პიროვნული ზრდის სივრცე "ტრანსფორმაცია" გთავაზობთ ტრენინგ-კურსს სახელწოდებით: "ბავშვის სექსუალური განვითარება და ასაკობრივი თავისებურებები"
ბავშვის სექსუალური განვითარება ბუნებრივი, თანმიმდევრული და მრავალმხრივი პროცესია, რომელიც დაბადებიდან მოზარდობამდე გრძელდება. თუმცა მშობლებისთვის, მასწავლებლებისთვის და პროფესიონალებისთვის ხშირად რთულია გაარჩიონ - რა არის ასაკისთვის ნორმალური ქცევა და რაზეა საჭირო ყურადღების გამახვილება.
შეხვედრა ტარდება პიროვნული ზრდის სივრცე „ტრანსფორმაციის“ ორგანიზებით.
📅 თარიღი: 29-30 ნოემბერი 2025
📍 ადგილი: ქ. ბათუმი
🕒 ხანგრძლივობა: 10 საათი/ორი დღე
ღირებულება: 80 ლარი/სტუდენტებისთვის 40 ლარი
ფორმატი: ოფლაინ
შეხვედრის ადგილი: "ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი" ლერმონტოვის ქ. 67/69
ტრენერი: დავით ქათამაძე — პიროვნული ზრდის სივრცე "ტრანფორმაციის" თანადამფუძნებელი, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ბსუ-ს ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი, სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპევტი და ბიოსინთეზის სომატური ფსიქოთერაპევტი.
რა თემებს განვიხილავთ ტრენინგზე?
🔸 როგორ ვითარდება ბავშვში სექსუალობა 0–12 წლის პერიოდში
🔸 რა არის თითოეული ასაკის ბუნებრივი ქცევა, ინტერესები და კითხვები
🔸 რა შემთხვევაში გვჭირდება ყურადღების გამახვილება ბავშვის სექსუალურ ქცევაზე
🔸 როგორ ვესაუბროთ ბავშვებს სექსუალურ თემებზე უსაფრთხოდ და ასაკის შესაბამისად
🔸 როგორ დავუჭიროთ ბავშვებს მხარი ისე, რომ არ შევაშინოთ და არ გავუჩინოთ სირცხვილის განცდა
🔸 როლი, რომელიც მშობელს, სკოლას და გარემოს აქვს ჯანსაღ სექსუალურ განვითარებაში
რა ფორმატით ტარდება?
🔸ახსნა-განმარტებები მარტივ ენაზე
🔸ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ჩამოყალიბებული სტრუქტურა
🔸რეალური სიტუაციების განხილვა (ანონიმური მაგალითებით)
🔸კითხვები & პასუხები
🔸პრაქტიკული მეთოდები, რომლებიც შეგიძლია გამოიყენო სახლშიც და სკოლაშიც
შეხვედრის მონაწილეები მიიღებენ ორენოვან სერტიფიკატს.
👥 მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
მიმღების ანგარიში - GE72BG0000000101427176
დანიშნულებაში მიუთითეთ "პრობლემური სექსუალური ქცევა ბავშვებში და მისი მართვა"
გადახდის შემთხვევაში ქვითარი გამოგვიგზავნეთ პირად შეტყობინებაში.
სარეგისტრაციო ფორმა
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeQe0KPEO_TaOSn901OhUSrMRcUXV7gZjmB3erLy2LnnHetZA/viewform?usp=header
გთხოვთ, შეავსო ეს ფორმა რეგისტრაციისთვის.
დაგიკავშირდებით დეტალების დასაზუსტებლად.
თქვენი რეგისტრაცია ჩაითვლება დადასტურებულად მას შემდეგ, რაც მიიღებთ შეტყობინებას ორგანიზატორისგან.
კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე - 577-54-09-07