

# Event Details

- **Event Name**: მალხაზ ხარბედიას სახელობის ახალი ღვინის ფესტივალი 2026
- **Event Start and End Date**: Sat, 09 May, 2026 at 11:00 am – Sat, 09 May, 2026 at 06:00 pm (+04:00)
- **Event Description**: „ღვინო ყველასთვის და ყველა ღვინისთვის!“

2026 წლიდან, ღვინის კლუბის გადაწყვეტილებით, ახალი ღვინის ფესტივალი მისი ინიციატორის, ერთ-ერთი დამაარსებლის და სულისჩამდგმელის, ჩვენი ძვირფასი მეგობრის, მალხაზ ხარბედიას სახელობის გახდება და მისი ყველა ჩანაფიქრის და იდეის განვითარებისკენ იქნება მიმართული. „ღვინო ყველასთვის და ყველა ღვინისთვის!“ - მალხაზ ხარბედიას სიტყვები ფესტივალის დევიზად იქცა.

2026 წლის 9 მაისს რიგით მე 17-ე ახალი ღვინის ფესტივალი სტუმრებს ბოლო მოსავლის (2025 წლის) ასეულობით ახალი ღვინის გასინჯვას, ამ ღვინოების ავტორების გაცნობასა და ახალი გემოების აღმოჩენას გპირდებათ.

ახალი ღვინის ფესტივალის მთავარი იდეა ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია, ახალი ჯიშებისა თუ ტერუარების აღმოჩენა, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის განვითარებაა.

2010 წლიდან დაწყებული ყოველ წელს ფესტივალი იზრდება. ასპარეზზე ახალი საოჯახო მარნები და ღვინის კომპანიები ჩნდებიან და თავიანთი ბოლო მოსავლის ღვინოებს გვასინჯებენ.

ახალი ღვინის ფესტივალს, მწარმოებლების გარდა, ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები, ღვინის მწერლები, ღვინის ბარ-რესტორნები და მოყვარულებიც მოუთმენლად ელიან. რამდენიმე წელია, ტრადიციულად, მსოფლიოს სახელოვან ღვინის მაგისტრებს, სომელიეებს, იმპორტიორებსა და ღვინის მწერლებს ჩანიშნული აქვთ ღვინის ფესტივალის თარიღი და ემზადებიან ქართულ ღვინოებთან შესახვედრად.

ქართული ღვინის ყველა გულშემატკივარს წლევანდელი ახალი ღვინის ფესტივალი კვლავ მთაწმინდის პარკში ელის. 9 მაისს, 11:00-დან 18:00 საათამდე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღვინის დიდი კომპანიები, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ოჯახური მარნები ფესტივალის სტუმრებს დაახვედრებენ ბოლო მოსავლის (2025 წლის) საუკეთესო ღვინოებს.

ახალი ღვინის ფესტივალის ხიბლი სწორედ მრავალფეროვნება და ახალი გემოების აღმოჩენაა, თან უშუალოდ ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრისას უფრო მეტის გაგება შეგვიძლია იმ ღვინის შესახებ, რომელსაც გავსინჯავთ და მოგვეწონება.

ახალი ღვინის ფესტივალი 2026 დაიწყება ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით. ამ ქვევრში, როგორც წესი, ღვინის კლუბის მიერ შერჩეული საოჯახო მარანში დაწურული საუკეთესო ღვინო დაგხვდებათ.

ფესტივალის კარი ყველა სტუმრისთვის ღიაა. ფესტივალზე ისიამოვნებთ კარგი მუსიკით, იქნება სახალისო პროგრამა, გათამაშდება 8 ყუთი საუკეთესო ღვინო და სხვა.

