პეტრა/იორდანია - კვიპროსი! ჯგუფური ტური, 1 March

პეტრა/იორდანია - კვიპროსი! ჯგუფური ტური

GTG TOUR

Highlights

Sun, 01 Mar, 2026 at 05:45 am

Petra, Jordan

Advertisement

Date & Location

Sun, 01 Mar, 2026 at 05:45 am - Fri, 06 Mar, 2026 at 08:00 am (EEST)

Petra

الخزانة, البتراء, الأردن, Wadi Musa, Jordan

Save location for easier access

Only get lost while having fun, not on the road!

About the event

პეტრა/იორდანია - კვიპროსი! ჯგუფური ტური
იორდანია🇯🇴 კვიპროსი🇨🇾
ჯგუფური მოგზაურობა, განახლებული ფასებით და პროგრამით!

წითელი ზღვა, პეტრას მარადიული ტაძრები, მკვდარი ზღვის სიმშვიდე და მომაჯადოებელი ვარსკვლავები ვადი რამის უდაბნოში⛴️🏜🪨🕌⛪️🌊
და კიდევ არაერთი საინტერესო სანახაობა✌️

📌ტურის თარიღები:

1-2-3-4-5 მარტი

5-6-7-8-9 აპრილი

3-4-5-6-7 მაისი

📌ტურის ღირებულება-1190 ლარი (მხოლოდ პირველი 10 ადგილი!

5 დღიანი ჯგუფური მოგზაურობა აზია-ევროპა-აფრიკის გასაყარზე!
თანამედროვე და უძველესი ცივილიზაციის ნაზავი - 2 ქვეყანა და უამრავი ულამაზესი სანახაობა ერთ ტურში ‼

✅ლარნაკა
✅ხმელთაშუა ზღვა
✅პაფოსი
✅ამანი
✅მადაბა
✅მდინარე იორდანე
✅ნებოს მთა
✅მკვდარი ზღვა
✅წითელი ზღვა
✅პეტრა
✅ვადი რამი
✅აქაბა

📌ტურის დეტალური აღწერა:
დღე 1
🔰05:45 საათი, ფრენა ქუთაისიდან ლარნაკას მიმართულებით.
🔰06:00 საათი (ადგილობრივი დროით), ჩაფრენა ლარნაკაში.
🔰ლარნაკას ღირსშესანიშნაობები
🔰წმინდა ლაზარეს ეკლესია და საფლავი
🔰თავისუფალი დრო ლარნაკაში, გასეირნება პალმების ქუჩაზე
🔰ფრენა ამანის მიმართულებით და დაბინავება ამანის სასტუმროში.

დღე 2
🔰საუზმე სასტუმროში.
🔰გამგზავრება პეტრაში. მოვინახულებთ დაკარგულ ქალაქს, რომელიც მეოცე საუკუნეში ხელმეორედ იქნა აღმოჩენილი.
ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-3 საუკუნეში აშენებულ ელ-დეირის მონასტრამდე ფეხით ასვლა საოცარი გამოცდილებაა, თუმცა ასევე შესაძლებელია ვირებით ასვლაც.
აქ შეგიძლიათ ბედუინებისგან შეიძინოთ უნიკალური სუვენირები მისაღებ ფასად 🎁
🔰გამგზავრება ვადი რამში და ღამისთევა ბედუინების კარვებში. ვახშამი ტრადიციული კერძებით. ადგილი, სადაც შეიგრძნობთ ნამდვილ არაბულ ეგზოტიკას <3

დღე 3
🔰ულამაზესი მზის ამოსვლა უდაბნოში
🔰ვადი რამის უდაბნო - ქვიშაში ჩაკარგული ბედუინების ოაზისი. აქ გადაღებულია ფილმები: „მარსელი“, "ვარსკვლავური ომები", "პრომეთე" და "ტრანსფორმერები".
🔰3 საათიანი ჯიპ-ტური უდაბნოში
🔰კრუიზი წითელ ზღვაზე, აქაბას მონახულება
🔰გამგზავრება ამანში და დაბინავება ამანის სასტუმროში.

დღე 4
🔰საუზმე ამანის სასტუმროში.
🔰ამანის ციტადელი- უძველესი დასახლების ნაშთები, რომელიც ძირითადად თავდაცვითი ხასიათისა იყო. იგი მდებარეობს ქალაქის ზემოთ ბორცვზე. იქვე მდებარეობს უძველესი ბაზილიკის ნანგრევები.
🔰მადაბა-მოზაიკის ქალაქი.
🔰წმინდა გიორგის მართმადიდებლური ეკლესია, სადაც არის მე-6 საუკუნის მოზაიკური პალესტინის რუკა.
🔰ნებოს მთის და მონასტრის მონახულება - ეს ის წმინდა ადგილია, სადაც ბიბლიური მოსე ცხოვრობდა და აღესრულა 40 წელი, უდაბნოში ხეტიალის შემდეგ.
🔰შემდეგ გავემართებით მდინარე იორდანეზე, განვიბანებით იმ ადგილას, სადაც მაცხოვარი მოინათლა იოამე ნათლისმცემლის ხელით.
🔰მკვდარი ზღვა, სადაც შესაძლებლობა გექნებათ ჩაიტაროთ ორგანიზმისთვის სასარგებლო, მარილის და ტალახის უნიკალური თერაპიები.
🔰დაბინავება ამანის სასტუმროში.

დღე 5
🔰09:10 საათი, ფრენა ამანიდან პაფოსში.
🔰09:30 საათი, ჩაფრენა კვიპროსში და მზადება გამოსაფრენად.
🔰პაფოსის დათვალიერება
🔰20:15 საათი, ფრენა პაფოსიდან ერევნის მიმართულებით.
🔰00:25 საათი, ჩამოფრენა ერევანში და გამომგზავრება თბილისში.
🔰მე-6 დღის დილის 7-8 საათისთვის ჩამოსვლა თბილისში.

ღირებულებაში შედის:
🛫ავიაბილეთები:
ქუთაისი-ლარნაკა
პაფოსი-ამანი,
ამანი-პაფოსი,
პაფოსი-ერევანი.
🎒10 კგ ხელბარგი(ზურგჩანთა, 40/30/20 სმ!)
🏨სასტუმრო ამანში (3 ღამე )
🏨ღამისთევა ვადი რამის კარვებში (1 ღამე)
📌საუზმე, პროგრამაში მითითებული განრიგით.
🛻ტრანსფერი ჯიპებით ვადი რამის უდაბნოში
🙋🏻‍♂️ქართულენოვანი გამყოლი
🙋🏻‍♂️ადგილობრივი გიდი
➡️სამოგზაურო დაზღვევა
➡️სავიზო მომსახურება
➡️CITY TAX , ქალაქის ცვეთის მოსაკრებელი

ღირებულებაში არ შედის:
❌ჯორდან პასი (იორდანიის ვიზა, პეტრას ბილეთი, ვადი რამის ბილეთი და ამანის ციტადელის ბილეთი + ქრისტეს ნათლობის ადგილის ბილეთი + ნებოს მთის ბილეთი) - 350 ლარი
❌შიდა ტრანსფერი -გვემსახურება ავტობუსი ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე (საშუალოდ 200-220 ევრო, დამოკიდებულია ჯგუფის მოცულობაზე)
❌ბედუინური საღამო ვახშმით-45 დინარი
❌ტრანსფერი ქუთაისამდე და ერევნიდან - 100 ლარი
❌დანარჩენი კვება

📌 ტურის ღირებულება ცვალებადია, ავიაბილეთების ფასიდან გამომდინარე, დაჯავშნამდე დააზუსტეთ ჩვენს ოპერატორთან.
📌 ავიაკომპანიის მხრიდან ცვლილებაზე/ხარვეზზე ტურისტული კომპანია არ აგებს პასუხს.

დეტალებზე ან დასაჯავშნად მოგვწერეთ პირადში, ან დაგვიკავშირდით:
595 41 22 35, მარიამი
599 41 08 35, ბაკური


You may also like the following events from GTG TOUR:

interested
Stay in the loop for updates and never miss a thing. Are you interested?
Yes
No

Ticket Info

To stay informed about ticket information or to know if tickets are not required, click the 'Notify me' button below.

Advertisement

Nearby Hotels

Petra, Jordan, الخزانة, البتراء, الأردن, Wadi Musa, Jordan
Get updates and reminders
Ask AI if this event suits you

Host Details

GTG TOUR

GTG TOUR

Are you the host? Claim Event

Advertisement
პეტრა/იორდანია - კვიპროსი! ჯგუფური ტური, 1 March
პეტრა/იორდანია - კვიპროსი! ჯგუფური ტური
Sun, 01 Mar, 2026 at 05:45 am