შეხვდი ახალ 2026 წელს სვანეთში ❄️
სვანეთში გელით ბევრი თოვლიანი თავგადასავალი♥
ბევრი სრიალი ჰაწვალის და თეთნულდის სათხილამურო ტრასებზე 🏂
და რაც მთავარია,ტკბობა სვანეთის დიადი ბუნებით 🎄
▶ ტურის გამართვის თარიღი 31 დეკ.- 2 იანვარი
√ ტურის განრიგი
დღე I
❄️გასვლა თბილისი ცენტრალიდან("ოქროს ბირჟის" წინ ვიდგებით) 04:00 საათზე
❄️ ენგურჰესი და ლამაზი ფოტოები ენგურჰესზე ♥
❄️ დაბინავება მესტიაში,საოჯახო სასტუმროში(მესტიის ცენტრში,2-3 ადგილიანი ნომრები(სასტუმრო "მესტიახედი")
❄️მესტიის ეროვნული მუზეუმი
❄️სასტუმროში დაბრუნება და მზადება ახალი წლის შესახვედრად
დღე II
❄️ 11:00 საათზე ავალთ სასრიალოდ თეთნულდზე,სადაც გავჩერდებით 15:00 საათამდე.ამ დროის განმავლობაში შეგიძლიათ ისრიალოთ,გაისეირნოთ საბაგიროთი,დატკბეთ სვანეთის ფანტასტიკური ხედებით და თეთნულდის ღუნღულა კაფეებში მოვწრუპოთ გლინტვეინი 😊
❄️ 15:00 საათზე გამოვალთ თეთნულდიდან და მოვინახულებთ ჰეშკილის ქოხებს და საქანელას.
❄️ საღამოს დავბრუნდებით მესტიაში და გვექნება თავისუფალი დრო,ვისეირნებთ ღამის მესტიაში.
დღე III
❄️ 10:00 საათზე ავალათ ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე
სადაც გავჩერდებით 14:00 საათამდე.ამ დროის განმავლობაში შეგეძლებათ ისეირნოთ საბაგიროთი,ისრიალოთ ჰაწვალის სათხილამურო ტრასებზე,ზურულდიდან დატკბეთ სვანეთის მთების ულამაზესი ხედებით,დააგემოვნოთ კუბდარი და სხვა სვანური გემრიელი კერძები 😋
❄️ 14:00 საათზე წამოვალთ ჰაწვალიდან და გამოვემართებით დედაქალაქისკენ.
▶ ტურის ღირებულება 250 ლარი
√ ღირებულებაში შედის:
1.ტრანსპორტირება
2.გამყოლი/გიდი
3.საოჯახო სასტუმრო მესტიის ცენტრში
❌ღირებულებაში არ შედის:
კვება.
მესტიის ეროვნული მუზეუმის ბილეთის ტარიფები:
სტანდარტული 10 ლარი
სტუდენტი 1 ლარი
სკოლის მოსწავლე 0.5 ლარი
პენსიონერი 0.5 ლარი
ჰაწვალის და თეთნულდის საბაგიროს ღირებულება(25 ლარი)
თეთნულდზე ასასვლელად მაღალი გამავლობის(ჯიპი) მანქანის მომსახურება,კაცზე 30-35 ლარი.
▶ გასვლა:თბილისი ცენტრალიდან 04:00 საათზე ("ოქროს ბირჟის წინ" ვიდგებით)
ტურზე ადგილები შეზღუდულია,მაქსიმუმ ტურზე იქნება 19 ადამიანი,რაც მეტად კომფორტულს გახდის ჩვენს საშობაო მოგზაურობას სვანეთში 😊
☎️ტურზე რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით,ტელ:598-71-69-66 ლევანი;
📲 WhatsApp 598 71 69 66
💻ან მოგვწერეთ "ჯეო მეგზურის" პირად შეტყობინებაში
🔈 ჩვენი მოგზაურობა,რომ იყოს კომფორტული,გვაქვს გარკვეული წესები,რომელიც ტურის ყველა მონაწილემ უნდა დაიცვას:
🚫 დაუშვებელია,ნასვამ მდგომარეობაში ტურზე გამოცხადება
🚫 დაუშვებელია ტრანსპორტში ალკოჰოლური სასმელის მიღება
🚫 ტურის ხელმძღვანელს,წინასწარ არ ვურეკავთ ადგილების დასაკავებლად(დროულად მოდით და დაიკავებთ თქვენთვის სასურველ ადგილს)
💲 ტურის ღირებულებას ვრიცხავთ წინასწარ,ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება,ტური რომ არ ჩაიშშალოს
👉 ტურის გასვლისას,დაგვიანებულისთვის მაქსიმალური ლოდინი 10 წუთი
👉 ფორსმაჟორულ სიტუაციაში,ტურის ხელმძღვანელი უფლებას იტოვებს,შეცვალოს ტურის მარშუტი
♥ გისურვებთ დადებითი ემოციებით სავსე მოგზაურობას
You may also like the following events from ჯეო მეგზური: