

# Event Details

- **Event Name**: სამ დღიანი ჯიპ ტური - ფშავ-ხევსურეთი! ღმერთები, რაინდები, მითები და ჯვარ-ხატები
- **Event Start and End Date**: Fri, 14 Aug, 2026 at 07:30 am – Sun, 16 Aug, 2026 at 09:00 pm
- **Event Description**: ? გთავაზობთ შემეცნებით-სათავგადასავლო ტურს მისტიურ ფშავ-ხევსურეთში! 

? თარიღი: 14.08-16.08.2026
⏳ ხანგრძლივობა: 3 დღე / 2 ღამე
? ფასი: 459 ლარი

მოვინახულებთ:
?სოფელი ჩარგალი- ვაჟა ფშაველას სახლ-მუზეუმი
?დათვიჯვრის უღელტეხილი 2676 მ
?მდინარე არღუნის ზურმუხტისფერი ხეობა
?ლებაისკარის კოშკი
?კისტანის ციხე
?შატილი- ციხე-სოფელი
?ანატორის აკლდამები
?სოფელი არდოტი
?ლაშქრობა სოფელ ანდაქში
?მიცუ (მუცო) ციხე-სოფელი
?კორშის ეთნოგრაფიული მუზეუმი 


ტურის სრული აღწერა, იხლეთ ქვემოთ! 

?არსებობს ადგილი, სადაც დრო ჩერდება!
?სადაც ქვის კოშკები გმირების ისტორიებს გვიყვებიან!
?აქ ხატებთან მისვლა დღემდე  წმინდა რიტუალია!
?️სადაც მთები ღმერთების სახელებს ჩაგჩურჩულებენ!
?‍♂️?აქ კოპალა და პირქუში სიზმრად გვსტუმრობენ!
?სადაც უძველეს ნიშნებს, მარადისობაში გადავყავართ!
ეს  ფშავ-ხევსურეთია!
და ჩვენ იქ  მივდივართ..!

 
?დღე I 

?გზას ჟინვალის წყალსაცავიდან ულამაზეს ფშავის არაგვის ხეობაში გავუყვებით. 
?მოგზაურობას ღმერთ-კაცთან, ვაჟა-ფშაველასთან შეხვედრით  დავიწყებთ.
?️ჩვენი პირველი ლოკაცია სოფელი ჩარგალი, ვაჟას სახლმუზეუმია.
?იცოდით რომ ფშავ-ხევსურები ვაჟას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდნენ?

?️დათვიჯვრის უღელტეხილი 2676 მ .
?გასაოცარი სერპენტინებითა და თვალწამრტაცი პანორამებით. 
?ამ ულამაზეს ადგილზე გვექნება საერთო პიკნიკი, სადაც ასევე პირველი შეხება გვექნება აქაურ ადათ-წესთან. აქ ამომსველი ილოცება არყით და იგონებს გარდაცვლილებს. „შაუნდას და მაახმაროს იმათა, ვინაც წავიდა და ახლა ცით ჩამასცქერის მიწასა“

?️მდინარე არღუნის ზურმუხტისფერი ხეობა

?ლებაისკარის კოშკი
საცხოვრებელი ციხე-კოშკია არღუნის ხეობაში, ხუთსართულიანი და თავდაცვითი ელემენტებით.
? გსმენიათ ძირის, შუას და ზეთას თვალზე? 

?კისტანის ციხე
უჩინარი გზისპირა სოფელი, უნიკალური პეტროგლიფებით

?️შატილი- ციხე-სოფელი
უნიკალუტი არქიტექტურული ნაგებობები  კოშკები, რომელიც ნატეხი, ფიქალი და რიყის ქვებით ერთმანეთის მიჯრით არის ნაგები.
ერთად დავათვალიერებთ ამ საოცარ სოფელს, გავეცნობით მის ისტორიას, არქიტექტურას , ცხოვრების ადათებსა და წესებს.
საღამო: -  მითები, ლეგენდები, ადათ -წესები…????
მისტიური ღამის დასაწყისი კოცონთან!??‍?? 

?ღამისთევა შატილში - საოჯახო ტიპის სასტუმროში, სადაც ჩვენი მასპინძელი უგემრიელესი ვახშმით გაგვიმასპინძლდება.

