შაბათს
🗓 27 სექტემბერს
⏰13:00 საათზე
🎭 სპექტაკლი: ,,ელისი საოცრებათა ქვეყანაში”
რეჟისორი: ირაკლი კიკვაძე
/ლუის კეროლის მიხედვით/
ინსცენირების ავტორი - ირაკლი კიკვაძე
კომპოზიტორი - სანდრო ნიკოლაძე
მხატვარი - გიორგი გოგიტიძე
რეჟისორის თანაშემწე - ნანა თოლორდავა
მონაწილეობენ:
სალომე ცაგურია
ვანო მაღლაკელიძე
ალექსანდრე გაბაიძე
მინდია ჩოხარაძე
სოფიო ცინცაძე
ლევან მიდილიში
—-
✍🏻ანოტაცია:
,,ლუის კეროლის „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“ ყველა დროის გამორჩეული ნაწარმოებია. მის მიმართ ინტერესი არ ქრება, იზრდება კიდეც.
ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სცენაზე სრულიად ახალი, განსხვავებული ინტერპრეტაციით გათამაშდება. ელისი იაპონელი თინეიჯერი გოგონაა, რომელიც ერთ დღესაც ხელოვნურ ინტელექტთან საუბრისას აღმოაჩენს, რომ დაიღალა და ბავშვობაში სურს დაბრუნება. სწორედ აქედან იწყება ახალგაზრდა ელისის თავგადასავალი. ამბის გმირებთან შეხვედრის დროს ელისს იმედები უცრუვდება, რადგან მოზარდ გოგონას ვერავინ სცნობს და ყველა მიანიშნებს მასში არსებულ ერთსა და იმავე პრობლემაზე. ელისი იწყებს ამ პრობლემაზე ფიქრს და საბოლოოდ აღმოაჩენს, რომ თავად არის შეცვლილი.
სპექტაკლში გამოყენებული სხვადასხვა ტიპის თოჯინა ქმნის განსხვავებულ და შთამბეჭდავ წარმოდგენას. ორიგინალური მუსიკა, ტექსტის თანამედროვე ინტერპრეტაცია და მსახიობების ოსტატობა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და გვიხატავს სამყაროს, სადაც მაყურებელი ელისთან ერთად მოგზაურობს საოცრებათა ქვეყანაში.
სპექტაკლი გვესაუბრება და გვაფიქრებს ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორებიცაა: მოზარდობის ასაკობრივი თავისებურება, სამყაროს აღქმა - შემეცნება, საკუთარი თავის ძიება და აღმოჩენა.”
სარეკომენდაციო ასაკი: 8+
ხანგრძლივობა: 40 წთ
🎟 ბილეთის ფასი: 7 ლარი
ℹ️ ბილეთის შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროში, და ონლაინ - ბილეთები. ჯის საშუალებით.
📣 ბილეთებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის:
📞 ადმინისტრატორი: +995 599 007 490
📞 მარკეტინგის მენეჯერი: +995 591 71 71 51
📞 თეატრის სალარო: + 995 577 126 554
#ელისი_საოცრებათა_ქვეყანაში #ირაკლი_კიკვაძე
#89_ე_თეატრალური_სეზონი
#ბათუმის_თოჯინებისა_და_მოზარდ_მაყურებელთა_პროფესიული_სახელმწიფო_თეატრი