თუ გინდა ყველაზე "მოდური", ხალისიანი და თან ამავდროულად მშვიდი დღეების გატარება , იტალიის ეს ბიუჯეტური მიმართულება შენთვისაა! 🍕🇮🇹
მილანი-კომოს ტბა-ვენეცია!
მოგზაურობის თარიღი:
7-8-9-10 იანვარი
ტურის ღირებულება-1390₾ !
ტურის დეტალური აღწერა:
დღე 1 (7 იანვარი)
🔰06:15 საათი, ფრენა ქუთაისიდან მილანის მიმართულებით
🔰07:45 საათი (ადგილობრივი დროით), ჩაფრენა მილანში
🔰ბარგს დავტოვებთ სასტუმროში და ვიწყებთ ტურს.
🔰დუომოს კათედრალი (Duomo di Milano)- მილანის მთავარი და ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა , ულამაზესი ქანდაკებებით, მოხატული კედლებით, ისტორიული და რელიგიური დატვირთვის მქონე ნივთებით.
🔰ვიტორიო ემანუელე II-ის გალერეა- მიუხედავად იმისა, რომ ეს სავაჭრო გალერეაა, მისი არქიტექტურა და ინტერიერი იმდენად შთამბეჭდავია, რომ დუომოს შემდეგ, მილანის ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობაა. გალერეაში შესვლისას თქვენს ყურადღებას მიიპყრობს ცნობილი ბრენდების მაღაზიები, რესტორნები და კაფეები.
🔰ლეონდარდო და ვინჩის „საიდუმლო სერობა“ , რომელიც ქრისტესა და მისი მოციქულების უკანასკნელ ვახშამს ასახავს, მილანის სანტა-მარია-დელლა-გრაციეს მონასტრის კედელაზეა გამოსახული.
🔰თავისუფალი დრო
🔰დაბინავება მილანის სასტუმროში
დღე 2 (8 იანვარი)
🔰საუზმე სასტუმროში
🔰 მილანიდან მატარებლით 1 საათში ნამდვილ იტალიურ სამოთხეში აღმოჩნდებით. კომოს ტბა ულამაზესი ქალაქებით არის გარშემორტყმული, სადაც ნახავთ იტალიისთვის დამახასიათებელ კლდეზე განლაგებულ ფერად სახლებს, ულამაზეს ვიწრო ქვაფენილიან ქუჩებს და თქვენს თვალწინ ნებისმიერ ადგილზე მოხვედრისას ულამაზესი გარემო და ხედები გადაიშლება.
🔰დაბრუნება მილანში და გამგზავრება ვენეციაში
🔰დაბინავება ვენეციის სასტუმროში
დღე 3 ( 9 იანვარი)
🔰საუზმე სასტუმროში
🔰ვენეცია- მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი სტუმრობს.
🔰წმინდა მარკოზის ბაზილიკა (სან მარკოს ბაზილიკა) – St. Mark’s Basilica
🔰გრანდ არხი – Grand Canal -აქ შეგიძლიათ გაისეირნოთ გონდოლით
🔰გოდების ხიდი – Bridge of Sighs- საუკუნეების წინ ეს ხიდი პატიმრების გადასაყვანად გამოიყენებოდა. ლეგენდის მიხედვით, გოდების ხიდს სახელი ეწოდა იმის გამო, რომ პატიმრები, რომლებიც აქ გადიოდნენ, ხიდის ხის ფანჯრებიდან უკანასკნელად ათვალიერებდდნენ სამყაროს და სამუდამოდ ემშვიდობებოდნენ მას.
🔰პონტე დი რიალტოს ხიდი – Ponte Di Rialto Bridge
რამდენიმე საუკუნის წინ, თუ გინდოდათ გრანდ არხის გადაკვეთა, ერთადერთი გზა რიალტოს ხიდი იყო. დღეს კი არხის გადასაკვეთად აშენებულია ოთხი ძირითადი ხიდი, თუმცა, რიალტო ყველაზე ცნობილია.
🔰დოჟების სასახლე –(Palazzo Ducale)- სადაც განთავსებული იყო ვენეციის მთავრობა, უზენაესი სასამართლო, კანცელარია, საიდუმლო პოლიცია, საზღვაო უწყება და სხვა. ამჟამად სასახლე მუზეუმია.
🔰ხეტიალი ვენეციის ვიწრო ქუჩებში 😊
🔰 ღამისთევა ისევ ვენეციის სასტუმროში
დღე 4 (10 იანვარი)
🔰საუზმე სასტუმროში
🔰თავისუფალი დრო მესტრეში
🔰Piazza Ferreto- მთავარი მოედანი , ლამაზი არქიტექტურით.
🔰16:35 საათი, გამოფრენა ვენეციის აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით.
🔰23:15 საათი, ჩამოფრენა ქუთაისში.
ტურის ღირებულება-1390 ლარი!☺️
ღირებულებაში შედის:
✅ორმხრივი ავიაბილეთები (ქუთაისი-მილანი და ვენეცია- ქუთაისი)
✅10კგ ხელბარგი(ზურგჩანთა!)
✅სასტუმრო ვენეციაში (2 ღამე)
✅სასტუმრო მილანში (1 ღამე)
✅საუზმე
✅სამოგზაურო დაზღვევა
✅ქართულენოვანი გამყოლი/გიდი
✅ქალაქის მოსაკრებელი(City Tax)
ღირებულებაში არ შედის:
❌მუზეუმების მოსაკრებელი-40€ (სურვილისამებრ)
❌გონდოლებით გასეირნება-20€
❌კომოს ტბაზე მატარებლით წასვლა-წამოსვლა-45€
❌ქალაქებს შორის, აეროპორტიდან და ქალაქში გადაადგილება (საშუალოდ 100€)
❌ტრანსფერი: თბილისი-ქუთაისი-თბილისი, 50 ლარი
❌დანარჩენი კვება
❗️გაითვალისწინეთ, რომ ავიაბილეთის ფასები ცვალებადია, იზრდება ტურის თარიღის მოახლოებასთან ერთად, ამიტომ სასურველია, ტური დაიჯავშნოს დროულად
❗️დასაჯავშნად პირველ ეტაპზე ირიცხება 500 ლარი
❗️ავიაკომპანიის მხრიდან ხარვეზზე ან ცვლილებაზე ტურისტული კომპანია პასუხს არ აგებს
❗️საზღვრის კვეთისთვის საჭიროა საზღვარგარეთის პასპორტი 6 თვეზე მეტი ვადით.
დასაჯავშნად ან დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ პირადში, ან დაგვიკავშირდით:
595-41-22-35, მარიამი
599-41-08-35, ბაკური
You may also like the following events from GTG TOUR: