რაჭა ორ დღიანი ტური: მრავალძალი, გონა, უწერა და ა.შ., 4 October

რაჭა ორ დღიანი ტური: მრავალძალი, გონა, უწერა და ა.შ.

საქართველოს ბილიკებზე

Highlights

Sat, 04 Oct, 2025 at 07:00 am

საქართველოს ბილიკებზე

Advertisement

Date & Location

Sat, 04 Oct, 2025 at 07:00 am - Sun, 05 Oct, 2025 at 11:30 pm (GET)

საქართველოს ბილიკებზე

Republic 24, გიორგი ახვლედიანის ქუჩა, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Save location for easier access

Only get lost while having fun, not on the road!

About the event

რაჭა ორ დღიანი ტური: მრავალძალი, გონა, უწერა და ა.შ.
,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ 2 დღიან სანახაობრივად დახუნძლულ ტურს რაჭაში.
4 - 5 ოქტომბერი, შაბათი- კვირა.

🚌 მარშრუტკა გამოვა რუსთავიდანაც და დილას მოგიყვანთ რუსთაველზე ველოსიპედის ძეგლთან. საღამოს ისევ რუსთავში დაგაბრუნებთ.


I დღე:
1. გადავდივართ იმერეთი- რაჭის დამაკავშირებელი ახალი ულამზესი გზით.
2. გონა
3. ღები - კოშკი და სალოცავი მე-16 ს.
4. კურორტი უწერა


🏠 დაბინავება საოჯახო ტიპის სასტუმროში ამბროლაურში. ოთახები არის 2, 3 და 4 ადგილიანი.

II დღე:
⏰ გასვლა 7:00 სთ - ზე.

1. მრავალძალი - ულამაზესი ხედები, წმ. გიორგის ეკლესია (მე-11 საუკუნე)
2. სიყვარულის (ჭოლევის) ტბა
3. ბარაკონი - ღვთისმშობლის ეკლესია 1753 წ.
4. სიყვარულის ჩანჩქერი
5.ნიკორწმინდა - წმ. ნიკოლოზის ტაძარი, მე-10 ს.
6. შაორის წყალსაცავი
7. ცხრაჯვარი
8. ნაქერალას უღელტეხილი

თუ დრო დაგვრჩა დავამატებთ
9. გოგნის წმ. გიორგის სასწაულმოქმედი ტაძარი "კარუგდებელი"


👣 ფეხით გასავლელი მანძილი:
1. მრავალძალში სიყვარულის ტბაზე ჯამში 3 კმ. მარტივი (ტრანსპორტმა შესაძლოა მნიშვნელოვნად შეგვიმციროს ეს მანძილი)

2. ცხრაჯვარზე ჯამში 2 კმ.


✔ ტურის ღირებულება: 170 ლარი

( ამ ფასში შედის სასტუმროში ღამისთევაც).


♨️🍔 დღის ბოლოს ჯგუფის სურვილის შემთხვევაში საოჯახო სასტუმროში ვიმწვადავებთ.


⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:40 სთ-დან. გავდივართ 7:00 სთ-ზე.
გასვლისას ვინც არ იქნება ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში.


ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში 💻 ან დაგვიკავშირდით ნომერზე:

📞 555407650 ანი

VIBER / WhatsApp - 555407650

instagram: saqartvelosbilikebze



🏃‍♀️ გამყოლს აქვს უფლება, საჭირობისამებრ გადაანაცვლოს სანახავი ადგილები ანუ მიმდევრობა შეუცვალოს. ეს იმას არ ნიშნავს რომ რაიმეს გამოვტოვებთ, ყველაფერს განახებთ რაც ტურში გვიწერია ( გარდა იმ შემთხვევისა თუ სადმე გზა გაფუჭდა ან შეიქმნა ფორსმაჟორული სიტუაცია და ა.შ. ). როცა ყოჩაღი ჯგუფია დამტებით ვნახულობთ კიდევ რამეს.


🌞☁️🌤⛈️ამინდზე ორგანოზატორი არ არის პასუხისმგებელი. ტურზე ჩაწერის წინ თავად გადაამოწმეთ ამინდი და ისე ჩაგვეწერეთ. წვიმის გამო ტურები არ გადაიდება. ტური გადაიდება მხოლოდ იმ შემთხვევაში სამანქანო გზები თუ დაიკეტება.


ტურის ღირებულებაში შედის:
🚶‍სერთიფიცირებული გიდი (ჯგუფის ორგანიზატორი და გამყოლი)
🚐 მგზავრობა მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშრუტკა)
🏠 საოჯახო ტიპის სასტუმროში განთავსება
📸 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)


ღირებულებაში არ შედის:
🚚 გონაში სამ ხიდიანით ასვლა - ერთ ადამიანზე 15 ლარი.

🍔 კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.


რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი. 🍔
2. პირადი აფთიაქი
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი 👟 წინდა 🧦 საწვიმარი ან ქოლგა ☔, თბილი მოსაცმელი, ქუდი ან კეპი 🧢
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს 👟🚶‍♂️


🔊 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.


⚠️ ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.


🔊 ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
🌞☁️🌤⛈️ამინდზე ორგანოზატორი არ არის პასუხისმგებელი. ტურზე ჩაწერის წინ თავად გადაამოწმეთ ამინდი და ისე ჩაგვეწერეთ. წვიმის გამო ტურები არ გადაიდება. ტური გადაიდება მხოლოდ იმ შემთხვევაში სამანქანო გზები თუ დაიკეტება.
💺 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ
⌚არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს. დამალვა და ტელეფონზე ორგანზატორის ზარის უგულვებელყოფა 📲 (მაინც დამელოდებიან, უჩემოდ ხომ არ წავლენ ) და ა.შ. ურჩი მონაწილეები მეორედ აღარ დაიშვებიან ტურზე.
🚸 როდესაც მოგვყავს მეგობრები წინასწარ ვუხსნით ტურის წესებს
🚯 არ ვყრით ნაგავს
🚭 არ ვეწევით მიკროავტობუსში
🍺 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
🥂 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.


p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤


You may also like the following events from საქართველოს ბილიკებზე:

interested
Stay in the loop for updates and never miss a thing. Are you interested?
Yes
No

Ticket Info

To stay informed about ticket information or to know if tickets are not required, click the 'Notify me' button below.

Advertisement

Nearby Hotels

საქართველოს ბილიკებზე, Republic 24, გიორგი ახვლედიანის ქუჩა, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Get updates and reminders
Advertisement
რაჭა ორ დღიანი ტური: მრავალძალი, გონა, უწერა და ა.შ., 4 October
რაჭა ორ დღიანი ტური: მრავალძალი, გონა, უწერა და ა.შ.
Sat, 04 Oct, 2025 at 07:00 am