პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო პროგრამა გეშტალტთერაპევტებისთვის, 2 July

პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო პროგრამა გეშტალტთერაპევტებისთვის

Caucasus Institute of Gestalt Therapy and Family Psychotherapy (CIGTFP)

Highlights

Wed, 02 Jul, 2025 at 09:30 am

Caucasus Institute of Gestalt Therapy and Family Psychotherapy (CIGTFP)

Advertisement

Date & Location

Wed, 02 Jul, 2025 at 09:30 am - Sun, 06 Jul, 2025 at 06:00 pm (AST)

Caucasus Institute of Gestalt Therapy and Family Psychotherapy (CIGTFP)

Arbil, Iraq

Save location for easier access

Only get lost while having fun, not on the road!

About the event

პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო პროგრამა გეშტალტთერაპევტებისთვის
პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო პროგრამა გეშტალტთერაპევტებისთვის

„აწმყო მომავლისთვის“ გეშტალტთერაპიაში
განვითარება და ფსიქოპათოლოგია ველის პერსპექტივით


გიწვევთ დიპლომირებულ გეშტალტთერაპევტებს გაიღრმავოთ თქვენი პროფესიული ცოდნა, გააუმჯობესოთ ფსიქოთერაპიული ოსტატობა, აიმაღლოთ კვალიფიკაცია და შეუერთდეთ მსოფლიო გეშტალტთერაპვტთა საზოგადოებას.

სამწლიანი გაფართოებული სასწავლო ტრენინგ-პროგრამა გეშტალტთერაპევტებისთვის


პროგრამის ხელძღვანელი, დირექტორი და სუპერვიზორი - მარგარიტა სპანოლო-ლობი(იტალია)


პროგრამის ხელმძღვანელი, დირექტორი, იდეის ავტორი და ორგანიზატორი - სოფია ვერულაშვილი(საქართველო)

POST GRADUATE ADVANCED TRAINING PROGRAM

The Now for Next in Gestalt Therapy
Development and Psychopathology in a Field Perspective


ორგანიზატორები:
კავკასიის გეშტალტთთერაპიის და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტი(თბილისი, ბაქო, ერევანი)
იტალიის გეშტალტის ინსტიტუტი(სირაკუზა, პალერმო, მილანი)

პროგრამა უნიკალურია და ტარგება მხოლოდ ჩვენთან საქართველოში! ამ პროფრამუს პირველმა ჯგუფმა წარმატებით დაასრულა პროგრამა 2023 წლის დეკემბერში. პროგრამის მეორე ჯგუფმი წარმატებით მუშაობს უკვე ორი წელია და სწავლას ასრულებს 2025 წლის აპრილში. ეხლა კომპლექტდება ამ უნიკალური პროგრამის მესამე ჯგუფი!

ჩატარების ადგილი:
საქართველო, თბილისი
კავკასიის გეშტალტთერაპიის და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტი

პროგრამა საერთაშორისოა მასში ჩართული არიან გეშტალტთერაპევტები სხვადასხვა ქვეყნიდან. კერძოდ: საქართველოდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ბელორუსიიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, მოლდოვეთიდან და ა შ

თანმიმდევრული თარგმანი - ევროპის გეშტალტთერაპევტთა სოციაციის აკრედიტირებული თერპევტი და სუპერვიზორი - ანასტასია კუდრიცკაია (ბელორუსი)


პროგრამა ტარდება იტალიურ-რუსულ ენაზე
საკურსო და სადიპლომო ნაშრომი საჭიროა წარმოდგენილ იქნას ასევე ინგლისურ ენაზე.

პროგრამას ჰყავს სამი ასისტენტი რომლებიც არიან ევროპული აკრეტიდაციის მქონე გეშტალტთერაპევტები

სწავლების დრო: 2025 - 2027

მხოლოდ 12 ხუთდღიანი სემინარი, წელიწადში 4 სემინარი

ვისთვისაა ეს პროგრამა:
ნებისმიერი გეშტალტთერაპევტი ვისაც აქვს ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების, მედიცინის ან ფსიქოლოგიის ბაკალავრის, მაგისტრის ან დოქტორის აკადემიური ხარისხი. ასევე, აუცილებელია გეშტალტთერაპიის მეორე, უმჯობესია მესამე საფეხურის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი ან სერტიფიკატი.
უპირატესობა ენიჭება ვისაც აქვს ფსიქოლოგიაში დოქტორის სამეცნიერო ხარისხი, გეშტალტთერაპიის მესამე საფეხურის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი და ევროპის გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის აკრედიტაცია.

სასწავლო პროგრამა:

სემინარი 1 (თბილისი)
🗓 2-6 ივლისი, 2025წ.
👤 სილვია ტოზი, ფაბიოლა მაჯო
🔸 სელფის თეორია გეშტალტში
🔸 ველში კონტაქტის დამყარების და შეწყვეტის გამოცდილება
🔸 ფსიქოპათოლოგიის კონცეფცია გეშტალტთერაპიაში: ნევროტული, ფსიქოტური, მოსაზღვრე, ტრავმატული გამოცდილებები და მათი ველი.

სემინარი 2 (თბილისი)
👤 სალვო გრეკო, ლენია ბალდაჩინო
🗓 24-28 სექტემბერი, 2025წ.
🔸 ფენომენოლოგიური ჩართვა ფსიქოთერაპიაში
🔸 ველის გაცნობიერება: ესთეტიკური ურთიერთობითი ცოდნა
🔸 ველის პერსპექტივით მუშაობა


სემინარი 3 (თბილისი)
👤 სილვია ტოსი და ფაბიოლა მაჯო
🗓 26 - 30 ნოემბერი, 2025წ.
🔸 განვითარება და დომენების პოლიფონიური განვითარების ასპექტები
🔸 გეშტალტთერაპია ბავშვებთან
🔸 ცეკვის ნაბიჯები

სემინარი 4 (თბილისი)
👤 ალესია რეპოსსი და სილვია ტოსი
🗓 28 იანვარი - 1 თებერვალი, 2026წ.
🔸 "აწმყო მომავლის“ პრინციპი ოჯახებთან მუშაობის დროს
🔸 მშობლობის ესთეტიკური მოდელი
🔸 მოზარდებთან მუშაობა გეშტალტთერაპიაში.
🔸 გამოცდა: კითხვარი თეორიასა და მეთოდოლოგიაში

სემინარი 5 (თბილისი)
👤 მარგჰერიტა სპანოლო ლობბი და პიეტრო კავალერი
🗓 15-19 აპრილი, 2026წ.
🔸 „აწმყო მომავლისთვის“ პრინციპი წყვილებთან მუშაობაში


სემინარი 6 (თბილისი)
👤 მიქელე კანნავო და როზანნა მილიტელლო
🗓 17-21 ივნისი, 2026წ.
🔸 სხეულებრივი გამოცდილება
🔸 ფსიქოსომატური ტანჯვა
🔸 ადრეულ ბავშვობის ტრავმული გამოცდილება


სემინარი 7 (თბილისი)
👤 ჯუზეპე მირონე და სილვია ალაიმო
🗓 23-27 სექტემბერი, 2026წ.
🔸 სექსუალურობის დარღვევები
🔸 კვებითი დარღვევები

სემინარი 8 (თბილისი)
👤 ჯანკარლო პინტუსი და ვალერია რუბინო
🗓 25 - 29 ნოემბერი, 2026წ.
🔸 ნარცისიზმი
🔸 მოსაზღვრე და პიროვნული დარღვევები
🔸 გამოცდა - სესიის წერილობითი სიტყვასიტყვით აღწერა


სემინარი 9 (თბილისი)
👤 ვალერია რუბინო და მიქელე კანნავო
🗓 10-14 თებერვალი, 2027წ.

🔸 დისოციაცია და პოსტ ტრამვული სტრესული აშლილობა PTSD
🔸 ფსიქოზი
🔸 ობსესიურ-კომპულსიური დარღვევები
🔸 დეპრესია

სემინარი 10 (თბილისი)
👤 ჯანკალო პინტუსი და როზანნა ბიასი
🗓 14-18 აპრილი, 2027წ.
🔸 ადიქციები
🔸 შფოთვითი აშლილობები
🔸 პანიკური შეტევები


სემინარი 11 (თბილისი)
👤 ფრანჩესკო ლოტტა და სუსანნა მაროტტა
🗓 9-13 ივნისი, 2027წ.
🔸 „აწმყო მომავლის“ პრინციპი ჯგუფურ ფსიქოთერაპიაში მუშაობის დროს
🔸 ეთიკური პრინციპები ფსიქოთერაპიასა და სუპერვიზიაში

სემინარი 12 (თბილისი)
👤 მარგჰერიტა სპანუოლო ლობბი და ფაბიოლა მაჯო
🗓 22-26 სექტემბერი, 2027წ.
🔸 თითოეული მონაწილის შემოქმედებითი სტილი: სუპერვიზია

გამოცდა - თერაპიის აღწერა(ესთეტიკურად და ფენომენოლოგიურად) რომელიც გრძელდებოდა მინიმუმ რვა სესია.


გამოცდები:
3 წლის განმავლობაში მონაწილეები ჩააბარებენ გამოცდებს.

პირველ წელს (მეოთხე სემინარი) უპასუხებენ კითხვარებს გეშტალტთერაპიის თეორიასა და მეთოდოლოგიაში.

მერვე სემინარზე ისინი წარმოადგენენ ერთი სესიის სიტყვასიტყვით წერილობით ჩანაწერს.

მესამე წელს (მეთორმეტე სემინარი) მონაწილეები წარმოადგენენ თერაპიის აღწერას (ესთეტიურად და ფენომენოლოგიურად), რომელიც გრძელდებოდა მინიმუმ 8 სესია.

სერტიფიკატი:
პროგრამის დასრულების შემდეგ თქვენ მიიღებთ საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სერტიფიკატს ორი ინსტიტუტიდან, რომელიც გარდა იმისა, რომ აღიარებს თქვენს კვალიფიკაციას ფსიქოპათოლოგიური ფსიქოთერაპიის სფეროში, ასევე გაგიადვილებთ EAGT-ში აკრედიტაციის მიღებას და სხვა საერთაშორისო პროფესიულ საერთაშორისო საზოგადოებებში გაერთიანებას.

მოკლე ინფორმაცია პროგრამის დირექტორისა და ავტორის შესახებ:

მარგარიტა სპანოლო ლობბი:
- ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი,
- იტალიის გეშტალტის ინსტიტუტის დირექტორი (სირაკუზა, პალერმო, მილანი),
- გეშტალტთერაპიის და ფსიქოპათოლოგიის საერთაშორისო ტრენერი
- ასევე, ფსიქოთერაპიის სუპერვიზორთა მომზადების პროგრამის ტრენერი
- მარგარიტა სპანოლო ლობი გახლავთ შემდეგი ორგანიზაციევბის სრული წევრი NYIGT, SPR, GTA.

იტალიის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციების ფედერაციის პრეზიდენტი(FISIG), ევროპის გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის ექსპრეზიდენტი(EAGT), ამჟამად ევროპის გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის სამეცნიერო კვლევების კომიტეტის წევრი EAGT, იტალიის გეშტალტთერაპევტების საზოგადოების დამფუძნებელი (SIPG).

მარგარიტა სპანოლო ლობი გახლავთ 250 სტატიის და 10 წიგნის ავტორი და რედაქტორი.
მისი წიგნი „„აწმყო მომავლისთვის“ ფსიქოთერაპიაში. გეშტალტთერაპია პოსტმოდერნისტული ეპოქის საზოგადოებაში“ გადათარგმნილია 8 ენაზე და ამჟამად მიმდინარეობს მისი თარგმნა ქართულ ენაზე.
მისი შრომები: „ესთეტიკური რელაციური ცოდნა“, „დომენების პოლიფონიური განვითარება“, „თერაპევტსა და კლიენტს შორის ცეკვის ნაბიჯები“ - ეს კონცეფციებია რომლებიც სხვადასხვა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით დაიწერა

პროგრამაში სწავლის საფასური

პროგრამის სრული ღირებულებაა - 8 000 ევრო

გადახდის პირობები:
მონაწილეებს პროგრამის დაწყების წინ შემოაქვთ წინასწარი შენატანი 2500 ევროს ოდენობნით და შემდგომ თითოეული სემინარის დროს 500/500 ევრო(11-ჯერ);

ყურადღება!
ავანსის სახით შემოტანილი 2500 ევროს წინასწარი შენატანი არ ბრუნდება, თუ პროგრამაზე უკვე მიღებულია სტუდენტი და სწავლის დაწყებამდე დარჩენილია 3 თვე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით პროგრამის დირექტორს სოფია ვერულაშვილის
телефон: +995 5 99 25 79 72 (საქართველო)
Whatsapp: +995 5 99 25 79 72; Viber: +995 599 257 972

Y2lndGZwIHwgZ21haWwgISBjb20=;
c29waGllICEgdmVydWxhc2h2aWxpIHwgZ21haWwgISBjb20=


პროგრამის დირექტორი, იდეის ავტორი - სოფია ვერულაშვილი

სოფია ვერულაშვილი - ევროპის გეშტალტთერაპევტთა ასოცისციის მდივანი, საქართველოს ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის პრეზიდენტი, კავკასიის გეშტალტთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ეროვნული ასოციაციის დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი.

