გიორგობა ტაო-კლარჯეთში❤️🇬🇪
ეს არის უნიკალური მოგზაურობა, სადაც ისტორია, სულიერება და ბუნების სიდიადე ერთმანეთს ერწყმის.🌿⛪️
მოგზაურობის თარიღი : 21-22-23 ნოემბერი
ტურს მეგზურობას გაუწევს #გოგა #ჩანადირი🙏
მოვინახულებთ:
✨ უძველეს ტაძრებსა და მონასტრებს, სადაც ქართული ხუროთმოძღვრების სული იგრძნობა;
✨ მთებისა და ხეობების სიჩუმეს, რომელიც მხოლოდ ზარის ხმას ელოდება;
✨ ხალხურ დღესასწაულს, სადაც ლოცვა, სიმღერა და სტუმართმოყვარეობა ერთიან სურათს ქმნის;
✨ დაუვიწყარ შესაძლებლობას, თავი იგრძნოთ როგორც ისტორიის ნაწილი
ჩვენი მარშუტია:
🔺️დღე პირველი :
🔰ერუშეთის დიადი მთები-,,მესხეთის ხერხემალი’’!
🔰არტაანის დიდი ველი! ქალაქი არტაანი(არდაჰანი),
🔰გულგადაბზარული ბანა! ლოდებად ქცეული ერთდროს გრანდიოზული ქალაქი და დიადი მონასტერი! ყველაზე სევდიანი ადგილი ........ 😞
საოცარი სილამაზე და ფანასკერტის მთების უცნაურობა .
🔰ოლთისის ხეობა , უძველესი ,,აბრეშუმის დიდი გზა''
🔰იშხნის მთები, ,იშხნის დევები' !
🔰იშხანი! ყველაზე შთამბეჭდავი და დაფასებული ძეგლი მთელს ტაო-კლარჯეთში, იშხნის ეპარქიის ცენტრი, ქართული წარწერების კორპუსი და ქვის ჰარმონია , ამქვეყნიური სამოთხე, და პირველი აღდგენილი(რესტავრირებული ) ძეგლი ტაო კლარჯეთში!
🔰ოთხთას სამონასტრო კომლექსი, მისტიური და დიადი სამონასტრო ნავსაყუდელი! ადგილი სადაც არასოდეს ყოფილა მეჩეთი!
🔰კავკასიძეების ციხის უცნაური ხედები და მდინარე ჭოროხის ხეობის სათავე!
🔰პონტოს მთები., ძველი ქართული საცხოვრებელი სახლების საოცარი ჰარმონია , ბუნებრივი ემოცია !
და განთავსება სასტუმროში იქ სადაც ერთ დროს ბაგრატიონთა დინასტიის აგარაკები იყო !
🔰ვახშამი სასტუმროში
🔺️დღე მეორე:
🔰საუზმე სასტუმროში
🔰მდინარე პარხლის ხეობა, სადაც ისევ სუნთაქავს ქართული სული და გენი!
🔰თორთუმის ხეობა, ტაოს ,,გიგანტური კანიონი’’!!! ბუნებრივი საოცრებების ჰარმონია!
🔰თორთუმის ტბა და ჩანჩქერი!
🔰ხახული, დიადი და საოცარი ქართული ტაძარი სადაც ისევ მოქმედი მეჩეთია 🙁
🔰გრანდიოზული ო შ კ ი !
სადაც სიტყვები გელევა, სადაც მუნჯდები, სადაც ემოცია პიკს აღწევს და ხვდები ჩვენი დიდი წინაპრების სიძლიერეს!
🔰ქალაქი ართვინი.
🔰დენირემის გიგანტური კაშხალი.. ხელოვნური საოცრება!
🔰დოლისყანის სათუთი მონასტერი, სადაც სიცოხცხლე დაასრულა აშოტ ბაგრატიონმა !
