📣 ფოტოკონკურსი თსუ-ში ❗️
📸 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტი აორგანიზებს ფოტოკონკურსს , სახელწოდებით -
“დაიჭირე წამი” - Carpe Diem.
⏳ “ დაიჭირე წამის “ კონცეფცია გულისხმობს დაკვირვებას დროსა და სივრცეზე, რადგან რა არის ობიექტურ სახელოვნებო სივრცეში იმაზე ღირებული , ვიდრე ადამიანის მიერ სუბიექტულად აღქმული გარემოა? ყველა წამი განსაკუთრებულია , ამიტომ გიწვევთ - გამოხატეთ საკუთარი ხედვა , დაგვანახეთ ცვლილებები, დროის სისწრაფე და სტუდენტური ცხოვრების უნიკალური წვრილმანები ! ✨
📌 პროექტი წარიმართება 3 ეტაპად :
♦️ ფოტოსურათების გამოგზავნა - 30 ნოემბერი - 7 დეკემბერი ;
♦️ ნამუშევრები 8 დეკემბერს აიტვირთება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის Facebook გვერდზე, სადაც მოწონებების მიხედვით შეირჩევა 3 გამარჯვებული ;
♦️ გამოფენა - 15 დეკემბერი, 14:00-16:00 ;
📍პროექტის ჩატარების ადგილზე ინფორმაციას მოგაწვდით მეილის საშუალებით.
🏆 პრიზები :
🥇/ I ადგილი - 300 ლარი ;
🥈/ II ადგილი - 200 ლარი ;
🥉/ III ადგილი - 100 ლარი ;
🔘 პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს.
🔻 მონაწილეობის მისაღებად :
1. შეავსეთ ქვემოთ მითითებული სარეგისტრაციო ფორმა ;
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfxdtBxTBVJMkMjtQ25_Ax5uJ_nA1jcPLLl9ry9nDVObq-Mvg/viewform?usp=header
2. გამოგზავნეთ თქვენს მიერ გადაღებული ერთი ფოტოსურათი შემდეგ ელ.მისამართაზე -
bGF3c2VsZmdvdmVybm1lbnQgfCBnbWFpbCAhIGNvbQ== (გამოგზავნისას გთხოვთ დაურთოთ სახელი, რომელიც ფორმაში მიუთითეთ)
🪄 ყველა მონაწილეს გადაეცემა პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი ;
გისურვებთ წარმატებებს!💛
You may also like the following events from TSU Student Self-Governance • თსუ სტუდენტური თვითმმართველობა: