უცნობი ტური: მამულო-პანტიანის მეგალითური ნაქალაქარი + ზე-ცნობილი დმანისის ნაქალაქარი, 2 November

უცნობი ტური: მამულო-პანტიანის მეგალითური ნაქალაქარი + ზე-ცნობილი დმანისის ნაქალაქარი

საქართველოს ბილიკებზე

Highlights

Sun, 02 Nov, 2025 at 08:00 am

საქართველოს ბილიკებზე

Advertisement

Date & Location

Sun, 02 Nov, 2025 at 08:00 am to 10:00 pm (GET)

საქართველოს ბილიკებზე

Republic 24, გიორგი ახვლედიანის ქუჩა, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Save location for easier access

Only get lost while having fun, not on the road!

About the event

უცნობი ტური: მამულო-პანტიანის მეგალითური ნაქალაქარი + ზე-ცნობილი დმანისის ნაქალაქარი
,,საქართველოს ბილიკებზე"
გთავაზობთ ტურს ,,ნაკლებად ცნობილი ისტორიული ადგილების მიმართულებით ერთ დღიან ტურს:

1. მამულო-პანტიანის მეგალითური ნაქალაქარი ძვ.წ. II ათასწლეული.
50 000 მ² ფართობზე ვრცელდება. კომპლექსი ყურადღებას იქცევს თავისი მასშტაბურობით და საოცრად შთამბეჭდავ და საინტერესო ძეგლს წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ ნაქალაქარი მოიცავს ძალიან დიდ ტერიტორიას, ცალკეული ნაგებობებიც მასშტაბურობით ხასიათდება. აქ გვხვდება იმაზე ბევრად დიდი ზომის დარბაზები, ვიდრე სხვა მეგალითურ სიმაგრეებსა თუ ნამოსახლარებში.
მეგალითები განფენილია სოფელ მამულოსა და პანტიანს შორის ფერდობზე, ტყის სიღრმეში, მდინარე ხრამის მარჯვენა ნაპირზე, დმანისის მუნიციპალიტეტში. გეოგრაფიულად ეს ადგილი წარმოადგენს გომარეთის ზეგანის უკიდურეს აღმოსავლეთ საზღვარს.

2. დმანისის ნაქალაქარი, მუზეუმი და ეკლესია მე- 6 ს. ( აქ აღმოაჩინეს ზეზვა და მზია).


ჯგუფის სურვილის შემთხვევაში ტურის ბოლოს ვიმწვადავებთ.

🚌 მარშრუტკა გამოვა რუსთავიდანაც და დილას მოგიყვანთ რუსთაველზე ველოსიპედის ძეგლთან. საღამოს ისევ რუსთავში დაგაბრუნებთ.

✔ ტურის ღირებულება: 55 ლარი


👣 ფეხით სასიარულო: მამულო- პანტიანის ნაქალაქარში ტყის ბილიკზე 5 კმ. ჯამში. (წასვლა-წამოსვლა).


ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში 💻 ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
📞 555 40 76 50 ანი

VIBER / WhatsApp - 555407650
instagram: saqartvelosbilikebze



⏰ ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 7:45 სთ-დან. გავდივართ 8:00 სთ-ზე. (გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).


⚠️⚠️⚠️ ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა ⚠️⚠️⚠️
გთხოვთ სანამ ტურზე ჩაგვეწერებით დეტალები წაიკითხოთ სრულად. ასევე მეგობრები თუ მოგყავთ, მათაც გააცანით ტურის დეტალები წინასწარ ❤️



🏃‍♀️ გამყოლს აქვს უფლება, საჭირობისამებრ გადაანაცვლოს სანახავი ადგილები ანუ მიმდევრობა შეუცვალოს. ეს იმას არ ნიშნავს რომ რაიმეს გამოვტოვებთ, ყველაფერს განახებთ რაც ტურში გვიწერია ( გარდა იმ შემთხვევისა თუ სადმე გზა გაფუჭდა ან შეიქმნა ფორსმაჟორული სიტუაცია და ა.შ. ). როცა ყოჩაღი ჯგუფია დამტებით ვნახულობთ კიდევ რამეს.


🌞☁️🌤⛈️ამინდზე ორგანოზატორი არ არის პასუხისმგებელი. ტურზე ჩაწერის წინ თავად გადაამოწმეთ ამინდი და ისე ჩაგვეწერეთ. წვიმის გამო ტურები არ გადაიდება. ტური გადაიდება მხოლოდ იმ შემთხვევაში სამანქანო გზები თუ დაიკეტება.



ტურის ღირებულებაში შედის:
🚶‍ სერთიფიცირებული გიდი (გამყოლი, ტურის ორგანიზატორი)
🚐 მგზავრობა მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშრუტკა)
📸 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)


ღირებულებაში არ შედის:
🍔 კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.



რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი. 🍔
2. პირადი აფთიაქი
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი 👟 წინდა 🧦 საწვიმარი ან ქოლგა ☔, თბილი მოსაცმელი, ქუდი ან კეპი 🧢
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს 👟🚶‍♂️



🔊 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.


⚠️ ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.


🔊 ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
🌞☁️🌤⛈️ამინდზე ორგანოზატორი არ არის პასუხისმგებელი. ტურზე ჩაწერის წინ თავად გადაამოწმეთ ამინდი და ისე ჩაგვეწერეთ. წვიმის გამო ტურები არ გადაიდება. ტური გადაიდება მხოლოდ იმ შემთხვევაში სამანქანო გზები თუ დაიკეტება.
💺 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ
⌚არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს. დამალვა და ტელეფონზე ორგანზატორის ზარის უგულვებელყოფა 📲 (მაინც დამელოდებიან, უჩემოდ ხომ არ წავლენ ) და ა.შ. ურჩი მონაწილეები მეორედ აღარ დაიშვებიან ტურზე.
🚸 როდესაც მოგვყავს მეგობრები წინასწარ ვუხსნით ტურის წესებს
🚯 არ ვყრით ნაგავს
🚭 არ ვეწევით მიკროავტობუსში
🍺 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
🥂 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.


p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤


You may also like the following events from საქართველოს ბილიკებზე:

interested
Stay in the loop for updates and never miss a thing. Are you interested?
Yes
No

Ticket Info

To stay informed about ticket information or to know if tickets are not required, click the 'Notify me' button below.

Advertisement

Nearby Hotels

საქართველოს ბილიკებზე, Republic 24, გიორგი ახვლედიანის ქუჩა, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Get updates and reminders
Advertisement
უცნობი ტური: მამულო-პანტიანის მეგალითური ნაქალაქარი + ზე-ცნობილი დმანისის ნაქალაქარი, 2 November
უცნობი ტური: მამულო-პანტიანის მეგალითური ნაქალაქარი + ზე-ცნობილი დმანისის ნაქალაქარი
Sun, 02 Nov, 2025 at 08:00 am