

# Event Details

- **Event Name**: ნათელა გრიგალაშვილი „საით მიფრინავ, ღრუბელო?“  ფერეიდნული კვალი: ოთხი საუკუნის შემდეგ
- **Event Start and End Date**: Sat, 06 Jun, 2026 at 05:00 pm
- **Event Description**: 6 ივნისი -15 სექტემბერი, 2026
გამოფენის გახსნა: 6 ივნისი , 17:00 - 20:00

თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას „საით მიფრინავ, ღრუბელო?“  ფერეიდნული კვალი: ოთხი საუკუნის შემდეგ. 

„საით მიფრინავ, ღრუბელო? ვინ იცის, იქნებ საქართველოს მთებს გადაუფრინო?!...“
ფერეიდნელი დედის სიტყვები ცაზე ღრუბლების დანახვისას

ამ გამოფენის სახელწოდება ერთი შემთხვევითი, მაგრამ სიმბოლური საუბრიდან დაიბადა. ფერეიდანში მოგზაურობისას ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა ნათელა გრიგალაშვილს  თავისი დედის ეს სიტყვები გაუზიარა. თურმე ქალი ხშირად ახედავდა ხოლმე ცაზე ღრუბლებს და კითხულობდა, ნეტა ისინი იმ ჩემი შორეული სამშობლოსკენ ხომ არ მიფრინავენო. საქართველო თავად არასოდეს ენახა, მაგრამ მთელი სიცოცხლის მანძილზე მას გულით ატარებდა.

ამგვარი სევდა და მელანქოლია თან გასდევს ფერეიდნელი ქართველების მთელ ისტორიას, რომელიც XVII საუკუნის დასაწყისიდან, შაჰ-აბასის მიერ მათი იძულებითი გადასახლებიდან იწყება. მას შემდეგ, ოთხი საუკუნის განმავლობაში, ირანის გულში, ისპაანის პროვინციაში, მათ შეძლეს, შეენარჩუნებინათ ყველაზე მთავარი - საკუთარი იდენტობა და ძველებური ქართული მეტყველება, როგორც  ერთგვარი ცოცხალი ენობრივი მუზეუმი.

ფერეიდნელი ქართველების თემა ნათელა გრიგალაშვილისთვის წლების განმავლობაში მნიშვნელოვან შემოქმედებით ინტერესს წარმოადგენდა, მაგრამ პროექტმა საბოლოო ფორმა მაშინ მიიღო, როდესაც მის ხელთ საუკუნის წინ გამოცემული წიგნი აღმოჩნდა. გამოფენის კონცეპტუალური ჩარჩო განსაზღვრა ლადო აღნიაშვილის 1894 წლის ჩანაწერებმა, პირველი ქართველისა, რომელიც საუკუნეზე მეტი ხნის წინ გაემგზავრა ირანში „დაკარგული“ ქართველების მოსაძებნად. ნათელა გრიგალაშვილის მოგზაურობა სწორედ აღნიაშვილის ნაკვალევზე სიარული აღმოჩნდა; არა პირდაპირი, ფიზიკური მარშრუტით, არამედ იმ ემოციური და კულტურული მეხსიერების ძიებით, რომელიც მკვლევარმა თავის დროზე აღწერა.

გამოფენაზე წარმოდგენილი სერია იმ იზოლირებულ კულტურულ კუნძულზე დაკვირვების მცდელობაა, სადაც ყოველდღიურობა სამშობლოს მუდმივ  მონატრებასთანაა შერწყმული. წარსულისა და აწმყოს ეს გადაჯაჭვულობა საბოლოოდ დიალოგად იქცევა დროსა და სივრცეში - ლადო აღნიაშვილის მიერ საუკუნის წინ აღწერილსა და ნათელა გრიგალაშვილის თვალით დღეს დანახულ ფერეიდანს შორის.

