📚✨ ახალი წიგნი! ✨📚
მეგობრებო, დიდი სიხარულით გიზიარებთ სიახლეს – გამოიცა „კენჭიაშვილი: გვარის ისტორია“, ავტორი პროფესორი რეზო ხუციშვილი. 🎉
🌿 წიგნი ეხება კენჭიაშვილების გვარს, მის წარმომავლობასა და სოფელ დიღომს, როგორც კენჭიაშვილების სამოსახლო სოფელს. ნაშრომი წარმოადგენს აღნიშნული გვარის გენეალოგიურ კვლევას.
📜 მასში თავმოყრილია დოკუმენტური მასალები, მოსახლეობის საყოველთაო აღწერისა და საეკლესიო ჩანაწერების მონაცემები და სხვა საარქივო საბუთები.
👨👩👧👦 ეს არის ნაშრომი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეული კენჭიაშვილისთვის და ყველასთვის, ვისაც ქართული საგვარეულო ისტორიები იზიდავს.
✍️ ავტორი – პროფესორი რეზო ხუციშვილი ცნობილია როგორც მკვლევარი, რომელიც მრავალი წელია სწავლობს ქართული გვარების ისტორიას და ეთნოკულტურულ მემკვიდრეობას.
👉 დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ Geogen-ის ვებგვერდზე: www.geogen.ge
📖 გამოცემის შემოქმედებითი ჯგუფი:
🔹 რედაქტორი: ნათია კენჭიაშვილი
🔹 კორექტორი: გიორგი ამირანაშვილი
🔹 კონსულტანტი: გურამ ლეგაშვილი
🔹 გამომცემლობა: მერიდიანი
💠 ეს წიგნი არის ერთობლივი შრომის შედეგი, რომელიც შეიქმნა კენჭიაშვილების თანადგომითა და სიყვარულით თავიანთი საგვარეულო ისტორიისადმი.
🙏განსაკუთრებით მინდა ვახსენო ლაშა კენჭიაშვილი მისი მხრიდან გამოჩენილი ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის!
📘🤝დაბოლოს, ძალიან დიდი მადლობა გამომცემლობა "მერიდიანს", მის დირექტორს, ბატონ კახა რუსიძესა და მის გუნდს (თამარ სტეფნაძე, შოთა დონაზე)გაწეული სამსახურისთვის! ✨
📌აქვე აღვნიშნავთ, რომ წიგნი არაკომერციულია და არ იყიდება. პრეზენტაციაზე გათვალისწინებული იქნება გვარის წარმომადგენლებისა და დამსწრე საზოგადოებისთვის წიგნის სასაჩუქრე ეგზემპლარები!