⚖️ აღმოაჩინე შენი პროფესია – სამართალი
💼 გაინტერესებს, როგორ მიმდინარეობს სასამართლო პროცესი? გინდა გამოსცადო იურისტის როლი რეალურ სიტუაციასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში?
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი გიწვევს მონაწილეობა მიიღო იმიტირებულ სასამართლო პროცესში, რომელიც სპეციალურად XI–XII კლასის მოსწავლეებისთვის ტარდება.
პროექტი დაგეხმარება უკეთ გაიგო, რას გულისხმობს იურისტის პროფესია, როგორ მუშაობს სამოქალაქო სამართლის სისტემა და როგორია მოსამართლისა და მხარეების როლი პროცესში. ⚖️
📚 შეხვედრების თემები:
• სამოქალაქო დავის არსი და მიზანი
• სამოქალაქო საპროცესო სამართლის პრინციპები
• სარჩელი, შესაგებელი, მტკიცების ტვირთი და მტკიცებულებები
• მოსამართლისა და მხარეების როლი პროცესში
🗓 თარიღები:
• 20 და 24 ნოემბერი, 16:00 - მოსამზადებელი ტრენინგები
• 27 ნოემბერი, 16:00 - კაზუსისა და საქმის მასალების გაცნობა
• 4 დეკემბერი, 16:00 - იმიტირებული სასამართლო პროცესი SANGU-ში
📍 ტრენინგის ხანგრძლივობა: 1-1:30 სთ.
🎓 პროცესის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.
💡 მონაწილეობა სრულიად უფასოა!
👉 რეგისტრაცია:
https://forms.gle/XwSqm9Bv3af7MbsKA
You may also like the following events from წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი • SANGU: