🔥🎨 თუ გიყვარს ხატვა, ეძებ შემოქმედებით გამოწვევას და გაინტერესებს, როგორ შეიძლება დროისა და სივრცის გადაკვეთა ხელოვნების მეშვეობით - ეს პროექტი შენთვისაა!
📣 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება ნახატების გამოფენა თემაზე: „დროის ლაბირინთი“, სადაც მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა, საკუთარი წარმოსახვით შექმნან დროის, ეპოქების, გარდაქმნებისა და ისტორიულ-სიმბოლური სივრცეების მხატვრული ხედვა.
‼️📘 მონაწილეობის პირობები:
✔️ მონაწილეობა შეუძლია თსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე ყველა სტუდენტს.
✔️ მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ ნამუშევრები, რომლებიც ასახავს დროის მანძილზე მომხდარ ცვლილებებს, ეპოქების გადაკვეთას, სიმბოლოებს, მოგონებებსა და ფანტაზიურ სამყაროს — ყველაფერს, რაც „დროის ლაბირინთის“ თემას ეხმიანება.
📌📣 ყველა ნამუშევარი გამოიფინება 17 დეკემბერს ,თსუ-ს პირველი კორპუსის მუზეუმში, სადაც პროფესიონალი ჟიური შეაფასებს მათ და გამოავლენს გამარჯვებულებს.
🏆 პრიზები:
🥇 I ადგილი — 300 ლარი
🥈 II ადგილი — 200 ლარი
🥉 III ადგილი — 100 ლარი
⚠️📎 მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ მითითებულ ბმულზე 16 დეკემბრამდე.
https://docs.google.com/forms/d/1s_6xRkjyZtNl7xc4xjXH1D8BBF2zfsz5wE1oTByNkQ0/edit
ასევე, თითოეულმა მონაწილემ უნდა წარადგინოს საჭირო დოკუმენტები II კორპუსის 237 ოთახში 11:00–18:00 საათამდე.
ნახატების ჩაბარების ბოლო ვადა 16 დეკემბერი, 18:00 საათი, მეორე კორპუსის 237 აუდიტორია.
📌 არ გაუშვა შანსი, იმოგზაურე დროის ლაბირინთში და შენი ხელოვნებით გააერთიანო წარსული, აწმყო და მომავალი!
💙🤍 გისურვებთ წარმატებებს!
You may also like the following events from TSU Student Self-Governance • თსუ სტუდენტური თვითმმართველობა: