საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემია GNAEB 20 დეკემბერს ახორციელებს მასწავლებელთა სასკოლო კონფერენციას აჭარაში - ქალაქ ბათუმში
საკონფერენციო თემა - „STEM განათლება — პედაგოგიკის თანამედროვე გამოწვევები და შესაძლებლობები ციფრულ ეპოქაში“.
✅ სასკოლო კონფერენცია ჩატარდება 20 დეკემბერს - ბათუმში - ბათუმის ტექნოპარკში.
✅ კონფერენციის მომხსენებლებისა და დამსწრეების შესახებ საიმიჯო პოსტერი გამოქვეყნდება წინასწარ. (რა თქმა უნდა , მონაწილეების თანხმობის საფუძველზე ).
✅ სასკოლო კონფერენცია ხორციელდება მასწავლებლების პროფესიული წინსვლის პროგრამის ფარგლებში.
✅ კონფერენციაში ჩართვის უფლება აქვს ყველა სტატუსის მქონე პედაგოგს საქართველოს მასშტაბით.
✅ კონფერენციის პრეზენტატორები და დამსწრე მონაწილეები მიიღებენ ორენოვან სერტიფიკატებს.
✅ კონფერენციის ორგანიზატორია საქართველოს განათლებისა და ბიზანესის ეროვნული აკადემია.
🔹 კონფერენციის სამუშაო ენა : ქართული.
✅ კონფერენციაზე მოწვეულნი იქნებიან საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები /ხელმძღვანელები; ცნობილი ტრენერები, სკოლის დირექტორები და უნივერსიტეტებიდან მოწვეული ლექტორები და უნივერსიტეტის კურსდამთავრდებულები.
⭕✅დამსწრეებისთვის გაიცემა დასწრების ორენოვანი სერტიფიკატი , ხოლო მომხსენებლებისთვის , მომხსენებლის ორენოვანი სერტიფიკატი.
⭕ დამსწრე პედაგოგებისთვის / დაინტერესებული პირებისთვის დასწრების საფასური შეადგენს 55 ლარს.
(პროექტი ითვალისწინებს შესვენების ნაწილს).
✅დამსწრეებს რეგისტრაცია შეუძლიათ განახორციელონ 15 ნოემბრის 00:00 საათის ჩათვლით.
✅ იხილეთ სარეგიტრაციო ბმული -
https://docs.google.com/forms/d/1r1KzRf38u-NhwCiBCaaHwIYlirJOwcDXrJwE3KHDtWo/edit
⭕ რეგისტრაციის შემდგომ , დამსწრეებს გაეგზავნებათ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გადახდის რეკვიზიტები.
🔷 კონფერენცია განხორციელდება - 10:00 -15:00 საათის ჩათვლით.
✅ კონფერენციის პრიორიტეტული საკითხები :
1. ციფრული კომპეტენციები და პედაგოგის როლი STEM ეპოქაში
– მასწავლებლის ახალი ფუნქცია ტექნოლოგიებით გაჯერებულ სასწავლო გარემოში.
2. საგნობრივი ინტეგრაცია და გუნდური სწავლება STEM კონტექსტში
– როგორ ვქმნათ ერთობლივი პროექტები, სადაც რამდენიმე მასწავლებელი ერთ თემაზე მუშაობს.
3. კომპიუტერული აზროვნება ყველა საგანში
– ალგორითმული და სისტემური მიდგომა როგორც ზოგადსაგანმანათლებლო უნარი.
4. STEAM მიდგომა – მეცნიერება და ხელოვნება ერთობლივ სასწავლო სივრცეში
– კრეატიული აზროვნების განვითარება ინტეგრირებული პროექტებით.
5. STEM და სამეწარმეო აზროვნება
– ინოვაციიდან სტარტაპამდე: როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს იდეის რეალიზაცია პრაქტიკაში.
🔹 კონფერენციის ეტაპები მომხსენებლებისთვის:
1 ) მომხსენებლებმა უნდა წარმოადგინოს შერჩეული თემა და შესაბამისი მოხსენება ვორდის დოკუმენტით, პრეზენტაციასთან (Power Point) ერთად , დოკუმენტების გამოგზავნასთან ერთად უნდა მოგვწეროს საკონტაქტო ნომერი. რეგისტრაციის შემდეგ რამდენიმე დღეში, საკონფერენციო თემა შეფასდება სპეციალურად მოწვეული კომისიის მიერ .
შეფასების შემდეგ, დაკავშირება მოხდება შერჩეულ მონაწილეებთან, კონკურსში გამოიკვეთება საუკეთესო ნაშრომები,რომელთა პრეზენტაციების წარმოდგენაც მოხდება 8 ივნისს.
პრეზენტაციის და ვორდის დოკუმენტის გამოგზავნის დედლაინია 15 ნოემბერი- 00:00 საათი,
ჩვენს ოფიციალურ ელ-ფოსტაზე :
aW5mbyAhIG5hdGlvbmFsICEgYWNhZGVteTQgfCBnbWFpbCAhIGNvbQ==
გაითვალისწინეთ, კომისიის მიერ ხდება საუკეთესო ნაშრომების გამოვლენა., დაკავშირება ხდება მხოლოდ შერჩეულ მონაწილეებთან.
სლაიდების რაოდენობა - 15-20 სლაიდი; ვორდის დოკუმეტი - მინიმუმ 4 გვერდი.
ერთი მომხსენებლისთვის განკუთვნილი დრო. - 10 წუთი (2 წუთი კითხვა-პასუხი).
✅ პროექტის პარტნიორები არიან : განათლების საერთაშორისო აკადემია IAE და ინკლუზიური განათლების ინსტიტუტი.
✅კონფერენცია ეტაპობრივად პირდაპირ ეთერში გაშუქდება პლატფორმა ფეისბუქის საშუალებით.
✅ მასწავლებელთა კონფერეცნიის ბოლოს გათვალისწინებულია დაჯილდოვების ცერემონიალი და დაგეგმილია საიმიჯო ფოტოსესია.
✅ ყველა საიმიჯო ფოტო და ვიდეო აიტვირთება ორგანიზაციის გვერდზე. .
✅ იხილეთ ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროგრამების ფოტო-ალბომები შემდეგ ლინკზე :
https://www.facebook.com/profile.php?id=100063480851798…
✅ შემოუერთდით ჩვენს ოფიციალურ ჯგუფს facebook გვერდზე -
https://www.facebook.com/groups/394233115160766
GNAEB თითოეულ მასწავლებელს უსურვებს წარმატებას და კარიერულ წინსვლას!
⬇ დამატებითი კითხვების შემთ ხვევაში დაგვიკავშირდით
📞 598 50 39 93
დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის შემდეგ გამოგეგზავნებათ ელ-ფოსტაზე.
You may also like the following events from საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემია: