

# Event Details

- **Event Name**: "საერთო შრომით" - საპირველმაისო კონფერენცია 
- **Event Start and End Date**: Fri, 01 May, 2026 at 02:00 pm (+04:00)
- **Event Description**: დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მოყოლებული, საქართველოს მთავრობები გვპირდებიან დემოკრატიას, თავისუფლებას, განვითარებას, მაგრამ ყოველ ჯერზე ერთი და იმავე წრეზე მივდივართ: სოციალური ყოფის გაუმჯობესების ნაცვლად ეკონომიკის გაბატონებული ნეოლიბერალური მოდელი მიზანმიმართულად გვაღარიბებს. ერთეულები ჩვენს ხარჯზე მდიდრდებიან და შემდეგ ჩვენი ამ ეკონომიკური უძალობის ნიადაგზე ახერხებენ პოლიტიკური ძალაუფლების სრულად ხელში ჩაგდებასაც. 

ჩვენი მოძრაობა ერთ წლის წინ იმ რწმენით შეიქმნა, რომ საქართველოს დღევანდელი ღრმა პოლიტიკური, ეკონომიკური და მორალური ჩიხიდან გამოსავალი მხოლოდ სისტემურ გარდაქმნაშია: 

დემოკრატია არ შეიძლება დაიყვანებოდეს რამდენიმე წელიწადში არჩევნებში ვინმესთვის ხმის მიცემაზე. ადამიანებს უნდა მიეცეთ ქვეყნის ბედიღბლის განსაზღვრაში სრულფასოვანი, ყოველდღიური თანამონაწილეობის ინსტიტუციური ბერკეტები. სახელმწიფო აპარატი ვეღარ უნდა იქცეოდეს განცალკევებულ პრივილეგირებულ კასტად, რომლის ხელშიც დღეს სახელმწიფო კაპიტალის მოსამსახურედაა ქცეული, ხალხი და ბუნება კი - ოლიგარქიის გამდიდრების საშუალებად. 

35 წლის ჩაკეტილი წრიდან გავაღწევთ მხოლოდ მაშინ, როცა პოლიტიკური ძალაუფლება და ეკონომიკური დოვლათი სამართლიანად გადანაწილდება და თითოეული მოქალაქე გახდება ქვეყნის ბედის - მისი პოლიტიკისა და ეკონომიკის - თანაშემოქმედი. ესაა ჩვენთვის სოციალური დემოკრატია. 

დაარსების დღიდან თვითონ მოძრაობაც ამ პრინციპით მუშაობს: 180 წევრი თანასწორ გარემოში ერთობლივად მოქმედებს და ამუშავებს პროგრამულ ხედვებს ქვეყნის საკვანძო დარგებზე.

მოძრაობა პარტიად გარდაქმნას ესწრაფვის, მაგრამ მიზანია არა მორიგი პარტიის დარეგისტრირება, არამედ სოციალური დემოკრატიის პრინციპებზე დაფუძნებული ერთობის შექმნა, სადაც თითოეული წევრი იგრძნობს, რომ ეს ერთობა მას ეკუთვნის და მისი თანამშრომლობით იქმნება.

ამ გზაზე, 1 მაისს გიწვევთ საპროგრამო კონფერენციაზე, სადაც საერთო მსჯელობად ვაქცევთ იმ ხედვებს ეკონომიკაზე, შრომასა და სოციალურ პოლიტიკაზე, რაც აქამდე მოძრაობის შიგნით მუშავდებოდა.

კონფერენციაზე წარვადგენთ:

▪️ ეკონომიკური პროგრამის დებულებებს;
▪️ შრომის პოლიტიკის ძირითად თეზისებს;
▪️ სოციალური პოლიტიკის მთავარ მიმართულებებს.

🔴 ღონისძიების მთავარი ნაწილი იქნება სამუშაო განხილვა, თანასწორი დისკუსია საქართველოს ეკონომიკის, სოციალური ცხოვრებისა და შრომითი ურთიერთობების ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევების შესახებ. გამოთქმული მოსაზრებები სათანადოდ აისახება პროგრამულ დოკუმენტებში, რომელთაც მოძრაობის საერთო კრება დაამტკიცებს. 

📝 კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/maydaymsd 

📍შეხვედრა გაიმართება 2026 წლის 1 მაისს, 14:00 საათზე, სასტუმრო „მუზეუმში“ (Museum Hotel Tbilisi, ვახტანგ ორბელიანის 8/10).
- **Event URL**: https://allevents.in/tbilisi/საერთო-შრომით-საპირველმაისო-კონფერენცია/200029985842922
- **Event Categories**: 
- **Interested Audience**: 
  - total_interested_count: 107

## Ticket Details


## Event venue details

- **city**: Tbilisi
- **state**: TB
- **country**: Georgia
- **location**: Museum Hotel Tbilisi
- **lat**: 41.699524590976
- **long**: 44.803630113602
- **full address**: Museum Hotel Tbilisi, Vakhtang Orbeliani Street 8/10,Tbilisi, Georgia

## Event gallery

- **Alt text**: &quot;საერთო შრომით&quot; - საპირველმაისო კონფერენცია
  - **Image URL**: https://cdn-az.allevents.in/events10/banners/2ad29a1d7d834beac815ae8deeb32831357a6ecc808d1f2e74f3662d86e646fe-rimg-w1200-h628-dc757166-gmir?v=1777115361

## FAQs

- **Q**: When and where is "საერთო შრომით" - საპირველმაისო კონფერენცია  being held?
  - **A:** &quot;საერთო შრომით&quot; - საპირველმაისო კონფერენცია  takes place on Fri, 01 May, 2026 at 02:00 pm to Fri, 01 May, 2026 at 02:00 pm at Museum Hotel Tbilisi, Vakhtang Orbeliani Street 8/10,Tbilisi, Georgia.
- **Q**: Who is organizing "საერთო შრომით" - საპირველმაისო კონფერენცია ?
  - **A:** &quot;საერთო შრომით&quot; - საპირველმაისო კონფერენცია  is organized by მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის • Movement for Social Democracy.

## Structured Data (JSON-LD)

```json
[
    {
        "@context": "https://schema.org",
        "@type": "Event",
        "name": "&quot;საერთო შრომით&quot; - საპირველმაისო კონფერენცია",
        "image": "https://cdn-az.allevents.in/events10/banners/2ad29a1d7d834beac815ae8deeb32831357a6ecc808d1f2e74f3662d86e646fe-rimg-w1200-h628-dc757166-gmir?v=1777115361",
        "startDate": "2026-05-01T14:00:00+04:00",
        "url": "https://allevents.in/tbilisi/საერთო-შრომით-საპირველმაისო-კონფერენცია/200029985842922",
        "eventStatus": "https://schema.org/EventScheduled",
        "location": {
            "@type": "Place",
            "name": "Museum Hotel Tbilisi",
            "address": {
                "@type": "PostalAddress",
                "streetAddress": "Vakhtang Orbeliani Street 8/10,Tbilisi, Georgia",
                "addressLocality": "Tbilisi",
                "addressRegion": "TB",
                "addressCountry": "GE"
            },
            "geo": {
                "@type": "GeoCoordinates",
                "latitude": "41.699524590976",
                "longitude": "44.803630113602"
            }
        },
        "eventAttendanceMode": "https://schema.org/OfflineEventAttendanceMode",
        "description": "დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მოყოლებული, საქართველოს მთავრობები გვპირდებიან დემოკრატიას, თავისუფლებას, განვითარებას, მაგრამ ყოველ ჯერზე ერთი და იმავე წრეზე მივდივართ: სოციალური ყოფის გაუმჯობესების ნაცვლად ეკონომიკის გაბატონებული ნეოლიბერალური მოდელი მიზანმიმართულად გვაღარიბებს. ერთეულები ჩვენს ხარ",
        "organizer": [
            {
                "@type": "Organization",
                "name": "    Movement for Social Democracy",
                "url": "https://allevents.in/org/მოძრაობა-სოციალური-დემოკრატიისთვის-•-movement-for-social-democracy/25627237"
            }
        ]
    }
]
```