს.
🔰სან-ბენტოს მატარებლის სადგური- სადგურის შენობა აშენდა ფრანგულ ნეოკლასიკურ სტილში და ამ ადგილის მთავარი გამორჩევა ინტერიერის გაფორმებაა.
კლერიგოს კოშკი- არის პორტოს კიდევ ერთი ცნობილი სიმბოლო. ამ სიმაღლის ნაგებობის დანახვა შესაძლებელია ქალაქის ნებისმიერი ადგილიდან, ამიტომ ის შესანიშნავი ღირსშესანიშნაობაა პორტოში ჩასული ტურისტებისთვის და გასულ საუკუნეებში ის ასევე ასრულებდა მეგზურს პორტოში ჩასული გემებისთვის.
🔰სამლოცველო Das Almas - ეს სამლოცველო ისე გამოიყურება, თითქოს ახლახან გადმოვიდა ცნობილი მხატვრის ნახატიდან, ლურჯი და თეთრი გამოსახულებები ასახავს მნიშვნელოვან სცენებს წმინდა ფრანცისკესა და ეკატერინეს ცხოვრებიდან, რომელთა საპატივსაცემოდ აღმართეს სამლოცველო.
🔰წმინდა ფრანცისკის ეკლესია- გაგაოცებთ მდიდრული და მდიდარი დეკორით – მაგალითად, ინტერიერის გასაფორმებლად გამოიყენეს 300 კილოგრამზე მეტი სუფთა ოქრო.
🔰18:35 საათზე გამოფრენა პორტოდან ბარსელონას მიმართულებით.
🔰21:25 საათზე ჩამოფრენა ბარსელონაში და დაბინავება ბარსელონას სასტუმროში.
🔸დღე 8 / 29 ოქტომბერი :
🔰საუზმე სასტუმროში.
🔰Casa Batllo-ანტონიო გაუდის შესანიშნავი ნამუშევარი, მოდერნისტული საოცრებაა, რომელიც აშენდა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში და დღეს ბარსელონას ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა.
🔰კასა მილა-Casa Batlló-დან ჩრდილოეთით მდებარე კასა მილა წარმოადგენს გაუდის მიერ დაპროექტებულ ბოლო კერძო რეზიდენციას.
🔰17:30 საათზე ფრენა ბარსელონადან ქუთაისის მიმართულებით.
🔰01:20 საათი, ჩამოსვლა ქუთაისში (30 ოქტომბრის გამთენიას)
ტურის ღირებულება- 2800 ლარი
✅ღირებულებაში შედის:
✅ორმხრივი ავიაბილეთები ქუთაისიდან (ქუთაისი-ბარსელონა-ქუთაისი)
✅შიდა ფრენები ( 2 ფრენა)
✅10კგ ხელბარგი (ზურგჩანთა!)
✅სასტუმროები:
ბარსელონაში 2 ღამით,
ლისაბონში 3 ღამით,
პორტოში 2 ღამით.
✅საუზმე ყველა სასტუმროში,
✅სამოგზაურო დაზღვევა,
✅ქართულენოვანი გამყოლი/გიდი,
✅ქალაქის მოსაკრებელი(City Tax).
✅ტრანსფერი ავტობუსით თბილისიდან ქუთაისამდე და უკან.
ღირებულებაში არ შედის:
❌მუზეუმების მოსაკრებელი -125€ (დამოკიდებულია იმაზე, თუ რას მოინახულებთ)
❌აეროპორტიდან ტრანსფერი , სულ 6 გზა-120€
❌ქალაქში გადაადგილება -საშუალოდ 70€-მდე
❌ტრანსფერი ლისაბონიდან პორტომდე- 30-35€
❌საუზმის გარდა დანარჩენი კვება.
❗️ გაითვალისწინეთ, რომ ტური არის უმეტესად საფეხმავლო, სანახაობრივად დატვირთული და არ მიეკუთვნება დასასვენებელი ტურების კატეგორიას!
❗️გაითვალისწინეთ, რომ ავიაბილეთის ფასები ცვალებადია, იზრდება ტურის თარიღის მოახლოებასთან ერთად, ამიტომ სასურველია, ტური დაიჯავშნოს დროულად
❗️ დასაჯავშნად პირველ ეტაპზე ირიცხება 800 ლარი
❗️ ავიაკომპანიის მხრიდან ხარვეზზე ან ფრენის დროების ცვლილებაზე ტურისტული კომპანია პასუხს არ აგებს.
❗️საზღვრის კვეთისთვის საჭიროა საზღვარგარეთის პასპორტი 6 თვეზე მეტი ვადით. არასრულწლოვნისთვის საჭიროა დაბადების მოწმობა+ საზღვარგარეთის პასპორტი(თუ დედა მოყვება),
+მინდობილობა ნოტარიულად დამოწმებული (თუ არცერთი მშობელი არ მოყვება)
დასაჯავშნად ან დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ პირადში, ან დაგვიკავშირდით:
595-41-22-35, მარიამი
599-41-08-35, ბაკური
You may also like the following events from GTG TOUR:
- This Friday, 20th June, 12:00 am, სუმელა-ტრაპიზონი-უზუნგოლი! 20-21-22 ივნისი in Trabzon
- Next month, 6th July, 03:45 am, რომი - ფლორენცია, 4 დღიანი ჯგუფური ტური! in Rome
- Next month, 9th July, 01:55 pm, რომი-ვატიკანი! 9-10-11-12 ივლისი in Rome