💭ფიქრობთ, რატომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა❓️
გაინტერესებთ, რა სერვისებს გთავაზობთ სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად❓️
გსურთ იცოდეთ, როგორ შეიძლება გაიზარდოს საზოგადოების ცნობიერება და ხელი შეეწყოს პრევენციას❓️
მაშინ ეს საინფორმაციო შეხვედრა სწორედ თქვენთვისაა❣️
🎓სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან თანამშრომლობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ტარდება საინფორმაციო შეხვედრა- "ერთად ვიბრძოლოთ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ".
💫შეხვედრის მიზანია: ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, პრევენციის ხელშეწყობა და ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული სახელმწიფო სერვისების პოპულარიზაცია.
👨🏻🏫 ლექციას გაუძღვებიან:
🔸️ინდირა რობაქიძე- სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების უფროსი.
🔸️მედეა ბადაშვილი- Ph.D სოციალური გეოგრაფიაში, თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი და გენდერული კვლევების სამაგუსტრო პროგრამის ხელმძღვანელი და მკვლევარი.
🔸️ეკატერინე ფირცხალავა- ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებით.
📌 სპიკერები ისაუბრებენ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიან მსოფლიო კამპანიაზე, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, პრევენციას და ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული სახელმწიფო სერვისების პოპულარიზაციას. შეხვედრაზე ერთად გავარკვევთ ამ და სხვა საკითხებს, რომლებიც მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და პრევენციისთვის.
🕰️საჯარო ლექციის ჩატარების თარიღი:1️⃣0️⃣ დეკემბერი (ოთხშაბათი), 1️⃣6️⃣:0️⃣0️⃣ საათი
📍ჩატარების ადგილი: თსუ-ის I კორპუსი, აუდიტორია 3️⃣0️⃣7️⃣
დასწრება თავისუფალია❣️
You may also like the following events from TSU Student Self-Governance • თსუ სტუდენტური თვითმმართველობა: