ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ წარადგინა განათლების რეფორმის კონცეფცია. გამოკვეთილია 7 ძირითადი პრობლება განათლების სისტემაში, მისი აღმოფხვრის გზები კი 7 პუნქტადვეა მოცემული, რასაც განალების რეფორმა უნდა დაეფუძნოს.
რამდენად პასუხობს ეს კონცეფცია განათლებაში არსებულ პრობლემებს, აღრმავებს თუ არა უთანასწორობას მომავალ სტუდენტებს შორის და რას თავაზობს ის პროფესორ-მასწავლებლებს?
როგორ ცდილობს კონცეფცია, მოერგოს  ქართული ბიზნესის საჭიროებებს აჩქარებს თუ არა სამუშაოს მაძიებლების გამოსვლას შრომის ბაზარზე? გათვალისწინებული იქნება თუ არა ქვეყნისთვის სტრატეგიული სპეციალობებისთვის ახალი კადრების აღზრდა თუ ის პირდაპირ ბიზნესის ინტერესებს მოემსახურება?
შემცირდება თუ არა განათლების დაფინანსება, რა ბედის ელის ტრადიციულ სამეცნიერო დარგებს და როგორი იქნება სწავლებისა და კვლევისთვის გამოყოფილი ხარჯები?
რა გაუარესდება 11 წლიანი სასკოლო განალების შემოღებით და რას უნდა დაექვემდებაროს ეროვნული სასწავლო გეგმა?
გრძელ მაგიდასან ვისაუბრებთ სტუმრებთან:
კახა ჯამბურია - შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ყოფილი დირექტორი
ნიკო სილაგაძე - ეროვნულო სასწავლო გეგმის სპეციალისტი