თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
კინოხელოვნების ცენტრი პრომეთე გიწვევთ თბილისის 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე 1-დან 7 დეკემბრის ჩათვლით. ფილმების ჩვენება კინოთეატრ ამირანში გაიმართება.
ვინაიდან სახელმწიფო თბილისის კინოფესტივალს აღარ აფინანსებს, პროგრამა გაცილებით მცირე მასშტაბის იქნება, ვიდრე წინა წლებში. აღარ ჩატარდება საერთაშორისო კონკურსი, ასევე, თითქმის მთლიანად გაუქმდა “ინდუსტრიული დღეები”, რომლებიც პირველ რიგში კინოინდუსტრიაში ჩართული ახალგაზრდა ქართველი კინემატოგრაფისტების კვალიფიკაციის ასამაღლებლად ტარდებოდა.
წელს კინოფესტივალის ეკრანები დაეთმობა ორმოცამდე უცხოურ და ოცდაათამდე ახალ ქართულ ფილმს. ფილმები გადანაწილებულია ტრადიციულ სექციებში: •.ევროპული ფორუმი • დამზადებულია გერმანიაში • ფრანგული კოლექცია • ახალი იტალიური კინო
• ქართული პანორამა
ქართული პანორამის ჟიური წლის საუკეთესო ქართულ ფილმს ოთხ კატეგორიაში გამოავლენს: სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, მოკლემეტრაჟიანი მხატვრული და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი.
ევროკავშირის ეგიდით გაიცემა პრიზი “ადამიანის უფლებების საუკეთესო ასახვისთვის ქართულ კინოში” როგორც მხატვრულ, ისე დოკუმენტურ კატეგორიებში.
თბილისის 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან: ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში და გაეროს განვითარების პროგრამა, ასევე, გოეთეს ინსტიტუტი, ფრანგული ინსტიტუტი, იტალიის, შვედეთის, ნორვეგიის, შვეიცარიის და ავსტრიის საელჩოები.
განსაკუთრებით უნდა აღნიშნოს “ახალი იტალიური ფილმების ფესტივალის” (New Italian Cinema Events) სტუმრობა სპეციალური პროგრამით.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გენერალური პარტნიორია “თიბისი კონცეპტი”.
სპონსორები არიან “ვოლვო” და სასტუმრო “რუმსი”. კინოფესტივალის მედია-მხარდამჭერები: ტაბულა, ინდიგო, ეტ.ჯი, ტვ ფორმულა, რადიო ფორტუნა.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი რჩება თავისი გაცხადებული მიზნების და ღირებულებების ერთგული. ადამიანის ღირსება და უფლებები, ხელოვანის თავისუფლება, მშვიდობა, დემოკრატია და სამართლიანობა ყოველთვის იქნება ორიენტირები ჩვენს ტურბულენტურ ეპოქაში.
ფესტივალის გუნდი უერთდება საპროტესტო მოძრაობას და მოითხოვს სინდისის პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!
Tbilisi International Film Festival
The Prometheus Art Center invites you to the 26th Tbilisi International Film Festival, taking place from December 1 to 7. Screenings will be held at Amirani Cinema.
Since the government is no longer funding the festival, this year’s program will be on a smaller scale than in previous years. There will be no international competition, and the “Industry Days” section — which was mainly focused on supporting young Georgian filmmakers and helping them develop their professional skills — has been almost entirely cancelled.
This year, the festival’s screens will showcase around forty international and about thirty new Georgian films. The program is divided into its traditional sections:
• European Forum
• Made in Germany
• French Collection
• New Italian Cinema
• Georgian Panorama
The Georgian Panorama jury will select the year’s best Georgian films in four categories: feature fiction, feature documentary, short fiction and short documentary.
With support from the European Union, the festival will also present an award for “Best Depiction of Human Rights in Georgian Cinema”, in both fiction and documentary categories.
The 26th Tbilisi International Film Festival is supported by the Delegation of the European Union to Georgia and the United Nations Development Programme (UNDP), as well as by the Goethe-Institut, the French Institute, and the embassies of Italy, Sweden, Norway, Switzerland, and Austria.
A special highlight this year is the visit of New Italian Cinema Events (N.I.C.E.), presenting a dedicated program of New Italian Films.
The general partner of the Tbilisi International Film Festival is TBC Concept, with Volvo and Rooms Hotel as sponsors.
Our media partners include Tabula, Indigo, AT.ge, Formula TV, and Radio Fortuna.
Tbilisi International Film Festival remains true to its mission and core values. Human dignity and rights, artistic freedom, peace, democracy, and justice will always guide us in these turbulent times.
The festival team stands in solidarity with the protest movement and calls for the immediate release of all prisoners of conscience!
Also check out other Festivals in Tbilisi, Entertainment events in Tbilisi, Arts events in Tbilisi.