🔰ვახშამი სასტუმროში
🔺️დღე მესამე:
🔰საუზმე სასტუმროში
ამის შემდეგ ვბარგდებით ჩვენს მიკროავტობუსში და ვიწყებთ საოცარ მარშუტს..
🔰დილიდანვე არტანუჯის ციცაბო ბილიკებს შევუყვებით !
ტაო-კლარჯეთის ქართველთა სამეფოს ლეგენდარული დედა-ქალაქი! ბაგრატიონთა საწყისი , ადგილი სადაც პირველად ითქვა სიტყვა --საქართველო!
არაამქვეყნიური სულიერი განცდები!
გზა შავშეთისაკენ, ,,ჯოჯოხეთის კანიონი’’-კლარჯეთის კიდევ ერთი ბუნებრივი საოცრება!
🔰ხანძთა!!!!!-ქართული სამონასტრო ცხოვრების დედაბოძი! დიდი გრიგოლ ხანძთელის გზა ! და საოცარი შთაბეჭდილებების პიკი, საეკლესიო ხელოვნების საწყისი! (დამოკიდებულია ამინდზე და გზის მდგომარეობაზე!)
🔰ქალაქი შავშეთი, აქ ისევ კივის ქართული სული, ისევ ამაყობენ ძირძველი ქართველები თავიანთი ,,გურჯობით''.
🔰შავშეთის ულამაზესი ბუნება , არსიანის ზღაპრული უღელტეხილი და ფოტოსესია არსიანის გიგანტურ მთებში..
ტურის ღირებულება-450₾
ღირებულებაში შედის:
✔სასტუმროში განთავსება
✔ორჯერადი კვება (სულ 4 კვება)
✔ტრანსპორტირება მიკროავტობუსით
✔გიდის მომსახურება
✔შიდა გადაადგილება
🛑გასვლის დრო: 21 ნოემბერი, დილის 06:00 საათი.
🛑ჩამოსვლის დრო: 23 ნოემბერი, 22:30 საათი.
🛑გასვლის და ჩამოსვლის ადგილი-თბილისი,მეტრო დიდუბის ზედა ამოსასვლელი.
🔵თანხის ჩარიცხვის ბოლო ვადიდან თქვენი მხრიდან ტურის გაუქმების შემთხვევაში თანხა უკან არ ბრუნდება და არც სხვა ტურში იცვლება
🔵საზღვრის კვეთის დროს აუცილებელია ID ბარათი ან საზღვარგარეთის პასპორტი, რომლის ვადა მინიმუმ 6 თვე უნდა იყოს, არ უნდა იყოს დაზიანებული, გაბზარული, ლაქებიანი.
ვადაგასული ან არასაკმარისი ვადის მქონე პასპორტის წარდგენის ან სხვა დარღვევის გამო თუ საზღვარს ვერ გადაკვეთავთ, თქვენივე ხარჯებით ბრუნდებით უკან და ტურის თანხაც უკან არ ბრუნდება.
🔵არასრულწლოვნისთვის საჭიროა დაბადების მოწმობა+ ID ბარათი ან საზღვარგარეთის პასპორტი(თუ დედა მოყვება)
+მინდობილობა ნოტარიულად დამოწმებული (თუ არცერთი მშობელი არ მოყვება)
🔵სანახავი ობიექტების თანმიმდევრობა შეიძლება შეიცვალოს ამინდის ან სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე.
გასათვალისწინებელი პირობები:
♦️ვმოქმედებთ ჯგუფურად და ვითვალისწინებთ ტურის ორგანიზატორის მითითებებს.
♦️არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს ტურის მიმდინარეობისას
♦️ვითვალისწინებთ ერთმანეთის ინტერესებს,რადგან
ტური ჯგუფურია😊
♦️ცუდ განწყობას ვტოვებთ სახლში 🙈🥰
-------------------------
☎️დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
➡️595-41-22-35, მარიამი
You may also like the following events from GTG TOUR: