ოპერა „ევა“ – პრემიერა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში,
2025 წლის 4 და 5 დეკემბერს.
ახალი კამერული ოპერა „ევა“, რომლის მუსიკის ავტორია იოსებ ბარდანაშვილი, ხოლო ლიბრეტოს ავტორები არიან ჯემალ აჯიაშვილი და ალექსეი პარინი. პრემიერა შედგება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში – 2025 წლის 4 და 5 დეკემბერს. სპექტაკლის რეჟისორი და სცენოგრაფი — ირინა გაჩეჩილაძე. საოპერო დადგმა პროექტ “თანამედროვე ოპერის განვითარების” ფარგლებში ხორციელდება.
ოპერის სინოფსისი:
„ევა“ არის პოეტური ოპერა ქალის გამოფხიზლების შესახებ — უმანკო სურვილიდან თვითშემეცნებამდე. სამოთხეში მარტოდ დარჩენილი, ევა ერთადერთ თანამგზავრს პოულობს — გველს, რომელიც მუსიკით აცდუნებს მას. როდესაც ევა სინჯავს აკრძალულ ნაყოფს, იგი ხვდება, რომ ნამდვილი დანაშაული არის არა ცოდვა, არამედ ვნების, გრძნობისა და მარტო ყოფნის გამბედაობა. „ევა“ ქალის თავისუფლებისა და თვითგამოხატვის ჰიმნად გადაიქცევა.
შემსრულებლები:
მეცო-სოპრანო – ირინა შერაზადიშვილი;
ტენორი და კლასიკური გიტარა – ალექსანდრე თიბელიშვილი;
ფორტეპიანო – რატი გვალია;
ვიოლინო I – ნიკოლოზ ჯაფარიძე;
ვიოლინო II – იოანე ტუღუში;
პერკუსია – ბაჩანა კიკნაძე.
პროექტის მხარდამჭერები:
- საქართველოს კულტურის სამინისტრო
- სსიპ. შემოქმედებითი საქართველო
- ისრაელის საელჩო საქართველოში
- სადაზღვევო კომპანია "უნისონი"
- რეგიონალური განვითარების სამინისტრო (ისრაელი)
- შპს. ინდეკო