12 Followers
Follow საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი • National Botanical Garden of Georgia to get updates.
Follow საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი • National Botanical Garden of Georgiaეგზოტური და ადგილობრივი ფლორის მდიდარი კოლექციით, შთამბეჭდავი ლანდშაფტითა და დეკორატიული უბნებით გამორჩეული ბოტანიკური ბაღი ძველი თბილისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. XVII-XVIII საუკუნეებით დათარიღებული ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილი ტფილისის რუქების მიხედვით, დღევანდელი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილში, სამი მცირე სიდიდის ბაღი იყო გაშენებული და ისინი მეფეთა საკუთრებას წარმოადგენდა. პირველი ბაღი ლეღვთახევში, სასახლის წინ იყო გაშენებული, მეორე - მდებარეობდა ახლანდელი ბოტანიკური ბაღის ყვავილოვან-დეკორატიული მცენარეების ნაკვეთის ტერიტორიაზე. სამხრეთით მას ეკვროდა თაბორის ქედი, აღმოსავლეთით სეიდაბადის დასახლება, ჩრდილოეთით კი წავკისისწყალი. ხოლო მესამე ბაღი, რომელიც „ციხის ბაღის“ სახელწოდებითაც იყო ცნობილი, გაშენებული - წავკისისწყლის მარჯვენა, ჩრდილო ექსპოზიციის ფერდობზე (ჩანჩქერის მიდამოებში). 1845 წლის 1 მაისს, კავკასიის მეფისნაცვლის, გრაფ მიხეილ ვორონცოვის ბრძანებულებით, სამეფო ბაღს „თბილისის ბოტანიკური ბაღი“ ოფიციალურად ეწოდა. 2012 წელს კი ბოტანიკურ ბაღს ეროვნული სტატუსი მიენიჭა. დღეს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ფართობი 97 ჰექტარია. დაახლოებით 40 ჰა ნარგავებს, გზებსა და შენობებს უჭირავს, 58 ჰა – ბუნებრივ მცენარეულობას. ბაღის ადგილობრივი ფლორა საკმაოდ მდიდარია და 3500-მდე სახეობას, სახესხვაობასა და კულტივარს ითვლის. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ქმნის ეგზოტურ და ადგილობრივი ფლორის კოლექციებს სამეცნიერო-საგანმანათლებლო მიზნებით. ეწევა საქართველოს იშვიათი და გადაშენებადი მცენარეების კონსერვაციას.გააჩნია თესლის ბანკი, რომელიც გლობალური ქსელის წევრია. ბოტანიკური ბაღი სწავლობს მცენარეთა მრავალფეროვნებას, ეკოლოგიურ და მცენარეთა დაცვით საკითხებს. იგი არის ეკოგანათლების მნიშნელოვანი ბაზა, რომელიც ხელს უწყობს მომავალი თაობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას. ჩართულია გლობალურ, საერთაშორისო კვლევით პროექტებში და არის ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს (BGCI) წევრი ორგანიზაცია. ამავდროულად, ბაღი არის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. According to the maps of Tiflis drawn by Vakhushti Batonishvili, dating back to the XVII-XVIII centuries, three small gardens were laid out in different parts of the present botanical garden that belonged to the kings. The first garden was located in front of the palace in Legvtakhevi, The other one was laid out on the area of the floral-decorative plants of the present Botanical Garden. In the south it was surrounded by the Tabori ridge, adjoined by the Seydabad settlement in the east, and in the north it was bordered by the Tsavkisistskali River. The third garden, known as the “Fortress”, was located on the right slopes of the north exposition of the Tsavkisistskali (in the vicinities of the waterfall). On May 1, 1845, according to the decree passed by Mikheil Vorontsov, Viceroy of the Caucasus the Royal Botanical Garden was officially renamed “Tbilisi Botanical Garden”. In 2012 the Botanical Garden was conferred national status. Today the area of the National Botanical Garden of Georgia is 97 hectares. Approximately 40 hectares of land are occupied by plantings, roads and buildings, 58 ha are covered with the natural vegetation. The local flora of the garden is quite rich represented by 3500 species, varieties and cultivars. The National Botanical Garden of Georgia is constantly creating collections of exotic and local flora for scientific and educational purposes. It carries out conservation of rare and extinct plants of Georgia. The Garden has a Seed Bank that is a member of the global network. Botanical Garden studies the diversity of plants, ecological and plant protection problems. It is an important base of ecological education that promotes environmental awareness of future generations. It is involved in the global, international research projects and is a member of the Botanical Gardens Conservation International (BGCI).