„მალხაზ ხარბედიას სახელობის ახალი ღვინის ფესტივალი 2026-ის“ სპონსორია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო. საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საიტი „მარანი“ (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი. ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, ღვინის მაღაზიათა ქსელი „8000 მოსავალი“, ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს ღვინის კლუბი.
- **Event URL**: https://allevents.in/tbilisi/მალხაზ-ხარბედიას-სახელობის-ახალი-ღვინის-ფესტივალი-2026/200029837410248
- **Event Categories**: 
- **Interested Audience**: 
  - total_interested_count: 797

## Ticket Details


## Event venue details

- **city**: Tbilisi
- **state**: TB
- **country**: Georgia
- **location**: Mtatsminda Park
- **lat**: 41.694633922812
- **long**: 44.784092903137
- **full address**: Mtatsminda Park, ელვისი, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

## Event gallery

- **Alt text**: მალხაზ ხარბედიას სახელობის ახალი ღვინის ფესტივალი 2026
  - **Image URL**: https://cdn-az.allevents.in/events9/banners/0d918e4df476140462befd9e6585a495d1178f104ab1c40a2e204620773c4717-rimg-w1200-h442-dcebe1bd-gmir?v=1776290865

## FAQs

- **Q**: When and where is მალხაზ ხარბედიას სახელობის ახალი ღვინის ფესტივალი 2026 being held?
  - **A:** მალხაზ ხარბედიას სახელობის ახალი ღვინის ფესტივალი 2026 takes place on Sat, 09 May, 2026 at 11:00 am to Sat, 09 May, 2026 at 06:00 pm at Mtatsminda Park, ელვისი, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia.
- **Q**: Who is organizing მალხაზ ხარბედიას სახელობის ახალი ღვინის ფესტივალი 2026?
  - **A:** მალხაზ ხარბედიას სახელობის ახალი ღვინის ფესტივალი 2026 is organized by ღვინის კლუბი / Wine Club.
- **Q**: Who is this event for? Is it right for me?
  - **A:** მალხაზ ხარბედიას სახელობის ახალი ღვინის ფესტივალი 2026 is ideal for festival lovers, culture enthusiasts, and anyone looking for a vibrant, immersive community experience. Whether you're a first-time attendee or a longtime enthusiast in Tbilisi, this event is thoughtfully curated to deliver a standout experience worth every moment. With 790+ people already showing interest, this is clearly an event worth adding to your calendar - don't miss out.

## Structured Data (JSON-LD)

```json
[
    {
        "@context": "https://schema.org",
        "@type": "Event",
        "name": "მალხაზ ხარბედიას სახელობის ახალი ღვინის ფესტივალი 2026",
        "image": "https://cdn-az.allevents.in/events9/banners/0d918e4df476140462befd9e6585a495d1178f104ab1c40a2e204620773c4717-rimg-w1200-h442-dcebe1bd-gmir?v=1776290865",
        "startDate": "2026-05-09T11:00:00+04:00",
        "endDate": "2026-05-09T18:00:00+04:00",
        "url": "https://allevents.in/tbilisi/მალხაზ-ხარბედიას-სახელობის-ახალი-ღვინის-ფესტივალი-2026/200029837410248",
        "eventStatus": "https://schema.org/EventScheduled",
        "location": {
            "@type": "Place",
            "name": "Mtatsminda Park",
            "address": {
                "@type": "PostalAddress",
                "streetAddress": "ელვისი, თბილისი, საქართველო",
                "addressLocality": "Tbilisi",
                "addressRegion": "TB",
                "addressCountry": "GE"
            },
            "geo": {
                "@type": "GeoCoordinates",
                "latitude": "41.694633922812",
                "longitude": "44.784092903137"
            }
        },
        "eventAttendanceMode": "https://schema.org/OfflineEventAttendanceMode",
        "description": "„ღვინო ყველასთვის და ყველა ღვინისთვის!“\n\n2026 წლიდან, ღვინის კლუბის გადაწყვეტილებით, ახალი ღვინის ფესტივალი მისი ინიციატორის, ერთ-ერთი დამაარსებლის და სულისჩამდგმელის, ჩვენი ძვირფასი მეგობრის, მალხაზ ხარბედიას სახელობის გახდება და მისი ყველა ჩანაფიქრის და იდეის განვითარებისკენ იქნება მიმართული. „ღვი",
        "organizer": [
            {
                "@type": "Organization",
                "name": "   Wine Club",
                "url": "https://allevents.in/org/ღვინის-კლუბი-wine-club/713749",
                "description": "ღვინის მოყვარულთა, ენთუზიასტთა და პროფესიონალთა გაერთიანება"
            }
        ]
    }
]
```