🎯 დაიწყო მსმენელების მიღება პროგრამაზე “სისტემური ოჯახური თერაპია”.
პროგრამა ხორციელდება მენტალურ მეცნიერებათა საერთაშორისო ინსტიტუტისა (IIMS) და სისტემურ თერაპევტთა ასოციაციის (AST) თანამშრომლობის ფარგლებში და ფლობს ევროპის აკრედიტებული ფსიქოთერაპიის სასწავლო ინსტიტუტის (EAPTI) სტატუსს.
ის წარმოადგენს სრულყოფილ ხუთწლიან სასწავლო კურსს, რომელიც აკრედიტებულია ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAP) მიერ.
🔷 პროგრამის მიზანი:
პროგრამა ამზადებს პროფესიონალებს სისტემური ოჯახური თერაპიის ეთიკური და მტკიცებულებებზე დაფუძვნებული პრაქტიკისთვის.
👉 პროგრამის დასრულების შემდეგ თერაპევტი მზადაა იმუშაოს ინდივიდებთან, წყვილებითან, ოჯახებთან, ოჯახურ სისტემებთან და ორგანიზაციულ გუნდებთან.
🔷 სისტემური ოჯახური თერაპიის შესახებ:
ეს არის ფსიქოთერაპიული მიმართულება, რომელიც განიხილავს სისტემურ კავშირებსა და ინტერპერსონალურ ურთიერთობებს ოჯახში, მისი რომელიმე წევრის ან წევრთა ფსიქიკური დარღვევებისა და ინტერპერსონალური კონფლიქტების დიაგნოსტირების და მკურნალობის მიზნით.
🔷 პროგრამის სტრუქტურა:
ცოდნისა და უნარების შეძენის პროცესი მოიცავს ხუთ წელს, რომლის დროსაც მსმენელი იძენს თეორიულ ცოდნას, პრაქტიკულ უნარებს სუპერვიზიის ქვეშ და ამუშავებს პიროვნულ გამოცდილებას.
🔷 ხანგრძლივობა: 5 წელი
🔷 ფორმატი: ჰიბრიდული (შერეული - ფიზიკური და ონლაინ დასწრება)
🔷 ენა: ინგლისური (ქართული თარგმანი)
🔷 სასწავლო კომპონენტები: პროგრამა შედგება 5 კომპონენტისგან:
👉 თეორია -მეთოდოლოგია
👉 პირადი ფსიქოთერაპია (ჯგუფური და ინდივიდუალური)
👉 კლინიკური პრაქტიკა სუპერვიზიით
👉 სუპერვიზია
👉 კვლევითი პრაქტიკა
თითოეული მათგანი ფოკუსირებულია სისტემური ოჯახური თერაპიის პრატიკული განხორციელების სხვა და სხვა ასპექტზე.
🔷 პროგრამის სრული აღწერა:
http://bit.ly/43Ulaa9
🔷 შეფასება: მონაწილეები შეფასდებიან წერილობითი დავალებების, თეორიული ცოდნის, პრაქტიკული სამუშაოს - ქეისის ანალიზის საშუალებით და კვლევითი ნაშრომის დაცვით.
🔷 ვისთვის არის პროგრამა:
👉 ფსიქოთერაპევტების, ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკების, პედაგოგების, სპეც. პედაგოგებისა და ექიმებისთვის.
👉 პროფესიონალებისთვის, რომლებიც მუშაობენ ოჯახებთან, ბავშვებთან ან ზრუნვის სისტემებში
🔷 რას მიიღებს კურსდამთავრებული პროგრამის დასრულების შემდეგ?
👉 ევროპაში აღიარებულ სერტიფიკატს სისტემურ ოჯახურ თერაპიაში
👉 პროფესიულ კვალიფიკაციას, რომელიც შეესაბამება EAP-ისა და EFTA-ს სტანდარტებს
👉 სიღრმისეულ ცოდნასა და პრაქტიკული უნარებს ოჯახური სისტემის შესახებ
👉 გაეცნობა გამოყენებად მეთოდებსა და ინსტრუმენტებს
👉 შესაძლებლობა ექნება გახდეს ევროპის ფსიქოთერაპევტთა ქსელის წევრი
👉 მზაობას დამოუკიდებელი პრაქტიკისა და ინტეგრაციისთვის მრავალდარგოვან პროფესიულ გარემოში
👉 ექნება კონკურენტუნარიანი უპირატესობა ფსიქოლოგიის, სოციალური მუშაობის, განათლებისა და ჯანმრთელობის სფეროებში
🔷 პროგრამის ხელმძღვანელი: პროფ. ნევენა ჰერცოგ-ჩალოვსკა (AST-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, MD, PhD, ECP, ნეიროფსიქიატრი, ოჯახური ფსიქოთერაპევტი, ტრენერი და სუპერვაიზორი).
📅 მნიშვნელოვანი თარიღები:
👉 რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2025 წლის 20 სექტემბერი
👉 პროგრამის დაწყების თარიღი: 2025 წლის 10 ოქტომბერი
📌 რეგისტრაცია 2 ეტაპიანია. პირველადი რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:
https://forms.gle/c4MqWAACf5D3jy7V6
რეგისტრაციის მეორე ეტაპის შესახებ მიიღებთ პირად შეტყობინებას.
🔷 მეტი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდეთ:
📞 +995 551 63 91 61; 599 56 18 08
📩
aWltc2dlbyAhIGluZm8gfCBnbWFpbCAhIGNvbQ==
📍 ჩუბინაშვილის 50, თბილისი