?დღე II

?? შეგიძლია წარმოიდგინო დილა, ულამაზესი პანორამებით, ცხელი ყავითა და გემრიელი საუზმით? სადაც შენს იდლიას ვერავინ და ვერაფერი არღვევს? სწორედ ასეთი საუზმის შემდეგ, დავიწყებთ ჩვენი მოგზაურობის მეორე დღეს.

?მოვინახულებთ :

⚰️? ანატორის აკლდამები ,, "გაღმა სოფელში ასკილი ჰყვავის" ?
ადგილი სადაც სოფლის მოსახლეობა საკუთარი ხელით აგებდა აკლდამებს, სადაც შავი ჭირით დაავადებული ადამიანი, თავისი ფეხით მიდიოდა აქ და ელოდებოდა სიკვდილს. 
☀️ამბობენ, რომ ამ სოფელში მზე ორჯერ ამოდის…?

?️გზას მიდინარე ანდაქის გასწვრივ გავუყვებით და ჩავალთ სოფელ არდოტში.
ზღვის დონიდან 1820 მ მდება ეს პატარა სოფელი,არწივის ბუდესავით შემორჩენია ამ ხეობას და დღემდე მედგრად იცავს პირიქითა ხევსურეთს. სოფლიდან შთამბეჭდავი ხედები იშლება ხეობებსა და კავკასიონის ქედზე. ულამაზესი მწვერვალი თებულოს მთის დანახვაც კი შესაძლეებლია.

??‍➡️?‍♀️‍➡️კარგი ამინდის შემთხვევაში , სოფლიდან მცირე ლაშქორბას მოვაწყობთ, უკანასკნელ დასახლებულ სოფელ ანდაქამდე. 
სოფელი თითქმის აღარ არსებობს, და  ნანგრევებად არის ქცეული აქ მხოლოდ ერთი ზვიადაურების ოჯახი სახლობს. 
(ლაშქრობა: დაახლოებით 11 კმ / 5 სთ - მარტივი)

?? ლაშქრობის შემდგომ კვლავ სოფელ ანდაქში დავბრუნდებით და დავბინავდებით, სადაც ჩვენი მასპინძელი უგემრიელესი ვახშმით გაგვიმასპინძლდება.

??‍♂️ საფიხვნოს თავში ბევრ საინტერეო ამბავს მოვისმენთ, ,,ღმერთების, რაინდების, მითების, ჯვარ-ხატების და უნიკალური პეტროგლიფების შესახებ, რომელიც საიდულმლო ნიშნებად დაგვიტოვეს წინაპართ. ?????

?✨,, დაღამდა… წვრილნი ვარსკვლავნი
           აყვავდენ, დასხდენ ცაზედა;,

?იცოდით, რომ ხევსურთ რწმენაში, ზუსტად იმდენი ვარსკვლავია, რამდენი ადამიანიც არსებობს?

?დღე III

?საუზმის შემდგომ გზას ლეგენდების სამყაროში განვაგრძობთ. 

??რთული რელიეფის სამ ტერასაზე განლაგებული, ისტორიული ციხე-სოფელი მიცუ  (მუცუ) - ხევსურეთის დარაჯი და მცველი.
?ეს ერთ -ერთი უძველესი ნასახლია საქართველიში, რომელმაც ასეთი გამოკვეთილი სახით მოაღწია ჩვენამდე.
???️მიცუ ერთადერთია მთელს ხევსურეთში, რომლის დაპყრობა მტერმა ვერასოდეს მოახერხა.
ვინ იცის, ვინ იპოვნის მიცუს საიდუმლო განძს, ვინ იქნება ხატის რჩეული?
?სოფელი დღეს ,, ევროპა ნოსტრას,,  ჯილდოს მფლობელია.
?დავათვალიერებთ და ერთად მოვინახულებთ ამ საუნჯეს, რომლის თითოეული დეტალი, უკიდეგანო ისტორიას ინახავს.
???‍?ადგილი- სადაც შევხვდებით ღმერთებს, ღმერთკაცებს და რაინდებს...
?️ადგილი- რომელიც მარადისობის საიდუმლოს ატარებს!

