2025 წლის 15 დეკემბერს 13:00 საათზე, თსუ მუზეუმში (1 კორპუსი, ი. ჭავჭავაძის 1),
გამომცემლობა "აკადემიური წიგნი" (acad.ge), ასირიოლოგთა, ბიბლეისტთა და კავკასიოლოგთა საზოგადოება (SABC) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეპატიჟებათ სერია CUNEUM-ის ახალი წიგნის -
ძველი ახლოაღმოსავლური კანონების - პრეზენტაციაზე.
(მთარგმნელები - ნინო ჩარექიშვილი, მაია ღამბაშიძე, ერეკლე ასტახიშვილი)
წინამდებარე წიგნით მკითხველს შესაძლებლობა ეძლევა უშუალოდ გაეცნოს ძველი ახლოაღმოსავლეთის სამართლის მდიდარ მემკვიდრეობას და უკეთ გაიაზროს მისი როლი მსოფლიო სამართლისა და ცივილიზაციათა განვითარების პროცესში. მასში შესულია მსოფლიოს უძველესი სამართლებრივი ტექსტები – ძველი ახლო აღმოსავლეთის კანონები, კერძოდ: შუმერული (ურნამუს კანონები, ლიფით-იშთარის კანონები, X-ის კანონები, შუმერული კანონების სავარჯიშო ფირფიტა, კანონები დაქირავებული ხარების შესახებ, შუმერული კანონების ფორმების სახელმძღვანელო); ხეთური კანონები, ბაბილონური კანონები (ეშნუნას კანონები, ხამურაბის კანონები, ახალბაბილონური კანონები) და ასურული კანონები (შუაასურული კანონები, შუაასურული სასახლის დადგენილებები). წარმოდგენილი ტექსტების უმრავლესობა პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე, ნაწილი კი გადამუშავდა, დაზუსტდა ტერმინოლოგია და თავიდან ითარგმნა .