სოფია ვერულაშვილი ერთადერთი ოჯახური ფსიქოთერაპევტია კავკასიაში, ის უძღვება ოჯახური ფსიქოთერაპიის ჯგუფებს მსოფლიოს წამყვან ექსპერტებთან ერთად, როგორებიც არიან სტივენ იანგი(აშშ), რასელ ჰაბერი(აშშ), თომას თოდდი(შშ) და ლარს ბროკი(ჰოლანდია), სტივ სიმმსი(აშშ), დანიელ მარტინესი(პუერტო რიკა), ჯოელ ბერგმანი(აშშ) და სხვები. აქვს 25 წლიანი კერძო პრაქტიკა, როგორც ფსიქოლოგს, ფსიქოთერაპევტს, ლექტორს, სუპერვიზორს, კოუჩს, ტრენერსა და მასწავლებელს.

სოფია ვერულაშვილი არის მთელ კავკასიის რეგიონში ერთადერთი ევროპული განათლების(იტალია) და აკრედიტაციის მქონე სუპერვიზორი(ეგთა), გეშტალტთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი და სუპერვიზორი. საერთაშორისო ტრენერი; ის მუშაობს როგორც ფსიქოთერაპევტი და სუპერვიზორი ინდივიდებთან, ასევე წყვილებთან, ოჯახებთან და ჯგუფებთან.
ქალბატონი სოფია 2000 წლიდან კითხულობს ლექციებს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. ამჟამად ის არის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის, ფსიქოკონსულტირებისა და ფსიქოდიაგნოსტირების ფაკულტეტის, მაგისტრატურის პირველი კურსის ლექტორი ფსიქოთერაპიის საფუძვლებსა და ინდივიდუალური და ოჯახური წყვილების ფსიქოთერაპიაში. ის გახლავთ კავკასიის გეშტალტთერპიის და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის გეშტალტთერაპიის ეგთას ტრენინგ-სტანდარტების შესაბამისი საერთაშორისო სასწავლო პროგრამის ხელმძღვანელი და ტრენერი; ასევე, კავკასიის გეშტალთერსპიის და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის ოჯახური ფსიქოთერაპიის საერთაშორისო EFTA - ს სასწავლო პოროგრამის ხელმძღვანელი და ტრენერი; რიგის გეშტალტის ინსტიტუტის, ხარკოვის ფსიქოდრამისა და გეშტალტთერაპიის ინსტიტუტის ტრენერი; სოფიო ვერულაშვილს მიჰყავს და ორგანიზაციას უწევს სასწავლო და თერაპიული ჯგუფები ოჯახურ ფსიქოთერაპიაში და გეშტალტთერაპიაში საქართველოში, იტალიაში, ლატვიაში, ლიეტუვაში, უკრაინაში, თურქეთში, რუსეთში, მოლდოვაში, სომხეთში და აზერბაიჯანში.

პროგრამაში ჩარატვის მსურველებმა დოკუმენტები უნდა გამოაგზავნოთ c29waGllICEgdmVydWxhc2h2aWxpIHwgZ21haWwgISBjb20= და ელექტრონული ფოსტის მისამართზე Y2lndGZwIHwgZ21haWwgISBjb20= და მოიტანოთ კავკასიის გეშტალტთერწაპიის და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტში ნაბეჭდი სახით:
1) პასპორტის ასლი
2) უმაღლესი აკადემიური განათლების დიპლომი
3) გეშტალტთერაპიაში პროფესიული განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატი ან დიპლომი (ან ორივე)
4) სემინარებზე, ტრენინგებზე, კონფერენციებზე, ინტენსივებზე დასწრების სერთიფიკატები, გეშტალტთერაპიაში, ფსიქოლოგიასა და სხვა მოდალობაში(ყველაფერი რაც არის)
5) თქვენი CV ფოტოსურათით, ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე
6) სამოტივაციო წერილი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე


You may also like the following events from Caucasus Institute of Gestalt Therapy and Family Psychotherapy (CIGTFP):

Also check out other Workshops in Arbil.

interested
Stay in the loop for updates and never miss a thing. Are you interested?
Yes
No

Ticket Info

To stay informed about ticket information or to know if tickets are not required, click the 'Notify me' button below.

Advertisement

Nearby Hotels

Caucasus Institute of Gestalt Therapy and Family Psychotherapy (CIGTFP), Arbil, Iraq

Just a heads up!

We have gathered all the information for you in one convenient spot, but please keep in mind that these are subject to change. We do our best to keep everything updated, but something might be out of sync. For the latest updates, always check the official event details by clicking the "Find Tickets" button.

Get updates and reminders
Advertisement
პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო პროგრამა გეშტალტთერაპევტებისთვის, 2 July
პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო პროგრამა გეშტალტთერაპევტებისთვის
Wed, 02 Jul, 2025 at 09:30 am