?შემდგომ გეზს თბილისისკენ ავიღებთ და გზად, 
?️სოფელ კორშაში- კორშის ეთნოგრაფიული მუზეუმი ვეწვევით.
ადგილი, სადაც ვიხილავთ ხევსურული ყოფის ამსახველ XVIII-XIX საუკუნეების ეთნოგრაფიულ მასალას, როგორც დასტურს იმ საუნჯისა, რაც მოგზაურობისას იხილე. ??️??

?ტურში დაგჭირდებათ: 
?მოხერხებული ფეხსაცმელი, სასურველია სალაშქრო! 
☔?საწვიმარი (რა იცი რა ხდება)
?მცირე ზურგჩანთა
?წყლის მათარა
?მზისგან დამცავი საშუალებები: კრემი, სათვალე, კეპი..
?ფოტოკამერა, დაუვიწყარი მომენტებისათვის !

?!!! ზოგიერთ ადგილიას ტელეფონს არ აქვს მიღება, ასევე ხშირია ელ.ენერგისს გათიშვა.

ღირებულებაში შედის: ?
? მგზავრობა მაღალი გამავლობის ტრანსპორტით (მიცუბიში დელიკა/ან მსგავსი)
?‍♀️ გიდი -  ქეთი თუშმალიშვილი?‍♀️
? ყავა/ჩაი და მსუბუქი სნექები
✅ღამისთევა საოჯახო ტიპის სასტუმროში შატილსა და არდოტში! 
 (?!!! გაითვალსიწინეთ, ფასი ითვალისწინებს ერთი ადამიანის საფასურს ორ ან სამ საწოლიან ოთახში!!!)
✅საუზმე- 2x
✅ვახშამი-2x
✅სადილი - 1x (ფშაური ხინკლის გარეშე როგორ იქნება)
✅პიკნიკი - 2x
✅ვაჟა-ფშაველას სახლმუზეუმი
✅სოფელ კორშას ეთნოგრაფიული ზუმეუმი 
✅ყველა პროგრამით გათვალიწინებული ობიექტი



? ტურზე ადგილის დასაჯავშნად აუცილებელია 70 ლარის წინასწარ გადახდა.
? თქვენი მხრიდან მონაწილეობის გაუქმების შემთხვევაში, ზემოთ აღნიშნული თანხა არ ბრუნდება.
? ტურის სრული ღირებულება უნდა დაიფაროს ტურის დაწყებამდე მინიმუმ 2 კვირით ადრე.
? ტურიდან ერთი კვირით / ან ნაკლები დღით თქვენი მხრიდან ტურის გაუქმების შემთხვევაში, თანხა არ ბრუნდება.  
? ორგანიზატორის მიერ ტურის გაუქმების შემთხვევაში, გადახდილი თანხა სრულად ბრუნდება.

? ღირებულებაში არ შედის: 
❌ ნებისმიერი სხვა აქტიობა, რაც არ არის ტურის აღწერის მიხედვით გათვალისწინებული
? შეკრების ადგილი - ველოსიპედის ძეგლი
? 07:45 საათზე შეკრება
? 08:00 საათზე გასვლა
⏳ დაგვიანების შემთხვევაში ორგანიზატორი იტოვებს უფლებას დატოვოს დაგვიანებული მონაწილე
❗ ტურზე მოვდივართ ფხიზელ მდგომარეობაში
❗ ტურის მანძილზე აკრძალულია ნარკოტიკული ან სხვა დამათრობელი საშუალებების მიღება )
❗ ბუნებაში ნარჩენების დატოვება დაუშვებელია
❗ აკრძალულია ჯგუფისგან თვითნებურად დაშორება, გიდთან შეთანმხების გარეშე.
❗ საჭიროების შემთხვევაში ორგანიზატორი იტოვებს უფლებას შეცვალოს ტურის მარშრუტი ან დროითი განრიგი ამინდის ან სხვა ობიექტური მიზეზების გამო.

