📣რეპროდუქციული მედიცინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ღონისძიება – 🔹ადამიანის რეპროდუქციის მსოფლიო კონგრესი - World Congress on Human Reproduction🔹 ისტორიაში პირველად აღმოსავლეთ ევროპაში გაიმართება და მას 2025 წლის 18-21 სექტემბერს უმასპინძლებს თბილისი-Sheraton Grand Metechi Palace-ში.
🔹კონგრესის ფარგლებში, 2025 წლის 20-21 სექტემბერს, გაიმართება საქართველოს ონკოფერტილობის ასოციაციის ორგანიზებული სიმპოზიუმი და ვორქშოფი – „უნაყოფობა 35+“, რომელიც აკრედიტებულია 12 (უპგ) ქულით შემდეგი სპეციალობებისთვის: რეპროდუქტოლოგია, გინეკოლოგია, ენდოკრინოლოგია, უროლოგია და ონკოლოგია.
🔹პროფესორ ნინო მუსერიძის გადაწყვეტილებით, სიმპოზიუმის 200 ქართველი ექიმის რეგისტრაციის საფასურის 70%-ს დააფინანსებს საქართველოს ონკოფერტილობის ასოციაცია. ქართველ მონაწილეებს მონაწილეობის გადასახადის გადახდა მოუწევთ მხოლოდ მინიმალური სავალდებულო თანხით – 50$ (გადასახადი განსაზღვრულია მსოფლიო კონგრესის შინაგანაწესით).
🔹კონგრესის ორგანიზატორები არიან ადამიანის რეპროდუქციის საერთაშორისო აკადემია პროფესორ ანდრეა ჯენაზანის ხელმძღვანელობით და საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს პროფესორი არჩილ ხომასურიძე.
🔹ღონისძიება ტარდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს ონკოფერტილობის ასოციაციის მხარდაჭერით.
🔹კონგრესზე მოხსენებებით წარსდგებიან წამყვანი სპეციალისტები კანადიდან, იტალიიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან და საქართველოდან.
👉გაითვალისწინეთ, რომ
დასწრება შესაძლებელია მხოლოდ დარეგისტრირებული ექიმებისთვის!
📩რეგისტრაციის მსურველებმა მოგვწერეთ მეილზე:
aW5mbyB8IGl2ZmdncmMgISBjb20=