შუანოს მთა, ძამას ხეობა | Event in Mtskheta | AllEvents

შუანოს მთა, ძამას ხეობა

მოგზაურთა და მოლაშქრეთა კლუბი "მზერა" / Travelers and Hiking Club "Mzera"

Highlights

Tue, 14 Oct, 2025 at 06:00 am

შუანოს მთა

Advertisement

Date & Location

Tue, 14 Oct, 2025 at 06:00 am to 11:00 pm (GET)

შუანოს მთა

Mtskheta, Georgia

Save location for easier access

Only get lost while having fun, not on the road!

About the event

შუანოს მთა, ძამას ხეობა
👑ორგანიზატორი: მოგზაურთა და მოლაშქრეთა კლუბი "მზერა" / Travelers and Hiking Club "Mzera"
მოგესალმებით, გთავაზობთ ერთ დღიან სალაშქრო ტურს ძამას ხეობაში ( შიდა ქართლი) შუანოს მთაზე (2273მ), საიდანაც იშლება 360 გრადუსიანი ულამაზესი ხედები, შემოდგომის ფერების ფონზე. შემოგვიერთდით, უთუოდ კმაყოფილი დარჩებით.

🌐რეგიონი: შიდა ქართლი

⏳️ხანგრძლივობა: ერთი დღე

⚧️კატეგორია: სალაშქრო-სათავგადასავლო

🦿სირთულე: მარტივი, დამწყებთათვის საშუალო

👣ფეხით გასავლელი მანძილი: დაახ. 15 - 16 კმ

🎉ღირშესანიშნაობები:
✅️შემოდგომის ფერადი ძამას ხეობა
✅️შუანოს მონასტერი
✅️შუანოს მთა
✅️ალეთის (ალეწის) ციხე
✅️ხედები თრიალეთის ქედზე, შიდა ქართლის ვაკეზე, ძამას ხეობაზე, აბულ -სამსარის ქედზე, დიდ კავკასიონის ქედზე (კარგი ამინდის შემთხვევაში ჩანს მყინვარწვერი, შხარა, თეთნულდი, იალბუზი),
✅️დაგვრჩება დრო, შევალთ ქოზიფას მონასტერში

💰ფასი: 60 ლარი - მიკროავტობუსით, 75 ლარი მინივენით

↪️ფასში შედის: ტრანსპორტირება, გიდის (გამყოლის) მომსახურება
⛅️ამინდი: ტური შედგება იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება ამინდის მკვეთრი გაურესება და ძლიერი წვიმა. ასეთ დროს ტური გუქმდება.

👉 მოკლე აღწერა:
გავემართებით ძამას ხეობაში, და ტრანსპორტით მივალთ შუანოს გადასახვევამდე, შემდეგ გზას ვაგრძელებთ ფეხით შუანოს მთის წვერისკენ (2273მ). გზად შევივლით შუანოს მონასტერში. მისი მონახულების შემდეგ ავალთ მთის წვერზე, საიდანაც იშლება ულამაზესი 360 გრადუსიანი პანორამული ხედი. შემდეგ დავბრუნდებით იგივე გზით ტრანსპორტამდე. და თუ დაგვრჩება დრო, შევივლით ქოზიფას მონასტერში.
ფეხით გასავლელი მანძილი - 15 - 16 კმ. ასაწევი სიმაღლე დაახ. 1000 მ.

🕕გასვლის დრო და ადგილი:
✅️რუსთავი სუპერმარკეტი "მადაგონი" (შარტავაზე) - 06:00,
✅️თბილისი - სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია - 07:00.

☝️ტურზე წამომსვლელთათვის აუცილებელი აღჭურვილობა:
>ზურგჩანთა ერთდღიანი ტურისთვის
>სალაშქრო ფეხსაცმელი და ტანსაცმელი შემოდგომის შესაბამისად
>საწვიმარი, ქურთუკი, მზის სათვალე და ქუდი
>წყლის ჭურჭელი, მონასტრამდე (წყალი შეიძლება არ იყოს გზად) საკვები ერთი დღისთვის.
>გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, წინდები, სამოსი. პირადი მოხმარების ნვთები.

✅️სასურველია თან იქონიოთ ფანარი,
სალაშქრო ჯოხები. ინდივიდუალური აფთიაქი.

☝️გაფრთიხლება:
🚫არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამი
❌️კატეგორიულად იკრძალება ტრანსპორტში მოწევა და ალკოჰოლის მიღება
❌️არ ვყრით ნაგავს, არ ვბილწსიტყვაობთ.
🚫დაუშვებელია მარშირებისას ალკოჰოლის დალევა და მარშუტიდან თვითნებური გადახვევა და გაჩერება, ცალკე -ცალკე ჯგუფებად სიარული , ყურსასმენებით მოძრაობა.
✳️საკვებად და შესასვენებლად ვჩერდებით ყველა ერთად.
👉ვემორჩილებით ორგანიზატორს.რომელიც წარმოადგენს უზენაეს და პასუხისმგებელ პირს. ყოველი მისი გადაწყვეტილება მისაღები უნდა იყოს ყველასთვის.
⚠️⚠️⚠️☝️☝️☝️კატეგორული გაფრთხილებაა - არავინ ვაგვიანებთ!!!! - წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს მოიხსნას ყოველგვარი პასუხისმგებლობა ნებისმიერ დამრღვევზე

🙏ფორსმაჟორული სიტუაცია:
ასეთ შემთხვევაში ტურის ორგანიზატორი იტოვებს უფლებას წინასწარი შეთანხმების გარეშე შეცვალოს მარშრუტის მიმდინარეობა ან სულაც შეწყვიტოს გასვლა თუ რომელიმე მონაწილის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

✴️გადახდა:
🔸️თანხის გადახდა ხდება ბარათზე დარიცხვით “საქართველოს ბანკი“ -
ანგარიშის ნომერზე: GE92BG0000000101180145 .
მიმღები თ. კეკენაძე.
ჩარიცხვის შემთხვევაში მოგვწერეთ შეტყობინება მითითებულ ნომერზე ან “მზერას“ ფეისბუქ გვერდზე. ტურის წინ კი წამოადგინეთ ქვითარი ან მისი სქრინი. ჩარიცხვის ბოლო ვადაა 10.10.25 .
ტურის სიაში ჩაიწერებით მხოლოდ გადახდის შემდეგ.

☝️გაითვალისწინეთ, რომ სიიდან ამოწერის შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება!

☎️ტელ: 555 27 54 79, 599 96 89 51, 574 00 55 16


Also check out other Trips & Adventurous Activities in Mtskheta.

interested
Stay in the loop for updates and never miss a thing. Are you interested?
Yes
No

Ticket Info

To stay informed about ticket information or to know if tickets are not required, click the 'Notify me' button below.

Advertisement

Event Tags

Nearby Hotels

შუანოს მთა, Mtskheta, Georgia
Get updates and reminders
Ask AI if this event suits you
Advertisement
შუანოს მთა, ძამას ხეობა | Event in Mtskheta | AllEvents
შუანოს მთა, ძამას ხეობა
Tue, 14 Oct, 2025 at 06:00 am