სპორტინგი, Croco და PUB 44 წარმოგიდგენთ, სპორტულ ინტელექტუალური თამაშის აზარტულ ფორმატს, სადაც შენი ცოდნა, ლოგიკა და ინტუიცია გამარჯვებას მოგიტანს⭐️⭐️⭐️
შეკრიბე გუნდი, ითამაშე, გაერთე და გახდი როგორც ტურის, ასევე, სეზონის გამარჯვებული და შეაღე Youtube ლიგის კარი!!🏆🏆
რა გელით?
ხუთი მრავალფეროვანი რაუნდი, რომელიც მსოფლიოს სპორტის ისტორიასა და თანამედროვეობას შეეხება: ( 24 ნოემბრის ტური იქნება მთლიანად საფეხბურთო თემტიკის)
I - სტარტი (გასახურებელი რაუნდი) 🚴♂️🚴♂️ 🚴♂️
რაუნდი შედგება 12 შეკითხვისგან, რომელიც დაფუძნებულია კონკრეტულ თემატიკაზე (მაგ: ბალკანელები, ქალთა სახეები სპორტში და ა.შ.). მონაწილე გუნდები თემატიკას ადგილზე იგებენ. დრო თითოეული კითხვის პასუხისთვის - 45 წამი.
სწორი პასუხი - 1 ქულა, არასწორი - ნული.
II - მიდის სანახავად ( ფოტო- ვიდეო რაუნდი) 🖥️🖥️🖥️
მოთამაშეები პასუხს გასცემენ 15 შეკითხვას, რომლებიც დაფუძნებულია ფოტო ან ვიდეო მასალაზე. თითოეული კითხვის პასუხისათვის განკუთვნილია 45 წამი.
სწორი პასუხი ფასდება 1, ხოლო არასწორი - ნული.
III - პინგ -პონგი / სხარტულა 🏎️🏎️🏎️
მესამე რაუნდი ყველაზე მეტად უხდება ბარსა და ლუდთან ერთად თამაშს. იგი მოიცავს 15 შეკითხვას 4 ქვეკატეგორიიდან: სიტყვებით თამაში, კაიფბურთი, ,,გამოიცანი მეხუთე,“ სპორტული პოეზია. თითოეული კითხვის პასუხისათვის განკუთვნილია 45 წამი.
სწორი პასუხი - 1 ქულა. არასწორი - ნული.
IV - „ვაზორვნებ, მაშასადამე, ვთამაშობ“ 🦉🦉🦉
მეოთხე რაუნდი გუნდების ლოგიკურ აზროვნებასა და ფაქტობრივ ცოდნას ბოლომდე გამოცდის. აღნიშნული ეტაპის ფარგლებში, მონაწილეები სააზროვნო ტიპის 8 შეკითხვას უპასუხებენ, რომლის ნომინალი 2 ქულაა, არასწორი პასუხი - .ნული
თითოეული კითხვის პასუხისათვის განკუთვნილია 90 წამი.
V - რაუნდი FERGIE TIME🟡🟠🟢🔴
მეხუთე რაუნდში მონაწილეობას საუკეთესო ოთხი გუნდი მიიღებს. ეკრანზე გამოისახება ექვსი თემა, გუნდიდან წარმოდგენილი მოთამაშეები თითოეულ თემაში ინდივიდუალურად შეეჯიბრებიან ერთმანეთს სისწრაფეში პულტებზე, რაც რაუნდს განსაკუთრებულ აზარტს შესძენს. თითოეული თემა 3 შეკითხვისგან შედგება, ქულები კი შემდეგნაირადაა გადანაწილებული: 1-2-3. მოთამაშეები ინდივიდუალურად დაუპირსიპირდებიან ერთმანეთს, სწორი და არასწორი პასუხები კი ფასდება შესაბამისი ნომინალის მინუს და პლუს ქულებით.
შემოდგომა-ზამთრის სეზონი 6 რეგულარულ თამაშსა და სუპერფინალს მოიცავს. თითოეულ ტურს ოთხი გამარჯვებული ჰყავს. სპონსორებისგან პრიზებს მიიღებენ. მოგეხსენებათ, ტურნირი არის მარათონული. შესაბამისად, გამოვლინდება, როგორც ყოველი ტურის გამარჯვებული, ასევე, სუპერფინალში - 2025 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონის ჩემპიონი გუნდი. 🏆🏆🏆
გარდა თითოეული ტურის პრიზიორი ოთხეულისა, გუნდები სლემის ჩათვლაში ქულებს მიიღებენ. შეგახსენებთ, სუპერფინალის მონაწილე გუნდები სწორედ სლემის ქულებით შეირჩევიან.
კროკოს საპრიზო ფონდი 3500 ლარია. 💸💸💸
2025 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონის პრიზიორები კი შემდეგი პრინციპით დასაჩუქრდებიან:
პირველი ადგილი - 1800 ლარი;💸💸💸
მეორე ადგილი - 1000 ლარი; 💸💸💸
მესამე ადგილი - 500 ლარი;💸💸💸
მეოთხე ადგილი - 200 ლარი.💸💸💸
შეგახსენებთ, სპორტულ-ინტელექტუალურ თამაშ სპორტING-ის პარტნიორები არიან საერთაშორისო კომპანიები, ფედერაციები, რომლებიც სოლიდური პრიზებით დააჯილდოებენ წარმატებულ მონაწილეებს. ფულადი პრიზის გარდა, ყოველ ტურზე Croco გამარჯვებულ გუნდებსა და მოთამაშეებს სხვადასხვა სახის სიურპრიზს შესთავაზებს.💎💎💎
რაც ყველაზე მთავარია, 2026 წლიდან კროკოსა და სპორტING ორგანიზებით დაიწყება სპორING-ის YouTube. ლიგა. ლიგაზე საგზურს სპორტული ჩემპიონატის საუკეთესო გუნდები მოიპოვებენ. 🎥🎥🎥
24 ნოემბრის ტურის გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდებიან:
PUB 44-ისგან ბარის ვაუჩერებით 🍻🍸🍹🥂 (გუნდის სრულ შემადგენლობაზე);
გამომცემლობა არტანუჯისგან სპორტული თემატიკის წიგნებით 📚📚📚 (გუნდის სრულ შემადგენლობაზე);
კომპანია ფრიქსისგან ჩიფსების სასაჩუქრე ყუთებით 🗂️🗂️🗂️( გუნდის სრულ შემადგენლობაზე);
სპორტმიამბე-შოფისგან სასაჩუქრე ატრიბუტიკით (სპორტული მაისურები) 👕👕👕.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციისგან მსოფლიოს შესარჩევი მატჩის საქართველო vs უკრაინა ბილეთები🎟️🎟️🎟️ (გუნდის სრულ შემადგენლობაზე)
კომპანია ლიოვენბროისგან ულიმიტო 1 წლიანი ლუდისა და რესტორნის ვაუჩერებით🍻🍻🍻🍾🍾🍾🍢🍢🍢 🍺🍺🍺;
სპორტING-ის სახელობის სიმბოლური თასებით 🏆🏆🏆
და სხვა პრიზებით🧑💻🧑💻🧑💻
გაითვალისწინეთ, რომ ადგილები შეზღუდულია. თამაშში მონაწილეობას მიიღებს პირველი რეგისტრირებული 18 გუნდი.
გუნდის წევრების რაოდენობა: მაქსიმუმ ექვსი მოთამაშე.
თამაშის ღირებულება გუნდზე: 150₾, 50 ლარი გიბრუნდებათ ბარის ანგარიშზე, რომლის გამოყენება თამაშის მიმდინარეობისას შეგიძლიათ. 💸💸💸
კითხვების ავტორები: ბაკურ ხუბულავა და ნუგო შარაძე
სარეგისტრაციო ბმული:
https://docs.google.com/forms/d/1cqaGVyS_kECA945pVI05dIRyXgsSpsBdA6BsmeohJJk/edit
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ბაკურ ხუბულავა - 591 502 399
ნუგო შარაძე - 595 103 139