სვანეთი, მხეერის მთა, მესტია, უშგული, ზაგაროს უღელტეხილი, განსხვავებული სამდღინი ტური, 10 October

სვანეთი, მხეერის მთა, მესტია, უშგული, ზაგაროს უღელტეხილი, განსხვავებული სამდღინი ტური

Dgl Tours

Highlights

Fri, 10 Oct, 2025 at 05:00 am

სვანეთი, მესტია

Advertisement

Date & Location

Fri, 10 Oct, 2025 at 05:00 am - Sun, 12 Oct, 2025 at 11:00 pm (GET)

სვანეთი, მესტია

Mestia, Nal'chik, Russia

Save location for easier access

Only get lost while having fun, not on the road!

About the event

სვანეთი, მხეერის მთა, მესტია, უშგული, ზაგაროს უღელტეხილი, განსხვავებული სამდღინი ტური
📣ტურისტული კომპანია Dgl Tours Dgl Tours DGL Tours Dgl Tours დი ჯი ელი გთავაზობთ შემოდგომის განსხვავებულ სამდღიან ტურს სვანეთში 10-11-12 ოქტომბერს , 230 ლარად უშგულის ჩათვლით! თქვენ არ მოგიწევთ დამატებითი 50 ლარის გადასხდელი თანხა უშგულზე!
👉 გაატარეთ დაუვიწყარი 4 დღე ჩვენთან ერთად!
ენდეთ ჩვენს მრავალწლიან გამოცდილებას — ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე!
2023 წელს კი ჩვენი რეკორდი იყო 39 წარმატებული სვანეთის ტური
⭕გზად გავივლით და მოვინახულებთ:
I დღე:
✔️მჩქეფარე ენგურის ხეობა.
✔️ენგურის კაშხალის 40 წუთიანი საინფორმაციო ტური, კაშხალის ღირშესანიშნაობების დათვალიერება: 25 ლარი
✔️ ჩანჩქერი ენგურის ხეობაში
✔️ ულამაზესი მესტია, დაბინავება სასტუმროში
✔️ ჰეშკილის ქოხები (ცნობილი საქანელა)
✔️ ბეთქილის მჟავე წყალი
✔️გასეირნება ღამის მესტიაში

II დღე:
➡️ 08::00-ზე. გავემართებით სოფ. ლატალში და ჯიპებით ავალთ მხეერის მთაზე.
მხეერის მთა — ზღვის დონიდან 2500 მ., უღრუბლო ცის ქვეშ ამაყად დგას მთავარანგელოზის ტაძარი, სვანური რწმენის სიმბოლო
➡️ კურორტი ჰაწვალი და ზურულდი, საბაგიროთი ავალთ და დავტკბებით სვანეთის ლამაზი ხედებით
➡️ მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი სურვილისამებრ
➡️ მიხეილ ხერგიანის (მთამსვლელი 1932-1969 წ.წ.) სახლ- მუზეუმი
➡️ სასტუმროში განთავსება
III დღე:
✔️ სოფ. იფარი - "სიყვარულის კოშკი"
✔️სოფელი უშგული
✔️ჩაჟაშის თემი
✔️თამარის კოშკი
✔️ უშგულში დავაგემოვნებთ სვანურ კერძებს კაფე XII საუკუნეში (სადაც თამარ მეფე ტრაპეზობდა)
✔️უშგულის ლამარია-ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია-IX-Xსს
✔️თბილისისკენ გავემგზავრებით ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და შთამბეჭდავი მარშუტით ზაგაროს უღელტეხილით (2620მ.) უღელტეხილზე ასვლისას მყინვარწვერ შხარას (5193მ.) მასივი ერთერთი მთავარი ღირშესანიშნაობაა. ასევე დავინახავთ ტიკარის, ლაილას. და ზოგიერთ ამოუცნობ პატარა მწვერვალების რკალს, რომელიც სვანეთის ღრმა ხეობებში იშლება.
✔️გზად გავივლით ქვემო სვანეთს- ლენტეხს, ლეჩხუმს-ცაგერს, იმერეთს-წყალტუბოს -ქუთაისს და
მოგვიანებით დავბრუნდებით თბილისში
➡️ ტურში მოცემული ლოკაციები შესაძლო გადანაცვლდეს ამინდიდან გამომდინარე
⭕აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი პირობა:
• არ ვაბინძურებთ გარემოს ( არ ვყრით ნაგავს)
• არ ვბილწვსიტყვაობთ! არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე !
• არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს ლაშქრობის დროს და ტრანსპორტში! (საღამოს ნებადართულია მცირე რაოდენობით მწვადაობისას)
• ვემორჩილებით გიდ-გამყოლს! მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე!!
• აუცილებელია სპორტული ან კომფორტული ფეხსაცმელი, გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, საწვიმარი და თბილი მოსაცმელი.
⭕მგზავრობაში შედის:
➡️მგზავრობა კომფორტული 20 ადგილიანი მიკროავტობუსით
➡️გიდი-გამყოლი!
➡️განთავსება საოჯახო სასტუმროში ორი ღამით მესტიის ცენტრში (2 და 3 ადგილიან ნომრებში ინდივიდუალური სველი წერტილებით)
➡️უშგულის მოსანახულებელი თანხა

⭕ღირებულებაში არ შედის:
კვება! ყველას
მოგვაქვს საკვები, დანარჩენ დღეებზე კვებას ადგილზე თქვენ თავად აგვარებთ ან ერთად ვივახშმებთ რომელიმე რესტორანში.
• მიხეილ ხერგიანის მუზეუმის საფასური: 5 ლარი
• მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმის ღირებულება: 10ლარი, სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის: 2 ლარი
• კურორტი ჰაწვალი და ზურულდის საბაგიროს თანხა: 25 ლარი.
• ჯიპ ტური მხეერის მთაზე: 50 ლარი
⭕️გასვლის დრო: - გამთენიისას 05:00 სთ.
გასვლის ადგილია: თბილისი. სასტუმრო რედისონი, ველოსიპედის ძეგლი!
👉ადგილების დასაჯავშნად რამდენიმე დღით ადრე დაგვიკავშირდით და მოგწერთ საბანკო ანგარიშის ნომრებს, რათა ჩარიცხოთ ტურის საფასური ბეს სახით 50 ლარი, დარჩენილი თანხა კი ტურის დაწყებამდე 5 დღით ადრე. აუცილებლად მიუთითეთ სახელი, გვარი, ტურის დასახელება და თარიღი . თუ ტურზე ვერ შეძლებთ წამოსვლას ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება. (თანხა ბრუნდება მხოლოდ, ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როცა იძულებულნი ვიქნებით ტური გავაუქმოთ. )
დაგვიკავშირდით ამ ნომრებზე:
📞597537979-თამარი WhatsApp
📞598181972-თამარი Viber


You may also like the following events from Dgl Tours:

interested
Stay in the loop for updates and never miss a thing. Are you interested?
Yes
No

Ticket Info

To stay informed about ticket information or to know if tickets are not required, click the 'Notify me' button below.

Advertisement

Nearby Hotels

სვანეთი, მესტია, Mestia, Nal'chik, Russia
Get updates and reminders

Host Details

Dgl Tours

Dgl Tours

Are you the host? Claim Event

Advertisement
სვანეთი, მხეერის მთა, მესტია, უშგული, ზაგაროს უღელტეხილი, განსხვავებული სამდღინი ტური, 10 October
სვანეთი, მხეერის მთა, მესტია, უშგული, ზაგაროს უღელტეხილი, განსხვავებული სამდღინი ტური
Fri, 10 Oct, 2025 at 05:00 am