საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემია GNAEB 8 ივნისს ახორციელებს რეგიონულ კონფერენციას მასწავლებლებისთვის აჭარაში - ქალაქ ბათუმში
აჭარის რეგიონული კონფერენცია მასწავლებლებისთვის :
საკონფერენციო თემა - „მომავლის განათლება : ხელოვნური ინტელექტი და ტექნოლოგიების როლი თანამედროვე სკოლაში“
✅ რეგიონული კონფერენცია ჩატარდება 8 ივნისს - ბათუმში - ბათუმის ტექნოპარკში.
✅ კონფერენციის მომხსენებლებისა და დამსწრეების შესახებ საიმიჯო პოსტერი გამოქვეყნდება წინასწარ. (რა თქმა უნდა , მონაწილეების თანხმობის საფუძველზე ).
✅ რეგიონული კონფერენცია ხორციელდება მასწავლებლების პროფესიული წინსვლის პროგრამის ფარგლებში.
✅ კონფერენციაში ჩართვის უფლება აქვს ყველა სტატუსის მქონე პედაგოგს საქართველოს მასშტაბით.
✅ კონფერენციის პრეზენტატორები და დამსწრე მონაწილეები მიიღებენ ორენოვან სერტიფიკატებს.
✅ კონფერენციის ორგანიზატორია საქართველოს განათლებისა და ბიზანესის ეროვნული აკადემია.
🔹 კონფერენციის სამუშაო ენა : ქართული.
✅ კონფერენციაზე მოწვეულნი იქნებიან საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები /ხელმძღვანელები; ცნობილი ტრენერები, სკოლის დირექტორები და უნივერსიტეტებიდან მოწვეული ლექტორები და უნივერსიტეტის კურსდამთავრდებულები.
⭕✅დამსწრეებისთვის გაიცემა დასწრების ორენოვანი სერტიფიკატი , ხოლო მომხსენებლებისთვის , მომხსენებლის ორენოვანი სერტიფიკატი.
⭕ დამსწრე პედაგოგებისთვის / დაინტერესებული პირებისთვის დასწრების საფასური შეადგენს 55 ლარს.
(პროექტი ითვალისწინებს შესვენების ნაწილს).
✅დამსწრეებს რეგისტრაცია შეუძლიათ განახორციელონ 5 მაისის 00:00 საათის ჩათვლით.
✅ იხილეთ სარეგიტრაციო ბმული -
https://docs.google.com/forms/d/1E5EesETzo8_DlROe4ipT2QfK4sPrcqCgQuzZN08Y5k8/edit
⭕ რეგისტრაციის შემდგომ , დამსწრეებს გაეგზავნებათ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გადახდის რეკვიზიტები.
🔷 კონფერენცია განხორციელდება - 10:00 -15:00 საათის ჩათვლით.
✅ კონფერენციის პრიორიტეტული საკითხები :
კონფერენციის თემები:I. ხელოვნური ინტელექტი განათლებაში
AI როგორც პერსონალიზებული სწავლების ინსტრუმენტი
- როგორ ეხმარება ხელოვნური ინტელექტი მასწავლებლებს ინდივიდუალური სწავლის მხარდაჭერაში?
ჩატბოტები და ვირტუალური ასისტენტები სასწავლო პროცესში
- პრაქტიკული გამოყენება, ეფექტურობა და ხელმისაწვდომი რესურსები.
AI შეფასებისა და უკუკავშირის გაუმჯობესებაში
- როგორ აადვილებს და აუმჯობესებს AI შეფასების პროცესს?
ეთიკური გამოწვევები განათლებაში AI-ის გამოყენებისას
- მონაცემთა უსაფრთხოება, კონფიდენციალურობა და პასუხისმგებლობა.
AI და კრიტიკული აზროვნება
- როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს ინფორმაციის ანალიზსა და შეფასებაში?
II. განათლების ციფრული ტრანსფორმაცია და ტექნოლოგიური ტრენდები
ციფრული ტრანსფორმაცია სკოლებში
- წარმატებული მაგალითები, გამოწვევები და სკოლების გამოცდილება.
ონლაინ პლატფორმები და ჰიბრიდული სწავლება
- როგორ დავნერგოთ ტექნოლოგიები სწავლა-სწავლების პროცესში?
ვირტუალური (VR) და გაფართოებული რეალობა (AR)
- ინტერაქტიული გაკვეთილების დაგეგმვა და განხორციელება.
