

# Event Details

- **Event Name**: ლინდა ოსბორნის სემინარი “ფსიქოთერაპია წყვილებთან”
- **Event Start and End Date**: Fri, 22 May, 2026 at 09:45 am – Sun, 24 May, 2026 at 06:00 pm (+04:00)
- **Event Description**: „კავკასიის გეშტალტთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტი" და სოფია ვერულაშვილი გიწვევთ გეშტალტთერაპევტებს და სხვადასხვა მოდალობის ფსიქოთერაპევტებს  ლინდა ოსბორნის  სამდღიან საერთაშორისო სემინარზე! 
სემინარის  თემა:  „ფსიქოთერაპია წყვილებთან".

სემინარი ჩატარდება  22,23,24 მაისს, "კავკასიის გეშტალტთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტში", მისამართზე: ლადო ასათიანის ქუჩა N14ა, მეორე სართული, 0105, თბილისი, საქართველო.

დღის განრიგი:
09:45 — რეგისტრაცია
10:00–11:45 — სამუშაო პროცესი
11:45–12:00 — ყავის შესვენება
12:00–13:45 — სამუშაო პროცესი
13:45–15:15 — სადილის შესვენება
15:15–16:30 — სამუშაო პროცესი
16:30–16:45 — ყავის შესვენება
16:45–18:00 — სამუშაო პროცესი

მოუთმენლად ველით კიდევ ერთ მნიშვნელოვან და სწავლისა და პროფესიული ზრდის გამოცდილებას.

შერწყმაში მყოფი წყვილი, რომელიც თავს არიდებს განსხვავებულობას, შეიძლება ფსიქოთერაპიაზე მხოლოდ მაშინ მივიდეს, როდესაც ერთ-ერთი პარტნიორი ცვლილებას ეძებს. სხვა წყვილებისთვის მათი განსხვავებულობა მხარდაჭერის წყაროა. ჩემი გამოცდილებით, ამბობს ლინდა ოზბორნი, განსხვავებულობასთან გამკლავება ურთიერთობებში მიმდინარე პროცესია. როგორ ერთვება წყვილი ამ პროცესში კონფლიქტის ან კონფლიქტის თავიდან აცილების პოტენციალით? ვინ ამტკიცებს და ვინ ეთანხმება მათი ურთიერთობის ცეკვას და რამდენად დაფიქსირებულია ეს? როგორც ბობ და რიტა რეზნიკები წერენ, წყვილების განსხვავებულობასთან გამკლავების გზა თითქმის ყველა წყვილთან დაკავშირებული პრობლემის საფუძველია.
ამ სირთულეებთან მუშაობის მთავარი თემაა. მაგალითად, როდის შეიძლება უფრო გაგვიჭირდეს ნეიტრალიტეტის შენარჩუნება? ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ გავზარდოთ ცნობიერება იმის შესახებ, თუ როგორ პოულობენ გამოხატულებას განსხვავებული შეხედულებები და ღირებულებითი სისტემები მწყვილის ურთიერთობაში. რა ადგილი უჭირავს კომპრომისს? როგორ ავლენს წყვილი თავიანთ განსხვავებულობას წყვილებთან მუშაობის კიდევ ერთი ფუნდამენტური ასპექტია.
ლინდა ოზბორნის სემინარი მოიცავს თეორიულ, გამოცდილებით და კლინიკურ სამუშაოებს.

სემინარის წამყვანი:
ლინდა ოსბორნი (დიდი ბრიტანეთი) — ფსიქოკონსულტანტი, ფსიქოთერაპევტი, გეშტალტთერაპევტი, სუპერვიზორი და საერთაშორისო ტრენერი.

ლინდა ოსბორნი, როგორც კონსულტანტ-ფსიქოთერაპევტი,  დაკავებულია კერძო პრაქტიკით  ფარნემში, სურეიში. ის კლიენტებს სთავაზობს მკაფიო, საზღვრების მქონე და პროფესიონალურ თერაპიულ ურთიერთობას, რაც მათ აძლევს თავისუფლებას გამოიკვლიონ საკუთარი გამოცდილება, ახლოს დარჩნენ მასთან, გაიაზრონ და დაიწყონ მათი გადამუშავება. ლინდა ასევე უზრუნველყოფს სუპერვიზიას კონსულტანტებისა და ფსიქოთერაპევტებისთვის.

ლინდა ლონდონის მეტანოიას ინსტიტუტის (Metanoia Institute) ლექტორია და საერთაშორისო დონეზე ატარებს ტრენინგებს. როგორც კონსულტანტ-ფსიქოთერაპევტი, ის ეფუძნება ბრიტანეთის კონსულტირების და ფსიქოთერაპიის ასოციაციის ეთიკის კოდექსს, ხოლო როგორც ფსიქოთერაპევტი, სუპერვიზორი და ტრენერი — მეტანოიას ინსტიტუტის ეთიკის კოდექსს.
იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო დიდი ბრიტანეთის ფსიქოთერაპევტთა საბჭოს (UKCP) ტრენინგ სტანდარტების კომიტეტის წევრი და დიდი ბრიტანეთის გეშტალტ პრაქტიკოსთა ასოციაციის (UKAGP) დამფუძნებელი თავმჯდომარე.

სამუშაოს მიმართულებები
პირადი კონსულტირება და ფსიქოთერაპია; ფსიქოსექსუალური და ურთიერთობების კონსულტირება, წყვილების თერაპია; გლოვისა და განქორწინების თემებზე ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა; შეფასება, მოკლევადიანი და გრძელვადიანი თერაპიული პროცესები.

აკრედიტაცია
•	„Relate“-ის აკრედიტებული კონსულტანტი
•	ბრიტანეთის კონსულტირების და ფსიქოთერაპიის ასოციაციის აკრედიტებული წევრი
•	დიდი ბრიტანეთის ფსიქოთერაპევტთა საბჭოს აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი
•	გეშტალტ ფსიქოთერაპიის ტრენინგ ინსტიტუტის ტრენერი და სუპერვიზორი წევრი
•	ევროპული ფსიქოთერაპიის სერთიფიკატის (ECP) მფლობელი

სემინარის ღირებულება: 550 ევრო, გეშტალტთერაპიის ბაზისური პროგრამის სტუდენტებისთვის 450 ევრო.
სემინარზე რეგისტრაციისთვის აუცილებელია სრულად გადაიხადოთ თანხა.

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, ჯგუფის წევრთა მაქსიმალური ოდენობაა 18 მონაწილე და რეგისტრაცია სრულდება გადახდის შემდეგ.
გთხოვთ, წინასწარ იზრუნოთ სემინარზე დასასწრებლად.

სემინარი ჩატარდება ინგლისურ ენაზე, თანმიმდევრული თარგმანით ქართულ ენაზე.
რეგისტრაციისა და დეტალური ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი ინსტიტუტის ფეისბუქ გვერდის მესენჯერში
- **Event URL**: https://allevents.in/tbilisi/ლინდა-ოსბორნის-სემინარი-ფსიქოთერაპია-წყვილებთან/200028781577904
- **Event Categories**: 
- **Interested Audience**: 
  - total_interested_count: 96

## Ticket Details


## Event venue details

- **city**: Tbilisi
- **state**: TB
- **country**: Georgia
- **location**: Lado Asatiani Street, 14A, Тбилиси, Грузия
- **lat**: 41.6897
- **long**: 44.8037
- **full address**: Lado Asatiani Street, 14A, Тбилиси, Грузия, ლადო ასათიანი ქუჩა 14ა, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

## Event gallery

- **Alt text**: ლინდა ოსბორნის სემინარი “ფსიქოთერაპია წყვილებთან”
  - **Image URL**: https://cdn-az.allevents.in/events1/banners/5afb76f20784d98cea17b7930c837521423a41f17a2f802980eb7e0b11f6219c-rimg-w1200-h1663-dca7aaa7-gmir?v=1776274461

## FAQs

- **Q**: When and where is ლინდა ოსბორნის სემინარი “ფსიქოთერაპია წყვილებთან” being held?
  - **A:** ლინდა ოსბორნის სემინარი “ფსიქოთერაპია წყვილებთან” takes place on Fri, 22 May, 2026 at 09:45 am to Sun, 24 May, 2026 at 06:00 pm at Lado Asatiani Street, 14A, Тбилиси, Грузия, ლადო ასათიანი ქუჩა 14ა, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia.
- **Q**: Who is organizing ლინდა ოსბორნის სემინარი “ფსიქოთერაპია წყვილებთან”?
  - **A:** ლინდა ოსბორნის სემინარი “ფსიქოთერაპია წყვილებთან” is organized by Caucasus Institute of Gestalt Therapy and Family Psychotherapy (CIGTFP).
- **Q**: Who is this event for? Is it right for me?
  - **A:** ლინდა ოსბორნის სემინარი “ფსიქოთერაპია წყვილებთან” is ideal for curious learners, students, and skill-builders looking to gain hands-on knowledge and practical expertise in a focused, interactive setting. Whether you're a first-time attendee or a longtime enthusiast in Tbilisi, this event is thoughtfully curated to deliver a standout experience worth every moment. With 90+ people already showing interest, this is clearly an event worth adding to your calendar - don't miss out.

## Structured Data (JSON-LD)

```json
[
    {
        "@context": "https://schema.org",
        "@type": "Event",
        "name": "ლინდა ოსბორნის სემინარი “ფსიქოთერაპია წყვილებთან”",
        "image": "https://cdn-az.allevents.in/events1/banners/5afb76f20784d98cea17b7930c837521423a41f17a2f802980eb7e0b11f6219c-rimg-w1200-h1663-dca7aaa7-gmir?v=1776274461",
        "startDate": "2026-05-22T09:45:00+04:00",
        "endDate": "2026-05-24T18:00:00+04:00",
        "url": "https://allevents.in/tbilisi/ლინდა-ოსბორნის-სემინარი-ფსიქოთერაპია-წყვილებთან/200028781577904",
        "eventStatus": "https://schema.org/EventScheduled",
        "location": {
            "@type": "Place",
            "name": "Lado Asatiani Street, 14A, Тбилиси, Грузия",
            "address": {
                "@type": "PostalAddress",
                "streetAddress": "ლადო ასათიანი ქუჩა 14ა, თბილისი, საქართველო",
                "addressLocality": "Tbilisi",
                "addressRegion": "TB",
                "addressCountry": "GE"
            },
            "geo": {
                "@type": "GeoCoordinates",
                "latitude": "41.6897",
                "longitude": "44.8037"
            }
        },
        "eventAttendanceMode": "https://schema.org/OfflineEventAttendanceMode",
        "description": "„კავკასიის გეშტალტთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტი\" და სოფია ვერულაშვილი გიწვევთ გეშტალტთერაპევტებს და სხვადასხვა მოდალობის ფსიქოთერაპევტებს  ლინდა ოსბორნის  სამდღიან საერთაშორისო სემინარზე! \nსემინარის  თემა:  „ფსიქოთერაპია წყვილებთან\".\n\nსემინარი ჩატარდება  22,23,24 მაისს, \"კავკასიის გეშ",
        "organizer": [
            {
                "@type": "Organization",
                "name": "Caucasus Institute of Gestalt Therapy and Family Psychotherapy (CIGTFP)",
                "url": "https://allevents.in/org/caucasus-institute-of-gestalt-therapy-and-family-psychotherapy-cigtfp/24613214"
            }
        ]
    }
]
```