30 Followers
Follow Dédicace Gallery - დედიკას გალერეა to get updates.
Follow Dédicace Gallery - დედიკას გალერეაDÉDICACE GALLERY - დედიკას გალერეა DÉDICACE GALLERY-ის მთავარი მიზანია თანამედროვე ქართული მხატვრობის გამორჩეული და საუკეთესო წარმომადგენლების ნამუშევრების წარდგენა, მონაწილეობა საერთაშორისო პროექტებში, თანამედროვე ქართული ვიზუალური ხელოვნების პოპულარიზაცია დედაქალაქში, საქართველოს რეგიონებში და მის ფარგლებს გარეთ. შპს DÉDICACE-ს მრავალწლიანი გამოცდილება მოიცავს 1989 წლიდან დაწყებულ აქტივობებს, რომელიც მოგვიანებით გამოკვეთილი სტილისა და ხედვის მქონე საგალერეო საქმიანობად გადაიქცა. გალერეამ თავისი არსებობის პერიოდში მრავალი სოლო და ჯგუფური გამოფენა გამართა როგორც საკუთარ სივრცეში, ასევე განსხვავებული ფუნქციისა და შინაარსის ლოკაციებში, გამომდინარე თითოეული პროექტის იდეიდან. გალერეამ წარადგინა თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრები ვილნიუსის სამიტის ფარგლებში მოწყობილ გამოფენაზე, საერთაშორისო არტ ფეარებზე, მიიღო მონაწილეობა კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ არაერთ კონკურსში. DÉDICACE GALLERY-ის (დედიკას გალერეის) სტრუქტურა რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს: 1. საგალერეო საქმიანობა - გამოფენების მოწყობა, ახალგაზრდა და უკვე გამოცდილი მხატვრების წარდგენა - პოპულარიზაცია. 2. საგანმანათლებლო-ინფორმაციული კაბინეტი - DÉDICACE GALLERY -ის ოფისი მსურველებს (ქალაქის სტუმრებს, მოსწავლეებსა და სხვა დაინტერესებულ აუდიტორიას) სთავაზობს ლექციებს თანამედროვე ქართული ხელოვნებისა და მისი წარმომადგენლების შესახებ. 3. დიზაინის რიგი - ხარისხით გამორჩეული არტ პროდუქციის მაღაზია ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც სურს საკუთარი ინტერიერი/ექსტერიერი ხელოვნების ნიმუშებით გაამდიდროს - იქნება ეს ფერწერული ან შერეული ტექნიკით შესრულებული ნამუშევარი, სკულპტურული კომპოზცია, ობიექტი, ფოტოგრაფია, პრინტი თუ სხვა. დიზაინის რიგი ასევე მოაწყობს დროებით გამოფენებს სხვასხვა ღონისძიებებისა და წვეულებების ფარგლებში. DÉDICACE GALLERY -ის განახლებული მასშტაბი და ფუნქციური განვითარება ასახავს მიმდინარე მოვლენების ტემპს და მზადყოფნას მომავლის გამოწვევებზე. დამფუძნებელი: დედიკა ბულია The main goal of the DÉDICACE GALLERY is to present works of distinguished and the best representatives of contemporary Georgian art, participate in international projects, popularize contemporary Georgian visual art in the capital, regions and beyond them. Long-term activities of the Ltd DÉDICACE include events, which were organized since 1989 and transformed later into gallery activities of a specific style and vision. During its existence, depending on the idea of the project the Gallery organized numerous personal and group exhibitions in its own as well as the other spaces of different function and content. It presented works of contemporary Georgian artists at the exhibition of the Vilnius Summit, international art fairs, participated in many competitions of the Ministry of Culture of Georgia. New structure of the DÉDICACE GALLERY unites different directions: 1. Gallery activities – organizing of exhibitions, presenting and popularizing of young and experienced artists. 2. Education and Information Chamber - DÉDICACE GALLERY offers interested persons (guests of the city, students and the others) lectures on contemporary Georgian art and its representatives. 3. Design Lane – shop of an exquisite art products for anyone who wants to enrich interior/exterior with art works be it a painting, work made in a mixed media, sculpture, object, photo, print etc. Design Lane will also offer temporary exhibitions in the frames of different events and parties. Scale and functional development of the DÉDICACE GALLERY reflects pace of the event and readiness to respond to future challenges. Founder: Dedika Bulia