გეიმიფიკაცია განათლებაში
- თამაშებზე დაფუძნებული სწავლების გავლენა მოტივაციასა და ჩართულობაზე.
ტექნოლოგიების ბალანსი სასწავლო პროცესში
- როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი ზღვარი ციფრულ სამყაროსთან?
III. STEAM განათლება და ინოვაციური მიდგომები
რა არის STEAM და რატომ არის მნიშვნელოვანი?
- მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, ხელოვნება და მათემატიკა.
პრაქტიკული STEAM პროექტები სკოლაში
- წარმატებული მაგალითები და რესურსები.
მასწავლებლის როლი STEAM განათლების ხელშეწყობაში
- როგორ გავზარდოთ მასწავლებელთა ჩართულობა და კომპეტენცია?
კოდინგი და პროგრამირება მოსწავლეებისთვის
- რატომ არის საჭირო და როგორ დავიწყოთ?
IV. მედია, სოციალური ქსელები და ციფრული წიგნიერება
ციფრული წიგნიერება და მედია განათლება
- როგორ დავიცვათ მოსწავლეები დეზინფორმაციისა და მავნე კონტენტისგან?
სოციალური მედია განათლებაში: შესაძლებლობები და რისკები
- უნდა დავუშვათ თუ არა სკოლაში სოციალური ქსელების გამოყენება?
სოციალური ქსელები და თვითრეგულაცია მოსწავლეებში
- TikTok, Instagram, YouTube – გამოყენება საგანმანათლებლო მიზნებისთვის
🔹 კონფერენციის ეტაპები მომხსენებლებისთვის:
1 ) მომხსენებლებმა უნდა წარმოადგინოს შერჩეული თემა და შესაბამისი მოხსენება ვორდის დოკუმენტით, პრეზენტაციასთან (Power Point) ერთად , დოკუმენტების გამოგზავნასთან ერთად უნდა მოგვწეროს საკონტაქტო ნომერი. რეგისტრაციის შემდეგ რამდენიმე დღეში, საკონფერენციო თემა შეფასდება სპეციალურად მოწვეული კომისიის მიერ .
შეფასების შემდეგ, დაკავშირება მოხდება შერჩეულ მონაწილეებთან, კონკურსში გამოიკვეთება საუკეთესო ნაშრომები,რომელთა პრეზენტაციების წარმოდგენაც მოხდება 8 ივნისს.
პრეზენტაციის და ვორდის დოკუმენტის გამოგზავნის დედლაინია 10 მაისი - 00:00 საათი,
ჩვენს ოფიციალურ ელ-ფოსტაზე :
aW5mbyAhIG5hdGlvbmFsICEgYWNhZGVteTQgfCBnbWFpbCAhIGNvbQ==
გაითვალისწინეთ, კომისიის მიერ ხდება საუკეთესო ნაშრომების გამოვლენა., დაკავშირება ხდება მხოლოდ შერჩეულ მონაწილეებთან.
სლაიდების რაოდენობა - 15-20 სლაიდი; ვორდის დოკუმეტი - მინიმუმ 4 გვერდი.
ერთი მომხსენებლისთვის განკუთვნილი დრო. - 10 წუთი (2 წუთი კითხვა-პასუხი).
✅ პროექტის პარტნიორები არიან : განათლების საერთაშორისო აკადემია IAE და ინკლუზიური განათლების ინსტიტუტი.
✅კონფერენცია ეტაპობრივად პირდაპირ ეთერში გაშუქდება პლატფორმა ფეისბუქის საშუალებით.
✅ მასწავლებელთა კონფერეცნიის ბოლოს გათვალისწინებულია დაჯილდოვების ცერემონიალი და დაგეგმილია საიმიჯო ფოტოსესია.
✅ ყველა საიმიჯო ფოტო და ვიდეო აიტვირთება ორგანიზაციის გვერდზე. .
✅ იხილეთ ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროგრამების ფოტო-ალბომები შემდეგ ლინკზე :
https://www.facebook.com/profile.php?id=100063480851798&sk=photos_albums
✅ შემოუერთდით ჩვენს ოფიციალურ ჯგუფს facebook გვერდზე -
https://www.facebook.com/groups/394233115160766
GNAEB თითოეულ მასწავლებელს უსურვებს წარმატებას და კარიერულ წინსვლას!
⬇ დამატებითი კითხვების შემთ ხვევაში დაგვიკავშირდით
📞 598 50 39 93
დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის შემდეგ გამოგეგზავნებათ ელ-ფოსტაზე.
You may also like the following events from საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემია: