21 ივნისს - Mono Hall ბათუმი - ქართველი მსმენელისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მუსიკოსისა და ჯგუფის - ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფი 33ა-ს კონცერტს უმასპინძლებს. შემოგვიერთდით ყველა, ვისაც ჭეშმარიტად ქართული მუსიკა გიყვართ.
ნიაზ დიასამიძეს ბევრი სხვადასხვა რამე ერთნაირად კარგად გამოსდის - მუსიკისა და ტექსტის წერის გარდა ხატავს, ღვინოს აყენებს, ხალხურ ინსტრუმენტებს აკეთებს, ავეჯის შეკეთებაც შეუძლია და, კიდევ, ვინ იცის რამდენი რამე.
მუსიკაც ეგეთი აქვს - ბევრი სხვადასხვა რამის ცოდნითა და სიყვარულით შექმნილი. შესაძლოა უცნაური შერწყმაა - რეგეის, როკის, ხალხური მუსიკის, ბოშური სიმღერების ნაზავი თბილისურ მუსიკასთან - ამ ტერმინის ძალიან ფართო გაგებით - დუდუკებიდან ოთარ რამიშვილამდე. ზოგჯერ ეს კომპონენტები სულაც ერთ სიმღერაში არის ხოლმე წარმოდგენილი.
პროცესში მუდმივმა ძიებამ და შემოქმედებითმა გულწრფელობამ თავისი როლი ითამაშა ბენდის პოპულარობაში - „33ა“ ხომ უკვე კარგა 25 წელზე მეტია, რაც საქართველოს უპირველეს ჯგუფებში მოიაზრება. აქვე ისიც უნდა ვახსენოთ, რომ „33ა“ მარტო ნიაზი არ არის. მასთან ერთად არიან ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკოსები, რომელთა გარეშეც ბენდის მუსიკა სულ სხვაგვარი იქნებოდა.
------
21:00 - კარის გახსნა
23:00 - კონცერტის დასაწყისი
------
🎟 ბილეთის შეძენა:
https://biletebi.ge/mono-hall-batumi/niaz-diasamidze-batumi
♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 16+
📲 მაგიდების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 𝟱𝟵𝟯 𝟵𝟳𝟮 𝟵𝟮𝟵
📍 ლოკაცია: Mono Hall Batumi
-
-
-
On June 21 – It’s a huge pleasure for us to host – Niaz Diasamidze & 33A concert at Mono Hall Batumi.
Niaz Diasamidze is a Georgian musician, singer, songwriter, calligrapher and actor, also known as the lead vocalist and a founder member of the band “33a”. His unique musical discoveries allow you to travel through the infinite world of folk and folk-rock music.
------
21:00 – The Doors Open
23:00 – Niaz Diasamidze & 33A
------
🎟 Buy Tickets:
https://biletebi.ge/mono-hall-batumi/niaz-diasamidze-batumi
♀♂ Age Control 16+
📲 𝗙𝗼𝗿 𝗧𝗮𝗯𝗹𝗲 𝗥𝗲𝘀𝗲𝗿𝘃𝗮𝘁𝗶𝗼𝗻 𝗣𝗹𝗲𝗮𝘀𝗲 𝗖𝗮𝗹𝗹: 𝟱𝟵𝟯 𝟵𝟳𝟮 𝟵𝟮𝟵
📍 Location: Mono Hall Batumi
-
-
-
You may also like the following events from MONO HALL Batumi:
Also check out other
Music events in Batumi,
Entertainment events in Batumi,
Concerts in Batumi.