📣 თსუ ალპური კლუბი იწვევს 18-დან 30 წლის ჩათვლით ახალგზარდებს სამთო-ალპინისტურ ბანაკში მონაწილეობისათვის, რომელიც გაიმართება ხდის ხეობაში (დარიალი, ყაზბეგი) 1️⃣2️⃣-1️⃣8️⃣ ოქტომბრის პერიოდში. 🏞️
📌 ღონისძიების ფარგლებში თქვენ გაივლით საველე პრაქტიკას, ისწავლით ბანაკის სწორად გაშლას, მთაში სიარულის თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას მიიღებთ. ასევე ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ხეობაში არსებულ მწვერვალებზე ასვლა ამინდიდან და ჯგუფის შესაძლებლობებიდან გამომდინარე. 🏔️
📌 ღონიძიებას აფინანსებს და მხარს უჭერს საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია.
📌 მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე 👇🏻
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc24MacKLyF4Fx_E2jkjt136dgLglXP-kCh3jXWArNn2Giq9g/viewform?fbclid=IwY2xjawM-N_lleHRuA2FlbQIxMABicmlkETFDeXhWRjFkRTdoSVlzSGZaAR4XCZesSDvsfsobXxXiLIeQ3ReXM6LwWsLCR-p6mSasdMoN2IMYpURI-_teIQ_aem_Yb9PSJc7hWBdUoTexLPGmw
📌 შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით და ჩაინიშნება საერთო შეხვედრა.
❗გაითვალისწინეთ, შერჩეული მონაწილეებისთვის სარეგისტრაციო გადასახადი შეადგენს 60 ლარს.
იჩქარეთ, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
გისურვებთ წარმატებებს! ❤️
⛰ რა არის საჭირო?
თსუ-ის ალპური კლუბი უზრუნველყოფს ღონიძიებისათვის საჭირო საერთო აღჭურვილობას და ინსტუქტორებს, ხოლო მონაწილეებს ევალებათ იქონიონ საკუთარი პირადი აღჭურვილობა.
მონაწილეს უნდა გააჩნდეს:
1. ზურგჩანთა - რეკომენდირებულია კაცებისთვის 60-80 ლ. მოცულობის, ხოლო ქალებისთვის - 40-55
2. საძილე ტომარა - საშუალო ტემპერატურებზე გათვლილი ტომარა. რეკომენდირებულია საძილე -10C°-დან +0C°-მდე ტემპერატურული დიაპაზონის ტომარა
3. კარიმატი - იგივე „პარალონი“, საძილის ქვეშ დასაფენი (როგორც წესი ერთ კარავზე 3 ცალი საკმარისია, ანუ თუ კარავი 4 ადგილიანია, მხოლოდ 3 პარალონი იქნება საკმარისი 4 ადამიანზე)
4. ფეხსაცმელი - მაღალყელიანი, წყალგაუმტარი და რეფლირებული ძირით, სამთო ან ე.წ. ტრეკინგის. გარდა ამისა დაგჭირდებათ თბილი წინდები მწვერვალზე გასვლის დღისთვის.
5. სათვალე - დამუქებული, ულტრაიისფერი სხივებისგან თვალების დასაცავად
6. კარავი (ან ადგილი კარავში) - კარავი უნდა იყოს სალაშქრო.
7. ტანისამოსი - წყალგაუმტარი სპორტული შარვალი ან კომბინიზონი (რეკომენდირებულია გამოსაცვლელი შარვლის ქონა), საწვიმარი, თბილი ზედა, თავსაფარი თბილი და მზისგან დამცავი.
8. გარუჯვის საწინააღმდეგო კრემი - 50 ფაქტორიანი.
9. ჯამ-ჭურჭელი - ჯამი, კოვზ-ჩანგალი, ჭიქა, წყლის შესანახი ჭურჭელი 1ლ. მოცულობის (მათარა ან ბოთლი).
10. ფარანი - რეკომენდირებულია თავზე დასამაგრი ფარანი
11. თავსაფარი - ერთი თბილი და ერთი მზისგან დამცავი (კეპი, პანამა ან თავზე მოსახვევი ნაჭერი)
12. თერმო ტანსაცმელი, საწვიმარი ან პონჩო, ფლისის ზედა.
13. სხვა ტანისამოსი და პირადი ჰიგიენის ნივთები
14. რეკომენდირებულია სალაშქრო ჯოხების ქონა
რა წონის ზურგჩანთა უნდა მქონდეს?
რეკომენდირებულია არ აღემატებოდეს 17 კგ-ს, ხოლო ქალებისთვის - 12 კგ-ს.
აღჭურვილობა:
მონაწილეებს ევალებათ საკუთარი ჩაფხუტის ქონა, შესაძლებელია ე.წ. მუშის ჩაფხუტის გამოყენება.
საკვები უნდა მქონდეს თან?
მხოლოდ პირველ დღეს ცოტაოდენი საკვები, მანამ სანამ მოხდება სამზარეულოს მოწყობა და საერთო კვების ორგანიზება,დანარჩენს ფედერაცია უზრუნველყოფს მონაწილეთა სრულ კვებას. მონაწილეებს დაევალებათ სამეურნეო ნაწილში მონაწილეობა
რა არის ალპინიადა?
ალპინიადა არის მასობრივი ხასიათის სამთო სპორტული რამოდენიმე დღიანი შეკრება, რომლის მიზანია მთამსვლელობით დაინტერესებული ახალგაზრდების აყვანა მარტივი სირთულის მწვევალებზე
ალპინიადის ისტორია:
1923 წლიდან საფუძველი ეყრება ქართულ ალპინიზმს. სწორედ ამ წელს ქართველები გიორგი ნიკოლაძის ორგანიზებით, დამოუკიდებლად, სპორტული მიზნებით, ადიან მყინვარწვერზე. შემდეგნ წლებში კიდევ უფრო მეტი ასვლა ხორციელდება, ხდება ალპინიზმის პოლპულარიზება და უფრო მეტი ადამიანის ჩართვა ამ სპორტში. 1924 წელს გიორგი ნიკოლაძე თსუ ში აარსებს მთასვლა-მგზავროსნობის განყოფილებას. 1936 წლიდან მოყოლებული თსუ-ს ალპური კლუბი ყოველ წელს ატარებს ტრადიციულ ალპინიადებს