? ტურის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით WhatsApp-ზე: +995 577 68 48 23
ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში!!
- **Event URL**: https://allevents.in/tbilisi/სამ-დღიანი-ჯიპ-ტური-ფშავ-ხევსურეთი-ღმერთები-რაინდები-მითები-და-ჯვარ-ხატები/200030287176324
- **Event Categories**: 
- **Interested Audience**: 
  - total_interested_count: 111

## Ticket Details


## Event venue details

- **city**: Tbilisi
- **state**: TB
- **country**: Georgia
- **location**: Georgia
- **lat**: 41.716666666667
- **long**: 44.783333333333
- **full address**: Georgia, Nike, მერაბ ალექსიძის ქუჩა, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

## Event gallery

- **Alt text**: სამ დღიანი ჯიპ ტური - ფშავ-ხევსურეთი! ღმერთები, რაინდები, მითები და ჯვარ-ხატები
  - **Image URL**: https://cdn-az.allevents.in/events3/banners/fc355fb20d856f6825b879d56cc086b458ed6bbba39cd716fb470739ff5ad9ef-rimg-w1200-h904-dc787868-gmir?v=1786624550

## FAQs

- **Q**: When and where is სამ დღიანი ჯიპ ტური - ფშავ-ხევსურეთი! ღმერთები, რაინდები, მითები და ჯვარ-ხატები being held?
  - **A:** სამ დღიანი ჯიპ ტური - ფშავ-ხევსურეთი! ღმერთები, რაინდები, მითები და ჯვარ-ხატები takes place on Fri, 14 Aug, 2026 at 07:30 am to Sun, 16 Aug, 2026 at 09:00 pm at Georgia, Nike, მერაბ ალექსიძის ქუჩა, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia.
- **Q**: Who is organizing სამ დღიანი ჯიპ ტური - ფშავ-ხევსურეთი! ღმერთები, რაინდები, მითები და ჯვარ-ხატები?
  - **A:** სამ დღიანი ჯიპ ტური - ფშავ-ხევსურეთი! ღმერთები, რაინდები, მითები და ჯვარ-ხატები is organized by Moedani Travel.

## Structured Data (JSON-LD)

```json
[
    {
        "@context": "https://schema.org",
        "@type": "Event",
        "name": "სამ დღიანი ჯიპ ტური - ფშავ-ხევსურეთი! ღმერთები, რაინდები, მითები და ჯვარ-ხატები",
        "image": "https://cdn-az.allevents.in/events3/banners/fc355fb20d856f6825b879d56cc086b458ed6bbba39cd716fb470739ff5ad9ef-rimg-w1200-h904-dc787868-gmir?v=1786624550",
        "startDate": "2026-08-14",
        "endDate": "2026-08-16",
        "url": "https://allevents.in/tbilisi/სამ-დღიანი-ჯიპ-ტური-ფშავ-ხევსურეთი-ღმერთები-რაინდები-მითები-და-ჯვარ-ხატები/200030287176324",
        "location": {
            "@type": "Place",
            "name": "Georgia",
            "address": {
                "@type": "PostalAddress",
                "streetAddress": "Nike, მერაბ ალექსიძის ქუჩა, თბილისი, საქართველო",
                "addressLocality": "Tbilisi",
                "addressRegion": "TB",
                "addressCountry": "GE"
            },
            "geo": {
                "@type": "GeoCoordinates",
                "latitude": "41.716666666667",
                "longitude": "44.783333333333"
            }
        },
        "eventAttendanceMode": "https://schema.org/OfflineEventAttendanceMode",
        "description": "? გთავაზობთ შემეცნებით-სათავგადასავლო ტურს მისტიურ ფშავ-ხევსურეთში! \n\n? თარიღი: 14.08-16.08.2026\n⏳ ხანგრძლივობა: 3 დღე / 2 ღამე\n? ფასი: 459 ლარი\n\nმოვინახულებთ:\n?სოფელი ჩარგალი- ვაჟა ფშაველას სახლ-მუზეუმი\n?დათვიჯვრის უღელტეხილი 2676 მ\n?მდინარე არღუნის ზურმუხტისფერი ხეობა\n?ლებაისკარის კოშკი\n?კისტანის",
        "organizer": [
            {
                "@type": "Organization",
                "name": "Moedani Travel",
                "url": "https://allevents.in/org/moedani-travel/27953400",
                "description": "Moedani Travel, Tbilisi. 4,305 likes · 126 talking about this · 8 were here. Moedani Travel - Georgisches Abenteuer mit Keti | Geführte Wanderungen &..."
            }
        ]
    }
]
```