ოცდაათ წელზე მეტია, რაც ნათელა გრიგალაშვილი  დოკუმენტური ფოტოგრაფიის მიმართულებით მუშაობს. მისი ფოტოსერიების ძირითადი თემებია საქართველოს რეგიონების ყოველდღიური ცხოვრება, იზოლირებული თემების სოციალურ-კულტურული იდენტობა, კოლექტიური მეხსიერება და ის ცვლილებები, რომლებსაც თანამედროვეობა ამ გარემოში იწვევს. ნათელა გრიგალაშვილი ძირითადად გრძელვადიან პროექტებს ქმნის. ის თვეებსა და წლებს ატარებს იმ სივრცეში, რომელსაც იღებს და ადგილობრივ მოსახლეობასთან უშუალო, მუდმივი ურთიერთობის გზით აღწევს  მათ ნდობას, რაც მის ფოტოებს განსაკუთრებული სიახლოვის განცდასა და ინტიმურობას ანიჭებს.

კურატორი - მირიამ გრიგალაშვილი

პროექტის ხელმძღვანელი: მარიამ წიქარიძე
საორგანიზაციო გუნდი: მარიამ ბოკერია, მარი მახარობლიშვილი

მისამართი: თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის გალერეა, მარჯანიშვილის 7.
სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი, 10:00 - 20:00 



Natela Grigalashvili
Whither Are You Flying, O Cloud?
The Fereydani Trace: Four Centuries Later

6 June – 15 September 2026
Exhibition Opening: 6 June, 5:00 PM – 8:00 PM

TBC Concept Gallery presents Natela Grigalashvili’s solo show   Whither Are You Flying, O Cloud? The Fereydani Trace: Four Centuries Later. 

“Whither are you flying, O cloud? Who knows, maybe you will fly over the mountains of
Georgia?!...” 
The words of a Fereydani mother upon seeing clouds in the sky

The title of this exhibition was born from a chance, yet deeply symbolic conversation.
While traveling in Fereydani, one of the local residents shared their mother’s words with
Natela Grigalashvili. It turns out that the woman would often look up at the clouds in the
sky and ask whether they were flying toward her remote homeland. She had never seen
Georgia herself, but she carried it in her heart her entire life. 

This kind of sadness and melancholy haunts the entire history of the Fereydani Georgians. Their story began in the early 17th century with their forced deportation by Shah Abbas. Since then, for four centuries in the heart of Iran, in the Isfahan province, they managed to preserve the most important thing- their identity and their ancient Georgian speech, which acts as a
kind of living linguistic museum.

The subject of Fereydani Georgians has been an important creative interest for Natela
Grigalashvili for years. However, the project took its final shape when she discovered a
book published a century ago. The conceptual framework of the exhibition was defined
by the 1894 records of Lado Aghniashvili. He was the first Georgian who traveled to Iran
more than a century ago in his attempt to find the ‘lost’ Georgians. Natela
Grigalashvili’s journey turned out to be a walk following Aghniashvili’s footsteps- not by
a direct physical route, but through the search for the emotional and cultural memory
that the researcher once described.

The series presented in this exhibition is an attempt to observe an isolated cultural
island, where daily life is deeply intertwined with a constant longing for the homeland.
This intertwining of past and present ultimately becomes a dialogue across time and
space- between the Fereydani described by Lado Aghniashvili a century ago, and the
Fereydani seen today through the eyes of Natela Grigalashvili.

Natela Grigalashvili has dedicated more than thirty years to documentary photography.
Her work mainly centers on the everyday life of regional Georgia, the socio-cultural
identity of isolated communities, collective memory, and the impact of the modern world
on these spaces. Creating mostly long-term projects, she spends months and even
years living in the environments she captures. This direct and continuous connection
with the local people allows her to gain their trust, giving her images a deeply personal
and an intimate feel.

Curated by Myriam Grigalashvili
Project Lead: Mariam Tsikaridze
Organizing Team: Mariam Bokeria, Mari Makharoblishvili
Address: TBC Concept Gallery Multifunctional Space, Marjanishvili St. 7.
Hours: Monday-Saturday, 10:00 AM - 8:00 PM
- **Event URL**: https://allevents.in/tbilisi/ნათელა-გრიგალაშვილი-„საით-მიფრინავ-ღრუბელო-ფერეიდნული-კვალი-ოთხი-საუკუნის-შემდეგ/200030175118328
- **Event Categories**: exhibitions
- **Interested Audience**: 
  - total_interested_count: 445

## Ticket Details


## Event venue details

- **city**: Tbilisi
- **state**: TB
- **country**: Georgia
- **location**: TBC Concept - თიბისი კონცეპტი
- **lat**: 41.708379719279
- **long**: 44.795181155205
- **full address**: TBC Concept - თიბისი კონცეპტი, Marjanishvili 7 ,Tbilisi, Georgia

## Event gallery

- **Alt text**: ნათელა გრიგალაშვილი „საით მიფრინავ, ღრუბელო?“  ფერეიდნული კვალი: ოთხი საუკუნის შემდეგ
  - **Image URL**: https://cdn-az.allevents.in/events7/banners/dab7d841821fc6ef39749883e4c8901cb7ebf277446e00840ca245b6db854b00-rimg-w1200-h628-dc2c1d11-gmir?v=1780335928

## FAQs

- **Q**: When and where is ნათელა გრიგალაშვილი  საით მიფრინავ, ღრუბელო?   ფერეიდნული კვალი: ოთხი საუკუნის შემდეგ being held?
  - **A:** ნათელა გრიგალაშვილი  საით მიფრინავ, ღრუბელო?   ფერეიდნული კვალი: ოთხი საუკუნის შემდეგ takes place on Sat, 06 Jun, 2026 at 05:00 pm to Sat, 06 Jun, 2026 at 05:00 pm at TBC Concept - თიბისი კონცეპტი, Marjanishvili 7 ,Tbilisi, Georgia.
- **Q**: Who is organizing ნათელა გრიგალაშვილი  საით მიფრინავ, ღრუბელო?   ფერეიდნული კვალი: ოთხი საუკუნის შემდეგ?
  - **A:** ნათელა გრიგალაშვილი  საით მიფრინავ, ღრუბელო?   ფერეიდნული კვალი: ოთხი საუკუნის შემდეგ is organized by TBC - თიბისი.
- **Q**: Who is this event for? Is it right for me?
  - **A:** ნათელა გრიგალაშვილი  საით მიფრინავ, ღრუბელო?   ფერეიდნული კვალი: ოთხი საუკუნის შემდეგ is ideal for art lovers, trade professionals, collectors, and exhibition enthusiasts exploring the latest in their field. Whether you're a first-time attendee or a longtime enthusiast in Tbilisi, this event is thoughtfully curated to deliver a standout experience worth every moment. With 440+ people already showing interest, this is clearly an event worth adding to your calendar - don't miss out.

## Structured Data (JSON-LD)

```json
[
    {
        "@context": "https://schema.org",
        "@type": "Event",
        "name": "ნათელა გრიგალაშვილი „საით მიფრინავ, ღრუბელო?“  ფერეიდნული კვალი: ოთხი საუკუნის შემდეგ",
        "image": "https://cdn-az.allevents.in/events7/banners/dab7d841821fc6ef39749883e4c8901cb7ebf277446e00840ca245b6db854b00-rimg-w1200-h628-dc2c1d11-gmir?v=1780335928",
        "startDate": "2026-06-06",
        "url": "https://allevents.in/tbilisi/ნათელა-გრიგალაშვილი-„საით-მიფრინავ-ღრუბელო-ფერეიდნული-კვალი-ოთხი-საუკუნის-შემდეგ/200030175118328",
        "location": {
            "@type": "Place",
            "name": "TBC Concept - თიბისი კონცეპტი",
            "address": {
                "@type": "PostalAddress",
                "streetAddress": "Marjanishvili 7 ,Tbilisi, Georgia",
                "addressLocality": "Tbilisi",
                "addressRegion": "TB",
                "addressCountry": "GE"
            },
            "geo": {
                "@type": "GeoCoordinates",
                "latitude": "41.708379719279",
                "longitude": "44.795181155205"
            }
        },
        "eventAttendanceMode": "https://schema.org/OfflineEventAttendanceMode",
        "description": "6 ივნისი -15 სექტემბერი, 2026\nგამოფენის გახსნა: 6 ივნისი , 17:00 - 20:00\n\nთიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას „საით მიფრინავ, ღრუბელო?“  ფერეიდნული კვალი: ოთხი საუკუნის შემდეგ. \n\n„საით მიფრინავ, ღრუბელო? ვინ იცის, იქნებ საქართველოს მთებს გადაუფრინო?!...“\nფ",
        "organizer": [
            {
                "@type": "Organization",
                "name": "TBC - ",
                "url": "https://allevents.in/org/tbc-თიბისი/2443261",
                "description": "ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს!"
            }
        ]
    }
]
```